20 მარტი, 2019
"ჩვეულებრივი დედისერთა, ეგოისტი ბავშვი ვიყავი" - როგორ შეხვდა დედის გათხოვებას მაკა ძაგანიას ქალიშვილი
მსა­ხი­ო­ბი მაკა ძა­გა­ნია 19 წლის იყო, რო­დე­საც პირ­ვე­ლი შვი­ლი - თი­ნა­თინ ჩაკ­ვე­ტა­ძე შე­ე­ძი­ნა. თი­ნა­თი­ნი თან­და­თან თინი, თი­ნუ­ცა, ბო­ლოს კი ნუცა გახ­და. დღეს ნუცა უკვე 19 წლი­საა. მას უმ­ცრო­სი ძმა - 4 წლის გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე ჰყავს (რო­მე­ლიც მა­კას მე­ო­რე ქორ­წი­ნე­ბი­დან შე­ე­ძი­ნა). მაკა და ნუცა ჟურ­ნალ "გზას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში იმ დე­დაშ­ვი­ლურ-და­ქა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რო­ბენ, რაც მათ აკავ­ში­რებთ...

მაკა: - ნუცა რომ გა­ვა­ჩი­ნე, 19 წლის ვი­ყა­ვი. ახალ­გაზ­რდა ასა­კის გამო, ცო­ტა­თი რთუ­ლად მივ­ხვდი, რა იყო ახა­ლი სი­ცო­ცხლის და­ბა­დე­ბა. რა თქმა
უნდა, დე­დო­ბას მა­ლე­ვე ავუ­ღე ალღო - მივ­ხვდი, დე­დო­ბის­თვის რა იყო სა­ჭი­რო და რამ­დე­ნი რამ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა... ნუცა ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. ულა­მა­ზე­სი თმის ფერი ჰქონ­და. თან, მსუ­ქა­ნი და "გემ­რი­ე­ლი" იყო. ნუ­ცას გამო, ქუ­ჩა­ში გვა­ჩე­რებ­დნენ (იღი­მის)... ნელ-ნელა ერ­თად გაზ­რდა და­ვი­წყეთ. ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი ეტა­პე­ბიც გვქონ­და, რად­გან მარ­ტომ გავ­ზარ­დე. დე­და­ჩე­მი მეხ­მა­რე­ბო­და (მა­მა­ჩე­მი გარ­და­იც­ვა­ლა). ძნე­ლია, როცა ბავ­შვს უმა­მოდ ზრდი. ყო­ველ­თვის იმის გან­ცდა გაქვს, რომ მას რა­ღაც და­ა­კე­ლი, სრულ­ფა­სო­ვა­ნი ოჯა­ხი არ აქვს... ეს კომ­პლექ­სე­ბი სულ მქონ­და. თა­ნაც პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. ჩემი მე­გობ­რე­ბი სულ სა­დღაც და­დი­ოდ­ნენ, მე კი ასე ვერ ვიქ­ცე­ო­დი - ნუცა უნდა და­მე­ძი­ნე­ბი­ნა, გა­მო­მეკ­ვე­ბა...

ნუცა: - კლუბ­ში ხომ წა­მიყ­ვა­ნე?


მაკა: - არა, დე... მინ­დო­და, მაგ­რამ ვინ შეგ­ვიშ­ვებ­და? მა­შინ 3 წლის იყა­ვი. ბა­თუმ­ში ჩემს ახ­ლო­ბელს წვე­უ­ლე­ბა ჰქონ­და. იქ შეს­ვლა გვინ­დო­და, მაგ­რამ 3 წლის ბავ­შვით ვინ შე­მიშ­ვებ­და?! ამი­ტომ ყუ­რებ­ჩა­მოყ­რი­ლე­ბი სახ­ლში წა­ვე­დით.



- ნუცა, რო­გო­რი დე­დაა მაკა?

- იდე­ა­ლუ­რი დე­დაა, რად­გან არა­სო­დეს მიგ­რძვნია, რომ უმა­მოდ ვიზ­რდე­ბო­დი - მაკა ჩემ­ზე გა­და­ყო­ლი­ლი იყო. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი ხელ­ფა­სით - 12 ლა­რით (თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბავ­შვებს ას­წავ­ლი­და) ჩემ­თვის შო­კო­ლადს ყი­დუ­ლობ­და. რო­გო­რი ცხოვ­რე­ბაც მა­კას ჰქონ­და, მეც ზუს­ტად იგი­ვე გა­ვი­ა­რე: მა­გა­ლი­თად, თე­ატ­რში, ღა­მის რე­პე­ტი­ცი­ა­ზე დავ­ყვე­ბო­დი. მი­ზე­ზი მხო­ლოდ ის კი არ იყო, რომ ვერ­სად მტო­ვებ­და? თა­ვად ვინ­ტე­რეს­დე­ბო­დი. თე­ატ­რის გა­რე­მოს შე­ვეჩ­ვიე.

მაკა: - დე­და­ჩემს რთუ­ლი რე­ჟი­მი აქვს. ბავ­შვს დიდ ბე­ბი­ას ვუ­ტო­ვებ­დით, მაგ­რამ სპექ­ტაკ­ლებ­ზე, რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, მერე უკვე გა­და­ღე­ბებ­ზე ნუ­ცაც და­დი­ო­და, ყვე­ლა "სამ­ზა­რე­უ­ლო" იცო­და, სად რა ხდე­ბო­და...

- ნუცა, ამ­ჟა­მად რო­მელ პრო­ფე­სი­ას ეუფ­ლე­ბი?

ნუცა: - კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფსი­ქო­ლო­გი­ას ვსწავ­ლობ. ეს სფე­რო მომ­წონს. თა­ვი­დან სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლა მინ­დო­და. ასე­ვე, ვხა­ტავ და სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა­ზეც ვფიქ­რობ­დი. ბო­ლოს ფსი­ქო­ლო­გია შე­ვარ­ჩიე. ჰოდა, ან ამ საქ­მეს გავ­ყვე­ბი, ან - სა­მე­დი­ცი­ნო­ზე ჩა­ვა­ბა­რებ, ოღონდ - უცხო­ეთ­ში.

მაკა: - გერ­მა­ნულ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და. თა­ვი­დან­ვე გავ­თვა­ლეთ, რომ გერ­მა­ნი­ა­ში ეს­წავ­ლა, მაგ­რამ შემ­დეგ გამ­გზავ­რე­ბა გა­და­ი­ფიქ­რა, რად­გან უჩ­ვე­ნოდ ვერ გაძ­ლებს ჩემი კუნ­კუ­ლი­კა (იღი­მის). ჯერ 19 წლი­საა და ბო­ლომ­დე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვერ არის. წა­მო­იზ­რდე­ბა და ვნა­ხოთ, რას იზამს.

- ნუ­ცას გარ­და­ტე­ხის ასა­კი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?


- ნუ­ცას გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში ერ­თმა­ნეთს ვე­ღარ ვუ­გებ­დით, ვერ ვკონ­ტაქ­ტობ­დით. ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი ყვი­რილ­ში გა­და­იზ­რდე­ბო­და ხოლ­მე, სულ ვჩხუ­ბობ­დით. ჩემი არა­ფე­რი მოს­წონ­და - რო­გორ ვიქ­ცე­ო­დი, ვლა­პა­რა­კობ­დი... შე­სა­ბა­მი­სად, ის მე აღარ მომ­წონ­და. მერე, ნელ-ნელა ისევ "დავ­ლაგ­დით", რად­გან გა­ი­ზარ­და და უკვე დიდი გო­გოა... სა­ერ­თოდ, როცა ოჯახ­ში მა­მაც არის, იქ სხვაგ­ვა­რი რიდი და შიში არ­სე­ბობს. ჩვენ თა­ვი­სუფ­ლე­ბა გვქონ­და. ამი­ტომ გარ­და­ტე­ხის ასა­კი რთუ­ლად "გა­და­ვი­ა­რეთ".

- ნუცა, ახალ­გაზ­რდა და ლა­მა­ზი დე­დის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებ­ზე არ ეჭ­ვი­ა­ნობ­დი?


- არა, არა­სო­დეს. ერ­თა­დერ­თი, შე­იძ­ლე­ბო­და, ჩემს ძმა­ზე მე­ეჭ­ვი­ა­ნა (იცი­ნის). მა­კას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი, - ერ­თა­დერ­თი უნდა ვიყო-მეთ­ქი. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი დე­დი­სერ­თა, ეგო­ის­ტი ბავ­შვი ვი­ყა­ვი.

მაკა: - მაგ­რამ ეგეც "გა­და­ვა­გო­რეთ".


- ნუცა დე­დის და­ო­ჯა­ხე­ბას რო­გორ შეხ­ვდი?

- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, როცა მა­კამ გა­თხო­ვე­ბის შე­სა­ხებ მი­თხრა, ეს ამ­ბა­ვი ძა­ლი­ან კარ­გად მი­ვი­ღე. დედა, პირ­ვე­ლი სი­ტყვე­ბი, რაც ამ დროს გი­თხა­რი, რა იყო? მიყ­ვარს, როცა ეს შენ­გან მეს­მის...

მაკა:- მინ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო და თუ ამ ყვე­ლაფ­რით ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბი, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი იყა­ვიო. ასე დამ­ლო­ცა სა­კუ­თარ­მა შვილ­მა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS