27 მარტი, 2019
რატომ არ აჩვენებს ნათესავებს მარიამ სანოგო თავის შვილს?
აფრიკული წარმოშობის, საქართველოში გაზრდილი მოდელი, მარიამ სანოგო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როცა პოდიუმზე გამოვიდა. პარალელურად ტელეიმედის საინფორმაციო გამოშვებაში ამინდის პროგნოზი მიჰყავს.

თებერვალში მარიამის ცხოვრებაში, უმნიშვნელოვანესი მოვლენა მოხდა - ის და მისი ქმარი, მსახიობი გიორგი ლაშქარაძე ბიჭის მშობლები გახდნენ.

"კეთილი იყოს, შენი ჩემს სამყაროში შემობრძანება", - დაწერა მარიამმა სოციალურ ქსელში, როცა პატარა ზურაბი გაჩნდა.

- მარიამ, მშობიარობის შემდეგ, ტელევიზიაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებთ მუშაობას, სამოდელო სფეროშიც ასეთი აქტიური ხართ, თუ ბავშვის გაჩენამ ხელი შეგიშალათ?
- ჩემი
მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოდელო სფეროში შვებულების აღება მომიხდა. სხვათა შორის, ორსულობის ბოლო დღემდე გადაღებებში ვმონაწილეობდი. ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო, იმ პერიოდში გადაღებებზე სიარული.

Rating

- სამოდელო კარიერას ალბათ გააგრძელებთ?

- რა თქმა უნდა.

- რაზე მოგიწიათ უარის თქმა ორსულობისას?

- ბევრ პროცედურაზე მომიწია უარის თქმა. მაგალითად, აცეტონს ვერ ვიყენებდი. ზეთოვანი სითხით შევცვალე. ამ დროს არ შეიძლება სახის წმენდა, ლაზერული ეპილაცია, მაკიაჟზეც უარის თქმა მომიწია. გამიჭირდა, რადგან ყოველდღე ეთერში გავდიოდი.

- დედობა როგორ გაითავისეთ?
- ჯერჯერობით კარგად ვართმევ თავს. არ მიჭირს ბავშვის მოვლა, პირიქით, ყველაფერს სიამოვნებით ვაკეთებ.

Rating

- ვინმე გეხმარებათ?
- მეუღლე. საკმაოდ მოხერხებული ბიჭია. თანაბრად ვიყოფთ მოვალეობებს.

- ძიძის აყვანას არ აპირებთ?

- ჯერჯერობით ძიძა არ გვჭირდება. სამსახურში ძალიან მიწყობენ ხელს, როცა სამუშაოდ მივდივარ, ბავშვს მეუღლეს ვუტოვებ.

- ახალგაზრდა ოჯახი ცალკე ცხოვრობთ?
- მშობლები ცალკე ცხოვრობენ. ჩვენი ოჯახები პატარას დიდი სიხარულით შეხვდნენ. ყველა მონდომებულია. მეც და ჩემს ქმარსაც პატარა ძმები გვყავს. ბავშვი როცა წამოიზრდება, ბიძებიც ჩაერთვებიან მოვლაში, მამიდა ხო საერთოდ.
სიმართლე გითხრათ, ჯერ ნათესავებს არ ვიღებ, რადგან ბავშვი პატარაა. ოჯახის დანარჩენ წევრებს, ერთი სული აქვთ, ხელში როდის აიყვანენ. მე კი ისეთი დედა ვარ, ხელში აყვანაზეც პრობლემა მაქვს. ვირუსებია და იმიტომ. ამის გამო მაკრიტიკებენ, მაგრამ რა ვქნა, ჯერ პატარაა.

Rating

- დედას უფრო ჰგავს თუ მამას?
- ყველა ამბობს და მეც ვთვლი, რომ უფრო მე მგავს. ჯერჯერობით კანის ფერი ვერ გავარკვიეთ, არც თეთრია და არც მულატი. ოქროს შუალედი უჭირავს.

- სახელი როგორ შეურჩიეთ?
- ჩემი მეუღლის მამის სახელი დავარქვით - ზურაბი.

- შვილის ფოტოებს არ აქვეყნებთ, რატომ?
- არ ვთვლი საჭიროდ, პატარა ასაკში გადაღებული ფოტოები დავდო. ამ საკითხის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს, თანაც ჯერ მონათლულიც არ არის, ცოტა რომ დათბება, მოვნათლავთ. 


ლელა დევდარიანი
ჟურნალი "სარკე"



RatingRating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ნონა
:) უმაგრესი ფოტო
13:56 / 30-03-2019
გამოხმაურება / 0 /
lia
ბედნიერი გაეზარდოს, ისე, შესაძლოა არც თეთრი იყოს და არც მულატი... მულატი ხომ თეთრის და შავკანიანის შვილია და შესაძლოა ბავშვი ზანგი გამოვიდეს, ერთ-ერთი წინაპრის გენით. არ დამიწყოთ ახლა, ზანგი ცუდი სიტყვააო - შოთა რუსთაველიც ხმარობს ამ სიტყვას, თუ წაგიკითხავთ ვეფხისტყაოსანი
12:09 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ხოოხ
თეთრი შიშველი საჯდომებით ხომ აქოთეს მედია და ინტერნეტი ახკა შავებით ააჭრელებენ . აბა კაცებო რა ნაკლი აქვს .
05:12 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
:)))
ქმრის ს ა ნ ო გ ო ბროს ხომ მოსწონს ეს გოგო?
00:15 / 28-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS