როგორც ლიკუნამ „ბომონდთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა, განსაკუთრებულს არაფერს გეგმავს, ვინაიდან სწავლა აკადემიაში მოდის დიზაინის განხრით დაიწყო. პროფესიით იურისტი, სამოდელო კარიერის გარდა, სამომავლოდ დიზაინერადაც არ გამორიცხავს მოსინჯოს საკუთარი ძალები.
„ბომონდი“ გიზიარებთ ბლიც ინტერვიუს 23 წლის ქართველ მოდელთან - ლიკუნა ხაჭაპურიძესთან:

მიყვარს...
- როდესაც ჩემს საყვარელ ადამიანებს ბედნიერს ვხედავ, ეს ძალიან მმუხტავს და მოტივაციას მაძლევს, თითქოს გადამდებია
ნივთი, რომლის გარეშეც ვერ ვძლებ...
- რამდენად სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს ტელეფონია, მის გარეშე წარმოუდგენელია არამარტო გადაადგილება, არამედ მეგობრებთან და ნათესავებთან კომუნიკაცია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში...
- მამაჩემი ყველაზე განსაკუთრებულია ჩემთვის, იმდენად, რომ სამაგალითოც კი არის, ღმერთის მადლობელი ვარ, რომ მისი შვილი ვარ და ის მამაჩემია. განაგრძეთ კითხვა: