
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ გრიპს და ვირუსებს ძალიან მშვიდად ვხვდები, რაღაც პერიოდულობით ბავშვები ხდებიან ავად და ამას ნორმალურ მოვლენად აღვიქვამ, იმიტომ, რომ დადიან სკოლაში, ბაღში და ა.შ. და ეს გრადაუვალია. რაც შეეხება იმას, თუ როგორ ვებრძვი, მთავარი ბრძოლა
ნაკლებად დაინფიცირებისა. მეორე მნიშვნელოვანი მომენტია განიავება, ჰიგიენა და სველი წესით დალაგება. სკოლაში ძალიან აქცევენ ამ ყველაფერს ყურადღებას, ხშირად ანიავებენ, ხდება სველი წესით დალაგება, ეპიდემიის დროს კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღეს ამ მხრივ, მოავადე ბავშვები არ ხვდებოდნენ სკოლაში, შესაბამისად გადადების ფაქტებიც ნაკლები იყო. სახლშიც ანალოგიურად ვიცავთ წესებს: ოთახებს დილა-საღამოს ვანიავებთ, ვწმენდთ და ა.შ. ანტივირუსულ პრეპარატებს არ ვაძლევ, იმუნიტეტის ასამაღლებელ კურსებს არ ვუტარებ ბავშვებს.

- რაც შეეხება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას?
- არ გამიკეთებია, იმიტომ, რომ პატარას იმ პერიოდში განმეორებითი აცრა მოუწია, მალევე აღარ მინდოდა, გამეწვალებინა და ისე მოხდა, რომ არ გავუკეთე. ზოგადად, ვაქცინაციის მომხრე ვარ და ვაპირებ, მომავლ წელს გავუკეთო, იმიტომ, რომ სექტემბრიდან პატარაც ბაღში შევა და მგონია, რომ გარკვეული ტიპის ვირუსებისგან და გრიპის რაღაცა შტამისგან მაინც დაიცავს.
- როდესაც ბავშვი ცუდად ხდება, თავიდანვე რთავ საქმეში პედიატრს, თუ ცდილობ, ჯერ საკუთარი ძალებითა და ხერხებით გაუმკლავდე?
- პედიატრს თავიდავნე არ ვრთავ, რადგან ვიცი, რომ სიცხე 3-5 დღე შესაბამისი სიმპტომებით ნორმალურია. თუ აქვს ისეთი მაღალი ტემპერატურა, რომ ვერ ვუგდებ ვერანაირად, ან მოკლე შუალადებში დამწევის ფონზე ისევ მაღლა ასდის, ვურეკავ პედიატრს. როდესაც სიცხის დამწევი არ მოქმედებს, მერე უკვე ვცდილობ, სიცხე სხვა გზით დავუგდო, ვაგრილებ, ვზელ გრილი წყლით, თუ კიდურები ცივი აქვს, თბილ წყალში ვაყოფინებ და ა.შ. მაგრამ თუ ეწყება სუნთვის გაძნელება, სპაზმურად ახველებს, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ ვრთავ პედიატრს და დანიშნულ მკურნალობას ვუტარებ. განაგრძეთ კითხვა: