დიზაინერი ზალიკო ბერგერი ოფიციალურად არსად მუშაობს, თუმცა, ყველგან არის, სადაც ცხოვრება ჩქეფს და ფუფუნებაა. ის მეგობრებს დაჰყავთ სამოგზაუროდ და მისთვის არც ძვირფას საჩუქრებს იშურებენ. ამ საჯარო მხიარული შოუების მიღმა, ზალიკო ბევრ რამეს მალავს, მათ შორის ასაკსაც, რომელიც ვერც ერთ ტელეშოუში ვერ ათქმევინეს. თუმცა, საყვარელ ჟურნალ "სარკესთან" ზალიკომ ასაკი გაამხილა და სხვა დეტალებზეც გულახდილად ისაუბრა.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:-
ყველგან თქვენს ქეიფზე, სმაზე ლაპარაკობენ. მართლა სერიოზულად დგას ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა?- მაქვს დღეები, როდესაც საერთოდ არ
მინდა დალევა. მაშინ არც ტელეფონს ვპასუხობ, არც სახლიდან გავდივარ. როცა ნასვამი ვარ, მაშინ მიყვარს ქუჩაში სიარული, გადაცემებში მისვლა და ხალხთან კონტაქტი. კარგი სასმელის სულ მცირე დოზაა საკმარისი, რომ ხალისიანი ვიყო. ან თქვენ რად გინდათ უხასიათო და სტატიკური ზალიკო?!
- ანუ სასმელის გარეშე უხასიათოდ ხართ?- ასე გამოდის. როცა მქონდა ჩემი გადაცემა "ზალიკოს ღამე", იქ პროდიუსერებმა დალევა ამიკრძალეს და უნდა გენახათ, როგორი სახით ვხვდებოდი სტუმრებს. თუმცა, გადაღება რომ დაიწყებოდა, ძალებს ვიკრებდი და ისევ ისეთი მხიარული ზალიკო ვხდებოდი, როგორიც ხალხს ვუყვარვარ. კარგი ხასიათის თამაშიც შემიძლია.
განაგრძეთ კითხვა