22 მარტი, 2019
"სახლები იქ 8 მილიონი და მეტიც ღირს... ფეხს მიწაზე არც დგამ" - როგორ ცხოვრობს ქართველი გოგონა, რომელიც აფრიკის მდიდრულ ქალაქში გათხოვდა
ნი­დერ­ლან­დელ იო­ჰა­ნეს ბენ­ჟა­მინ ვან დერ ვესთ ჰუ­ი­ზენ­სა და ქარ­თველ ნინო შა­თი­რიშ­ვილს 17 თე­ბერ­ვალს ქორ­წი­ლი თბი­ლის­ში ჰქონ­დათ. ნი­ნომ ბიზ­ნე­სად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და უცხო ენე­ბის ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ობ­და, ვიდ­რე იო­ჰა­ნეს გა­იც­ნობ­და და სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში გაჰ­ყვე­ბო­და სა­ცხოვ­რებ­ლად. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­გაზ­რდა კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ზე უზო­მოდ ყო­ფი­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი და მისი ის­ტო­რი­აც კი შე­უს­წავ­ლია, ქარ­თუ­ლის სწავ­ლა თურ­მე ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მხო­ლოდ ელე­მენ­ტა­რულ რა­ღა­ცებს ამ­ბობს: "გა­მარ­ჯო­ბა", "რო­გორ ხარ", "ნახ­ვამ­დის"... წყვი­ლი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ცხოვ­რობს. ნინო ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­შია. მას და­ქორ­წი­ნე­ბი­სა და აფ­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ
ვე­სა­უბ­რეთ.

- სამ­ხრეთ აფ­რი­კის შე­სა­ხებ მა­ნამ­დე ბევ­რი არა­ფე­რი ვი­ცო­დი, "დის­ქა­ვე­რი­დან" თუ გა­მე­გო რამე. მე­გო­ნა, იქ თეთრკა­ნი­ა­ნე­ბი არც ცხოვ­რობ­დნენ. ჩემი მე­უღ­ლე, იო­ჰა­ნე დე­დით გერ­მა­ნე­ლია და მა­მით ნი­დერ­ლან­დი. თეთ­რი და ცის­ფერ­თვა­ლე­ბაა, ქერა თმით, ტი­პუ­რი გერ­მა­ნე­ლია. მან ბევ­რი რამ იცის ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ. ვიდ­რე გა­ვიც­ნობ­დი, თურ­მე 5 წელი ჩა­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ერ­თოდ, მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს, მსოფ­ლი­ოს 26 ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რობ­და, ბიზ­ნეს­მე­ნია და ამის გა­მოც უწევ­და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩას­ვლა, ზო­გან ერთი წლით, ზო­გან მეტი დრო­ი­თაც რჩე­ბო­და.

- თა­ვი­დან რა­ტომ და­ინ­ტე­რეს­და სა­ქარ­თვე­ლო­თი?

- "ბი­ბი­სი­ზე" უნა­ხავს გა­და­ცე­მა სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა და ჩა­მო­სუ­ლა. რო­გორც კი თქვენს მი­წა­ზე დავ­დგი ფეხი, ვიგ­რძე­ნი, თით­ქოს ჩემს სამ­შობ­ლო­ში ვი­ყა­ვიო. კარ­გად იცის სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია. თვი­თო­ნაც ქრის­ტი­ა­ნია. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია ჩვე­ნი რე­ლი­გი­ით, კულ­ტუ­რით, ის­ტო­რი­ით, ქარ­თუ­ლი სუფ­რით. ამ­ჟა­მად სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ვცხოვ­რობთ, მაგ­რამ თა­ვის სამ­შობ­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს უფრო მი­იჩ­ნევს. გიჟ­დე­ბა, ისე უყ­ვარს აქა­უ­რო­ბა. წლე­ბის წინ სახ­ლიც უყი­დია თბი­ლის­ში და სა­ქარ­თვე­ლოს და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩა­მო­უყ­ვა­ნია თურ­მე - შვი­ლი, პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან და დედა.

- მო­მი­ყე­ვი, რო­გორ გა­ი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი და რო­გორ მი­ი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ?

- იმ დროს, რო­დე­საც იო­ჰა­ნე გა­ვი­ცა­ნი, სა­ერ­თოდ არ ვფიქ­რობ­დი გა­თხო­ვე­ბა­ზე - სახ­ლი და სამ­სა­ხუ­რი, კა­რი­ე­რა - მხო­ლოდ ეს იყო ჩემი სა­ფიქ­რა­ლი. სა­ერ­თო სა­მე­გობ­რო წრე­ში შევ­ხვდი, 8-9 თვე ვწერ­დით ერ­თმა­ნეთს და როცა უკვე შეხ­ვედ­რე­ბი და­ვი­წყეთ, მა­ლე­ვე გა­დავ­წყვი­ტეთ და­ქორ­წი­ნე­ბაც, 2017 წლის ივ­ნის­ში. ის 42 წლის იყო, მე - 32-ის. მას­თან პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, თით­ქოს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვიც­ნობ­დი. იმ­დე­ნად ბევ­რი რამ იცის ჩვენ შე­სა­ხებ, არ მქონ­და დის­კომ­ფორ­ტი, რომ უცხო­ე­ლი იყო. ლა­მის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქვს ფე­ხით შე­მოვ­ლი­ლი და ისე­თი ად­გი­ლე­ბიც იცის, მეც რომ არ მაქვს ნა­ნა­ხი. ყვე­ლა­ზე მე­ტად კა­ხე­თი და რაჭა მო­ე­წო­ნა. სა­ერ­თოდ, ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან უყ­ვარს.



- რამ მოგ­ხიბ­ლა მას­ში?

- მომ­ხიბ­ლა გა­რეგ­ნო­ბამ და იმა­ნაც, რომ ასა­კით ჩემ­ზე უფ­რო­სი იყო, შე­სა­ბა­მი­სად - სე­რი­ო­ზუ­ლი. სა­ერ­თოდ, მიყ­ვარს ში­ნა­გა­ნად ღრმა, სა­ინ­ტე­რე­სო პი­როვ­ნე­ბე­ბი. სულ მინ­დო­და, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც ავირ­ჩევ­დი, ყო­ფი­ლი­ყო ჩემ­ზე მე­ტად გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ძლი­ე­რი, მყა­რი ადა­მი­ა­ნი. ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ბიზ­ნე­სის სფე­რო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყო ნუ­ლი­დან და რო­გორ გა­ნა­ვი­თა­რო, ამის შე­სა­ხებ ბევ­რი კი­თხვა მიჩ­ნდე­ბო­და და ამ მხრი­ვაც გა­მი­მარ­თლა - მას სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია აქვს. ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა აღ­მოგ­ვაჩ­ნდა მუ­სი­კა­შიც, ხე­ლოვ­ნე­ბა­შიც. იო­ჰა­ნეს მშობ­ლე­ბი ინ­ტე­ლი­გენ­ტი ხალ­ხია. უნდა ვთქვა, რომ მე მაკ­ვირ­ვებს მათი ერ­თმა­ნეთ­თან და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა - რო­გორ უყ­ვართ შვი­ლე­ბი, რო­გო­რი კარ­გი ქრის­ტი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გო­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვთ, გა­ოც­დე­ბი. ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ, რაც არ მომ­წონს ან უარ­ყო­ფი­თია მას­ში, სულ გა­ო­ცე­ბის ეტაპ­ზე ვარ (იცი­ნის). ერ­თგუ­ლია. ზუს­ტად იცის, რა მოს­წონს და რა უნდა, არ უყ­ვარს "გა­ურ­კვე­ვე­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბი - არც წყა­ლი რო­მაა და არც ღვი­ნო. ამ ყვე­ლაფ­რის გამო სულ ვამ­ბობ, პრინ­ცი ვი­პო­ვე, ღმერ­თმა გა­მო­მიგ­ზავ­ნა-მეთ­ქი.



- თვი­თონ რას ამ­ბობს ქარ­თველ ქა­ლებ­ზე ან შენ რას გე­უბ­ნე­ბა, რა­ტომ მო­მე­წო­ნეო?

- რო­გორც ამ­ბობს, უბ­რა­ლო, უშუ­ა­ლო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბამ მო­ხიბ­ლა. სა­ო­ცა­რი ნდო­ბა გა­უჩ­ნდა ჩემ მი­მართ. ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ მე­ო­რედ დავ­ქორ­წინ­დე­ბო­დი, თურ­მე სა­ერ­თოდ არ მცოდ­ნია, რა არის სიყ­ვა­რუ­ლი და მად­ლო­ბა უფალს, ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი ხარო. შრო­მის­მოყ­ვა­რე და კე­თი­ლი ხარ, შენი გული მიყ­ვარ­სო, - ამა­საც მე­უბ­ნე­ბა ხოლ­მე. ვინც კარ­გად მიც­ნობს და იცის ჩემი ხა­სი­ა­თი, და­მე­თან­ხმე­ბა, რომ მარ­თლაც ასე­თი ვარ - თვი­თო­ნაც რომ არა­ფე­რი მქონ­დეს, მა­ინც გა­მოვ­ნა­ხავ გზას სხვის და­სახ­მა­რებ­ლად; ერთ ლო­ყა­ში რომ გა­მარ­ტყან, მე­ო­რეს მი­ვუშ­ვერ...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS