18 აპრილი, 2019
რატომ დააკავეს ამერიკაში ნიკა ცქიტიშვილი
...12 თებერვალია, 2003 წელი. მეორე დღეს „ლეიკერსს“ ვეთამაშებით, კობი ბრაიანტისა და შაკილ ონილის გუნდს. მხოლოდ კობის გახსენება იყო ჩემთვის დამატებითი მოტივაცია. განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებოდი.

თამაშის წინა დილას სწრაფად ჩავალაგე ბარგი და იმაზე ადრე გავედი, ვიდრე სხვა შემთხვევებში. მინდოდა აეროპორტში სხვებზე ადრე მივსულიყავი. რატომ? არ ვიცი, ალბათ, „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მიმეჩქარებოდა.

2002 წლის NBA-ს დრაფტი, ცქიტიშვილი მე-5 ნომრად... რა მოხდა და რატომ?

სიჩქარესთან დაკავშირებით რა ანდაზა გახსენდებათ? მე მხოლოდ ერთი - მოჩქარეს მოუგვიანდესო. ჰოდა, მეც ასე დამემართა.

გავედი ავტობანზე და არხეინად მივემართები აეროპორტისკენ. სარკეში გავიხედე და პოლიციის მოციმციმე მანქანა დავინახე. გამომიცხადა - „ლინკოლნ ნავიგატორი“ გააჩერეო. გზის კიდეზე გადავედი. ერთი საშუალო სიმაღლის პოლიციელი მომადგა და მეუბნება:

- მანქანიდან უნდა გადმოხვიდე.

- სად უნდა გადმოვიდე?! თამაში მაქვს, მეჩქარება-მეთქი.

- გადმოდი.

- „ლეიკერსთან“ სათამაშოდ მივდივარ.

- რა „ლეიკერსთან“, დენვერში ხარ.

- „დენვერ ნაგეტსში“ ვთამაშობ, აეროპორტში მაგვიანდება.

- არ მაინტერესებს.

გადმოვედი. შემოტრიალდიო - მითხრა. ეს უკვე არ მომეწონა. ხელი ხელბორკილებისკენ წაიღო. რომ მომიახლოვდა, ხელი ავუქნიე. ამან მთლად გადარია. სიტუაცია მაქსიმალურად რომ დაიძაბა, რამდენჯერმე ვუთხარი: დაწყნარდით, კალათბურთელი ვარ, არაფერს ვაშავებ-მეთქი. ხელბორკილების დადება რამდენჯერმე სცადა. ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

შევატყვე, ანერვიულდა, შეეშინდა - გამოიძახა მეორე. მოვიდა მასზე გაცილებით დაბალი პოლიციელი. ორივე დამეჯაჯგურა, მაგრამ ხელს არ ვაკიდებინებ, არ მინდა ხელბორკილები დამადონ.

რომ მივხვდი, არ მომეშვებოდნენ, ვკითხე, რა გინდათ, სად მიგყავართ-მეთქი. პოლიციის უახლოეს განყოფილებაში მიკრეს თავი. ჯერ ცალკე დამსვეს. მანქანას, რომელიც ქუჩაში მივატოვე, აღარ ვჩიოდი, დაკავშირება მინდოდა შინ - დედაჩემთან, ან კლუბში, თუნდაც რომელიმე თანაგუნდელთან... განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS