თამაშის წინა დილას სწრაფად ჩავალაგე ბარგი და იმაზე ადრე გავედი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მინდოდა აეროპორტში სხვებზე ადრე მივსულიყავი. რატომ? არ ვიცი, ალბათ, „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მიმეჩქარებოდა.
2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?
სიჩქარესთან დაკავშირებით რა ანდაზა გახსენდებათ? მე მხოლოდ ერთი - მოჩქარეს მოუგვიანდესო. ჰოდა, მეც ასე დამემართა.
- მანქანიდან უნდა გადმოხვიდე.
- სად უნდა გადმოვიდე?! თამაში მაქვს, მეჩქარება-მეთქი.
- გადმოდი.
- „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მივდივარ.
- რა „ლეიკერსთან“, დენვერში ხარ.
- „დენვერ ნაგეტსში“ ვთამაშობ, აეროპორტში მაგვიანდება.
- არ მაინტერესებს.
გადმოვედი. შემოტრიალდიო - მითხრა. ეს უკვე არ მომეწონა. ხელი ხელბორკილებისკენ წაიღო. რომ მომიახლოვდა, ხელი ავუქნიე. ამან მთლად გადარია. სიტუაცია მაქსიმალურად რომ დაიძაბა, რამდენჯერმე ვუთხარი: დაწყნარდით, კალათბურთელი ვარ, არაფერს ვაშავებ-მეთქი. ხელბორკილების დადება რამდენჯერმე სცადა. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.
შევატყვე, ანერვიულდა, შეეშინდა - გამოიძახა მეორე. მოვიდა მასზე გაცილებით დაბალი პოლიციელი. ორივე დამეჯაჯგურა, მაგრამ ხელს არ ვაკიდებინებ, არ მინდა ხელბორკილები დამადონ.
რომ მივხვდი, არ მომეშვებოდნენ, ვკითხე, რა გინდათ, სად მიგყავართ-მეთქი. პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიკრეს თავი. ჯერ ცალკე დამსვეს. მანქანას, რომელიც ქუჩაში მივატოვე, აღარ ვჩიოდი, დაკავშირება მინდოდა შინ - დედაჩემთან, ან კლუბში, თუნდაც რომელიმე თანაგუნდელთან... განაგრძეთ კითხვა: