- დავიწყოთ იქიდან, რომ დიდი მადლობა უნდა გადავუხადო რუსა მორჩილაძეს, რომელმაც დამიწერა სიმღერა „მადლობა ამისთვის”. ტექსტი ეკუთვნის ირინა სანიკიძეს. წელიწადნახევარი მზადდებოდა, მაშინ მე და გიორგი ერთად ვცხოვრობდით, სულ გასტროლებზე ვიყავით და ბევრი დრო გავიდა. ახალ წლამდე ერთად ვცხოვრობდით. ნანუკას
ეს სიმღერა მას არ ეძღვნებოდა, ასე დაემთხვა. ცუდი რამ მოხდა… მე ჩემი მეუღლე მიყვარდა, მიყვარს და მთელი ცხოვრება მეყვარება. ის იყო ჩემი ცხოვრების სიყვარული და ამ სიყვარულით წავალ ამ ცხოვრებიდან. არასდროს არ მყვარებია ისე, როგორც მიყვარს გიორგი. არც ვამბობ, ყოფილი მეუღლე-მეთქი. ცხოვრების ბოლომდე ჩემი ქმარი იქნება. ვამბობ სიტყვას მიყვარს…
რაც მთავარია, არ ვარ ცუდად, არ ვარ პანიკაში. მადლობელი ვარ, რაც იყო და რითაც ახლა ვცხოვრობ. მხიარული ვარ. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მე მომღერალი ვარ და როგორც მომღერალი, როგორც ქალი, ვალდებული ვარ, კარგად ვიყო. ჩვენ ვაგრძელებთ ცხოვრებას, ღმერთმა იცის, რა მოხდება.
- შეიძლება ისევ ერთად იყოთ? გაქვს ამის იმედი?
- იმედი ბოლოს კვდება (იღიმის).
- როცა შენს ფიქრებთან მარტო რჩები, როგორ ხარ?
- რვა წელი სცენაზე ერთად ვმღეროდით. კარგად მახსოვს და სულ მემახსოვრება. სულ დავდივარ, კონცერტები მაქვს… (იღიმის).
- დღეს პრემიერა გვაქვს, მოგვიყევი ამ დუეტზე? განაგრძეთ კითხვა: