პროფესიაზე, ოჯახსა და ცხოვრებისეულ სირთულეებზე ემა ტუხიაშვილმა "სარკესთან" ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ემა, შაბათ-კვირის გარდა, ყოველდღე 2 საათის განმავლობაში მიგყავთ პოლიტიკური გადაცემა. ეს რეჟიმი ალბათ ძალიან დამღლელია, როგორ უძლებთ?
- თქვენ კიდევ ვერ წარმოგიდგენიათ, მე რამდენ რამეს ვაკეთებ აქ. ეს არ არის
ადრე ვფიქრობდი - ემა, მოითმინე, გაერკვევი პოლიტიკაში და მერე უფრო თამამი იქნები, ამდენი მომზადება არ დაგჭირდება-მეთქი. თურმე სულ ტყუილად ვფიქრობდი ასე, ყველა ინფორმაცია უნდა იცოდე, ყველაფერი უნდა წაიკითხო, ყველაფერი უნდა მოისმინო. ზოგჯერ რომ შემომხედოს ვინმემ, საღ გონებაზე არ ვეგონები, რადგან ყურსასმენი მიკეთია და საინფორმაციოს ვუსმენ, ამასობაში შესაძლებელია ვიღაც ტელეფონზე მირეკავდეს, ერთი ყურსასმენის ქვეშ ტელეფონი მეჭიროს და ველაპარაკებოდე, პლუს
- ამ დროს სიუჟეტი შემოვიდეს და რედაქტირებას ვუკეთებდე. მეკითხებიან, ამდენს როგორ ახერხებო. მე ვფიქრობ, რომ ამას სამი რამ განაპირობებს: ყოჩაღი რომ ვარ, ფაქტია, ძალიან მაგარი გუნდი მყავს, ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ და ჩემი საქმის სიყვარული!
ბევრ შრომას ვდებ, მაგრამ სამაგიეროდ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვიღებ ამ სიყვარულს. ძალიან ბევრი ადამიანი ქუჩაში როგორც შინაურს, ისე მესალმება. მართლა ძალიან დიდი ხანი ველოდი ამ სიყვარულს და, რაც მთავარია, მაყურებლისთვის იმის ჩვენებას, რომ ეკრანზე არ ვჯდები მოუმზადებელი ან ნახევრადმომზადებული. მაქსიმალურად ვცდილობ, ყველა ის შეკითხვა დავსვა, რომელიც შესაძლებელია ჩემ უკან მდგომ მაყურებელს ჰქონდეს. განაგრძეთ კითხვა: