„რეიტინგი“ მაგდა ვასაძეს ესაუბრა და გაარკვია ,როგორ მოახდინა მოკლე დროში ასეთი ტრანსფორმაცია.
- მაგდა, გაგვიმხილეთ, როგორ მოახდინეთ საკუთარი სხეულის ასეთი ტრანსფორმაცია?
- დავიწყებ იქედან, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიყავი,
- რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობთ და რამდენი კილოგრამი დაიკელით?
- მეხუთე თვეა, რაც ვვარჯიშობ. ბევრს უკვირს, მაგრამ სულ რაღაც 5 კილოგრამი მაქვს დაკლებული. ამბობენ, რომ როცა ვარჯიშს იწყებ, სასწორი უნდა გადააგდოო და ესეც არ მჯეროდა. მაგრამ თურმე მართლა უნდა გადააგდო სასწორი. ვარჯიში სასწაულ ფორმებს გიყალიბებს, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება. მაქსიმალურად იწვება ცხიმი და სილუეტი მოხდენილ ფორმას იღებს.
- როგორ იკვებებით?
- თავიდან ბრინჯს, მოხარშულ ქათამს და კვერცხს მივირთმევდი. როცა მომბეზრდა მოხარშული კერძები, გრილზე მომზადება დავიწყე. არ მიყვარს თევზი, ამიტომ ვიყიდე თევზის ქონი და იმას ვიღებ. ვარჯიშს აუცილებლად კვებით უნდა შეუწყო ხელი. ხანდახან ვარღვევ, მაგრამ ძირითადად ჯანსაღად ვიკვებები. პერიოდულად მწვრთნელები მიცვლიდნენ რაციონს, ბოლოს კი მე თვითონ მივხვდი, რა უნდა მეჭამა და რა არა.
- რამდენი საათი ვარჯიშობთ?
- როცა ტრენერი არ მყავს, ჯგუფურ ვარჯიშებზე დავდივარ. როცა მცალია, მოვდივარ და ვვარჯიშობ. შაბათ-კვირას ძირითადად დარბაზში ვატარებ.
- წონაში კლებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, რაც თქვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის რთული საკითხია, როგორ აბალანსებდი ძილის საკითხს?
- ძილი უპირველესია. ბევრჯერ ყოფილა, გვიან დამისრულებია კონცერტი და მეორე დღეს ისე ვერ მივარჯიშია, როგორც უნდა ივარჯიშო. უძილობა ცხიმებს აგროვებს და ვცდილობ, 1 საათზე დავიძინო. ეს ძილი ასე თუ ისე მყოფნის. შესაძლოა, იმიტომაც არ მაქვს ის შედეგი, რაც უნდა მქონდეს. მაგრამ თავს არ ვზოგავ ვარჯიშის დროს და შედეგიც სახეზეა.
- მახსოვს ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში წერდით, რომ 11 კილოგრამი დაიკელით...
- უგულავას დიეტით ძალიან კარგად დავიკელი, მაგრამ მოვიმატე. ახლა ნაკლები კილოგრამები დავიკელი, მაგრამ უფრო მეტყობა. ადრე ძველ სამოსს როცა ვიცმევდი, ჩვეულებრივად მქონდა, ახლა კი ყველაფერი აღარ მერგება და ბევრი ტანსაცმელი შევცვალე ჩემს გარდერობში.
- როგორია მაგდა ვასაძის დღის რაციონი?
- დილას ვიწყებ შვრიის ფაფით. დაახლოებით სამ საათში მივირთმევ ხილს, შემდეგ წიწიბურას ან ბრინჯს ვხარშავ და ხორცთან ერთად მივირთმევ. საღამოს ვჭამ მოხარშულ კვერცხს, კეფირს და კივს. ამასთანავე, აუცილებელია წყალი.