ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წლებია, საბერძნეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. თამთა ბერძნული შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა მაყურებელმა ის რამდენიმე წლის წინ "რუსთავი 2"-ის პროექტ, "იქს ფაქტორიდან" გაიცნო, სადაც ჟიურის წევრი იყო.
მისი პირადი ცხოვრებაც მაშინვე გახდა ინტერესის სფერო. თამთა ამობდა, რომ წლების წინ საქართველოდან პირად დრამას გაექცა.
მისმა ყოფილმა ქმარმა, შმაგი ხაჭვანმა, ქართულ ტაბლოიდებთან გულახდილად ისაუბრა.
''მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე
ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის.''
თამთას და შმაგის 23 წლის ქალიშვილი ანი ხაჭვანი ყავთ. ის დედასთან და ბებიასთან ერთად საბერძნეთში ცხოვრობს, თუმცა, მამასთან ხშირად ჩამოდის.
აღსანიშნავია, რომ გოგონა ძალიან ჰგავს დედას, თუმცა, ცდილობს, ცნობილი დედის სახელის ჩრდილში არ მოექცეს.