19 მარტი, 2019
ქართველი მოცეკვავე, რომელმაც Cardi B-ის აღტაცება გამოიწვია
ანი ჯავახი რამდენიმე დღეა, რაც მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მოცეკვავის ქორეოგრაფიით აღფრთოვანებულმა Cardi B-მ უკვე მეორედ გააზიარა მისი ვიდეო, ამჟამად უკვე „ფეისბუქზე“.

ანი „ბომონდის“ ექსკლუზიური სტუმარია და საკუთარ ცხოვრებაზე, კარიერასა და წარმატებებზე გვესაუბრება.

- როდის მიხვდით, რომ ცეკვა თქვენთვის ჰობიდან პროფესიაში გადაიზარდა?

- ცეკვას, როგორც ჰობს არასდროს ვუყურებდი. 5 წლის ასაკიდან ვცეკვავ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ცეკვის ხელოვნებას ყოველთვის დიდი ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ერთი წელია, რაც გავაცნობიერე, რომ ეს ერთადერთი რამ არის, რაც
ყველაზე მეტად მაბედნიერებს. შესაბამისად, მომავალშიც ვაპირებ კარიერისთვის მთელი ჩემი დროის და ენერგიის მიძღვნას.

- ამჟამად ცეკვის პარალელურად რას საქმიანობთ?


- ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, მაგრამ ამ ეტაპზე აკადემიური წელი მაქვს აღებული სტუდიის გახსნის გამო, ამასთანავე, სექტემბრიდან დამემატება სატელევიზიო შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავები“ და ეს ყველაფერი ერთად წარმოუდგენელია, მოვასწრო...

- რა შეგრძნება დაგეუფლათ, როდესაც გაიგეთ, Cardi B-იმ თქვენი საცეკვაო ვიდეო ნახა და საკმაოდ კარგი შეფასებაც გააკეთა?

- მართლა გავოგნდი, ვერც კი ვიჯერებდი, ჩემთვის ეს ძალიან დიდი წარმატებაა, Cardi B რომ აქვეყნებს ჩემი ცეკვის ვიდეოს, ეს ნიშნავს, რომ ძალიან მოეწონა ჩემი ქორეოგრაფია, ამაზე დიდი ბედნიერება მოცეკვავისთვის სხვა რა უნდა იყოს? თავს დაფასებულად ვთვლი და უბედნიერესი ვარ, რომ შემიძლია წარმოდგენები შევცვალო ქართველ მოცეკვავეებზე და საუკეთესოდ დავანახო ჩვენი შესაძლებლობები წარმატებულ ვარსკვლავებს. განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS