10 აპრილი, 2019
ხატია შამუგია მისი ცხოვრების პრინცზე ალაპარაკდა - "ვიპოვე მამაკაცი ქართული ვაჟკაცური ხასიათით და ევროპული გემოვნებით"
ქარ­თვე­ლი სე­ლებ­რი­თე­ბის ერთ-ერთ აქ­ტი­ურ სა­ხეს, პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქსელ "ისი პა­რის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ხა­ტია შა­მუ­გი­ას, "ქუ­ჩის ბიჭ" გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: "დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!

" ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა პრინ­ცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს. ეს ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი მის ბავ­შვო­ბა­შიც არ­სე­ბობ­და, მერ­ვე კლა­სამ­დე უბ­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, შემ­დეგ ხა­ტი­ამ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი
შე­იც­ვა­ლა და მათი გზე­ბიც გა­ი­ყო. ამა­სო­ბა­ში ხა­ტია წარ­მა­ტე­ბულ ქა­ლად იქცა, ის ქარ­თვე­ლი ბიჭი კი ირ­ლან­დი­ა­ში წა­ვი­და, ბიზ­ნე­სი აა­წყო და იმ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეც გახ­და.

მათი გზე­ბი წლე­ბის შემ­დეგ გა­და­იკ­ვე­თა და ძვე­ლი, ბავ­შვუ­რი ნაც­ნო­ბო­ბა სე­რი­ო­ზულ სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. მარ­თა­ლია, მის ვი­ნა­ო­ბას ხა­ტია კვლავ ასა­ი­დუმ­ლო­ებს, მაგ­რამ პი­რად ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე "სარ­კეს­თან" და­უ­ფა­რა­ვად სა­უბ­რობს.

- ხა­ტია, ყო­ველ­თვის ახერ­ხებთ, რომ პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის დე­ტა­ლე­ბი სა­გულ­და­გუ­ლოდ და­მა­ლოთ პრე­სის­გან, მაგ­რამ ამ­ჯე­რად იქ­ნებ მოგ­ვიყ­ვეთ იმ დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, რო­მე­ლიც გეწ­ვი­ათ.


- ჩემს გრძნო­ბა­სა და ამ ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ახ­ლაც მი­ჭირს, მაგ­რამ ვი­ტყვი, რომ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს და ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­ვარ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც თავს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. მო­მავ­ლის­თვი­საც სე­რი­ო­ზუ­ლი გეგ­მე­ბი გვაქვს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS