02 აპრილი, 2019
"შეიძლება პირადი კადრების ატვირთვით მეც დამემუქრონ. ჩვეულებრივ პორნოს იხილავენ“
„ჩემი ცოლის დაქალების“ ბოლო, მეთორმეტე სერიაში ნინო კასრაძის გმირი - მაკა ანჯაფარიძე გამოჩნდა... და ხმაურიანადაც. ის ჩინოვნიკ ბადრი კოლიას მხატვარი ქალიშილის, ეკა კოლიას გამოფენის მოწყობის კატეგორიული წინააღმდეგია. არგუმენტად კი მხატვრის უნიჭობას ასახელებს. კოლიები მაკას კაცს უგზავნიან, თუმცა, უშედეგოდ. მოლაპარაკება არ შედგა, მაკა გამოფენის გაკეთების წინააღმდეგია. სამაგიეროდ, სახლში მისულს, გვიან მეგობარი ინა ურეკავს და ატყობინებს, რომ იუთუბიზე მისი და ილოს სექსის კადრებია ატვირთული. რთული გამოსაცნობი არ არის, რომ მალე სერიალში დუდუ გამოჩნდება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მაკა,
სავარაუდოდ, მას მიმართავს. „პრაიმტაიმი“ ალექსანდრე ბეგალიშვილს - დუდუს დაუკავშირდა.

- სერიალში კვლავ გიხილავთ და გვიხარია.


- ჰო, რა ვიცი, ვნახოთ.

- თქვენს გარეშე იუთუბიზე ატვირთული მაკას კადრების თემა, ალბათ, არ ჩაივლის.

- ჰო... ახლა მაგიტომ მირეკავთ, რომ ეგ გითხრათ?

- არა, ამ აქტუალურ თემაზე გკითხავთ. წარმოიდგინეთ, ვინმემ რომ დაგირეკოთ და პირადი კადრების ატვირთვით დაგემუქროთ, თქვენი პირველი რეაქცია როგორი იქნება?

- როგორი უნდა იყოს. ნებისმიერი ადამიანის რეაქცია იქნება ერთნაირი, არავის ესიამოვნება. თუ ამიტვირთავენ, დიდად მაგაზე თავსაც არ მოვიკლავ. ისეთს არაფერს ვაკეთებ, რასაც სხვა არ აკეთებს. ეს სერიალიც ჩვენს ყოფით მოვლენებს მიყვება. არ არის გამორიცხული პირადი კადრების ატვირთვით მეც დამემუქრონ. რატომღაც ყველას ამით ემუქრებიან. „ხარაშო“, ატვირთეს, მერე რა? ჩვეულებრივ, ერთ-ერთ პორნოს იხილავენ. მეტი არაფერი.


წყარო: პრაიმტაიმი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS