18 მარტი, 2019
"უარი ვთქვი დიეტებზე" - მაგდა ვასაძის საოცარი ტრანსფორმაცია და რაციონი, რომლითაც ზედმეტი წონა დაამარცხა
ზედმეტ წონასთან ბრძოლაში ბევრი ადამიანი ნებდება კიდეც, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მომღერალი მაგდა ვასაძე რამდენიმე თვეა, რაც დიეტებზე უარს ამბობს, ვარჯიშობს, სწორად იკვებება და მისი შედეგით ყოველდღიურად აკვირვებს როგორც თაყვანისმცემლებს, ასევე ახარებს საკუთარ თავს, რომელიც ბევრად უფრო მხნედ და ლამაზად გრძნობს თავს.

„რეიტინგი“ მაგდა ვასაძეს ესაუბრა და გაარკვია ,როგორ მოახდინა მოკლე დროში ასეთი ტრანსფორმაცია.

Rating

- მაგდა, გაგვიმხილეთ, როგორ მოახდინეთ საკუთარი სხეულის ასეთი ტრანსფორმაცია?
- დავიწყებ იქედან, რომ მთელი ცხოვრება დიეტაზე ვიყავი,
სწრაფად ვიკლებდი და შემდეგ ასევე სწრაფად ვიმატებდი წონაში. გადავწყვიტე, ისეთი ხერხისთვის მიმემართა, რაც დამაკავებდა და შემიყვარდებოდა. აქამდე, როცა ამბობდნენ, ვარჯიში თუ დაიწყე შეგიყვარდებაო, არ მჯეროდა, მაგრამ მწვრთნელი ავიყვანე და ვარჯიში შემიყვარდა. ამან განაპირობა ის, რომ არ შევწყვიტე ვარჯიში. წინასწარ ვყიდულობ აბონიმენტს და მაქსიმალურად ჯანმრთელი ცხოვრების და კვების შედეგად მოხდა ჩემი ტრანსფორმაცია.

Rating

- რამდენი ხანია, რაც ვარჯიშობთ და რამდენი კილოგრამი დაიკელით?
- მეხუთე თვეა, რაც ვვარჯიშობ. ბევრს უკვირს, მაგრამ სულ რაღაც 5 კილოგრამი მაქვს დაკლებული. ამბობენ, რომ როცა ვარჯიშს იწყებ, სასწორი უნდა გადააგდოო და ესეც არ მჯეროდა. მაგრამ თურმე მართლა უნდა გადააგდო სასწორი. ვარჯიში სასწაულ ფორმებს გიყალიბებს, ყველაფერი თავის ადგილზე ჯდება. მაქსიმალურად იწვება ცხიმი და სილუეტი მოხდენილ ფორმას იღებს.

- როგორ იკვებებით?
- თავიდან ბრინჯს, მოხარშულ ქათამს და კვერცხს მივირთმევდი. როცა მომბეზრდა მოხარშული კერძები, გრილზე მომზადება დავიწყე. არ მიყვარს თევზი, ამიტომ ვიყიდე თევზის ქონი და იმას ვიღებ. ვარჯიშს აუცილებლად კვებით უნდა შეუწყო ხელი. ხანდახან ვარღვევ, მაგრამ ძირითადად ჯანსაღად ვიკვებები. პერიოდულად მწვრთნელები მიცვლიდნენ რაციონს, ბოლოს კი მე თვითონ მივხვდი, რა უნდა მეჭამა და რა არა.

Rating

- რამდენი საათი ვარჯიშობთ?
- როცა ტრენერი არ მყავს, ჯგუფურ ვარჯიშებზე დავდივარ. როცა მცალია, მოვდივარ და ვვარჯიშობ. შაბათ-კვირას ძირითადად დარბაზში ვატარებ.

- წონაში კლებისთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, რაც თქვენი პროფესიის წარმომადგენლებისთვის რთული საკითხია, როგორ აბალანსებდი ძილის საკითხს?

- ძილი უპირველესია. ბევრჯერ ყოფილა, გვიან დამისრულებია კონცერტი და მეორე დღეს ისე ვერ მივარჯიშია, როგორც უნდა ივარჯიშო. უძილობა ცხიმებს აგროვებს და ვცდილობ, 1 საათზე დავიძინო. ეს ძილი ასე თუ ისე მყოფნის. შესაძლოა, იმიტომაც არ მაქვს ის შედეგი, რაც უნდა მქონდეს. მაგრამ თავს არ ვზოგავ ვარჯიშის დროს და შედეგიც სახეზეა.

Rating

- მახსოვს ადრე, ერთ-ერთ ინტერვიუში წერდით, რომ 11 კილოგრამი დაიკელით...
- უგულავას დიეტით ძალიან კარგად დავიკელი, მაგრამ მოვიმატე. ახლა ნაკლები კილოგრამები დავიკელი, მაგრამ უფრო მეტყობა. ადრე ძველ სამოსს როცა ვიცმევდი, ჩვეულებრივად მქონდა, ახლა კი ყველაფერი აღარ მერგება და ბევრი ტანსაცმელი შევცვალე ჩემს გარდერობში.

- როგორია მაგდა ვასაძის დღის რაციონი?
- დილას ვიწყებ შვრიის ფაფით. დაახლოებით სამ საათში მივირთმევ ხილს, შემდეგ წიწიბურას ან ბრინჯს ვხარშავ და ხორცთან ერთად მივირთმევ. საღამოს ვჭამ მოხარშულ კვერცხს, კეფირს და კივს. ამასთანავე, აუცილებელია წყალი.

Rating

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS