11 მარტი, 2019
"ორი დღეა ჩემი დისკრედიტაცია მიდის, შეშინებულია, ბიძინას პარტია ჩვენი ახალი პარტიის შექმნით" - ნატა გულიაშვილს პოლიტიკაში მოსვლამ საუკეთესო მეგობარი დააკარგვინა
მსახიობი და პიარ-მენეჯერი საზოგადოებას ხშირად აოცებს თამამი ნაბიჯებით და გამონაკლისი არც ახლა დაუშვა. ნატამ გადაწყვიტა ქვეყანაში არსებულ ვითარებას შეებრძოლოთ და პოლიტიკაში მოვიდეს.
ის თაკო ჩარკვიანის პარტიის „კანონი და სამართალის“ პრეზენტაციაზე გუშინ გამოჩნდა და საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

მოგვიანებით, სოციალურ ქსელში ნატა გულიაშვილთან დაკავშირებით, პოსტი გამოაქვეყნა თაკო ჩარკვიანმა.
„რეიტინგი“ დაინტერესდა, რა ხდება რეალურად და რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა მსახიობმა და ნატა გულიაშვილს ესაუბრა.

- ნატა, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში მოსვლა?
- პოლიტიკა ყოველთვის მაინტერესებდა და კარგად ვერკვეოდი
კიდეც. თაკო ჩარკვიანის პარტიის იდეოლოგია ჩემთვის ძალიან მისაღებია. ზუსტად იგივე აზრი მაქვს დღევანდელ ხელისუფლებასთან მიმართებაში, რაც ქალბატონ თაკოს.

- რა არის მისი პარტიის იდეოლოგია და რა მოგწონთ კონკრეტულად?
- დღევანდელი ხელისუფლება არის უნიათო და აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამ ხელისუფლებას მართვა არ შეუძლია და ამიტომ უნდა დატოვონ ხელისუფლება და უნდა წავიდნენ. საშინელი კორუფციაა ქვეყანაში. შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. კანონი ყველასათვის უზენაესი უნდა იყოს.

- თქვენ სად შეეჩეხეთ უსამართლობას, თუ გაქვთ კონკრეტული პირადი მაგალითები?
- პირადი მაგალითი არ მაქვს, მაგრამ რასაც ვუყურებ ქვეყანაში რაც ხდება, ეს ყოვლად ამაზრზენია და მიუღებელია ჩემთვის. არ შეიძლება ქვეყანაში ამდენი უსამართლობა ხდებოდეს. ვიღაცამ ამაზე ხმა უნდა ამოიღოს.

- ყველაზე მეტად რომელმა საქმეებმა აღგაშფოთათ და რამ მიგახვედრათ, რომ გაჩერება აღარ შეიძლება?

- ძალიან ბევრმა რამ. საშინელი ზეწოლაა ტელევიზიებზე. ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, ტელეკომპანია "იბერიაზე" თავდასხმა, "tbc" საქმე, ადამიანს ატოვებინებენ ბიზნესს, რომელსაც მთელი ცხოვრება შეწირა, ოკუპანტები ყოველდღიურად მიწებს გვართმევენ და ამაზე არანაირი რეაქცია არ არის სახელმწიფოსგან. მათთვის მთავარია, თბილად იჯდნენ თავის სკამებში და აიღონ თავისი ხელფასი, რომელიც ბიძინამ დაუნიშნა თავისი ერთგულებისთვის.

- თაკო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი გუნდის წევრი არ ხართ. დეტალურად რომ თქვათ, რა ადგილი გიჭირავთ მის მოძრაობაში?

- თაკო დედაჩემის მეგობარია. ძალიან დიდი ხანი ერთად მუშაობდნენ ტელევიზიაში (საზოგადოებრივ მაუწყებელზე). მეც დიდი ხანია, თაკოს ვიცნობ. ფაქტიურად ტელევიზიაში გავიზარდე, პირველ არხზე. როდესაც თაკომ განცხადება გააკეთა ტელევიზიით, რომ პარტიის ჩამოყალიბებას აპირებდა, მე გამოვთქვი სურვილი მასში გაწევრიანების. მე და დედა დავუკავშირდით და ვუთხარით ჩვენი სურვილის შესახებ. რა თქმა უნდა, გაუხარდა და გვითხრა რომ, ძალიან მოხარული იქნებოდა.

ორი დღეა ჩემზე მიზანმიმართული დისკრედიტაცია ამუშავდა. ეს ყველაფერი ყანდიაშვილის და სხვა გაუგებარი საიტების დამსახურებით ხდება. სულ დაგვავიწყდა, რომ რუსთაველის 12 ნომერში ყანდიაშვილის ტროლების ქარხანაა ამუშავებული. ამითი მე ვერ შემაშინებენ და ვერც ჩვენ პარტიას.

Rating
ალბათ შეშინებულია ბიძინას პარტია ჩვენი ახალი პარტიის შექმნით. მინდა გითხრათ, რომ მე პარტიის წევრი ვარ და ბევრ საკეთილდღეო საქმეს ვგეგმავთ, უკეთესი საქართველოს მომავლისთვის. იმ დონეზე მიდის ჩემი დისკრედიტაცია, რომ გუშინ ჩემმა ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა მსახიობმა, ანრი ბიბინეიშვილმა მომწერა, რომ ის წყვეტს ჩემთან მეგობრობას იმის გამო, რომ მე თაკოს პარტიაში გავწევრიანდი. მე და ანრის ძალიან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, ძალიან გული მწყდება, რომ ანრის აიძულებენ, ჩემთან მეგობრობა შეწყვიტოს. მაგრამ მე ანრისიც მესმის, რა ქნას, მაგათთან მუშაობს მერიაში და რასაც კახა კალაძე და ბიძინა ივანიშვილი უბრძანებს, ისიც იმას აკეთებს. მე ნამდვილად არ მოვიქცეოდი მის ადგილას ასე, მაგრამ ალბათ ბევრისთვის ფული უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეგობარი. მე მართლა ძალიან გული მწყდება, თუ ანრი ჩემი პოლიტიკური შეხედულების გამო დამკარგავს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის აიძულეს, რომ ამაზე წასულიყო. რა თქმა უნდა, მე არ დავტოვებ პარტიას ამის გამო, უბრალოდ, მინდა, ანრი დაფიქრდეს თავის საქციელზე.

ნამდვილად არ მოველოდი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრისგან ასეთ საქციელს, მაგრამ ალბათ სხვა გზა ანრის არ დაუტოვეს.

-  ზოგადად რა მიზნები გაქვთ პოლიტიკაში, სად ხედავთ თქვენს თავს?
- ჯერ დეტალურად არ გვისაუბრია მაგის შესახებ, მაგრამ ერთად ბევრ კეთილ საქმეს გავაკეთებთ საქართველოსთვის. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა კორუფცია და კლანური მმართველობა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. არ შეიძლება, ერთი ადამიანი მართავდეს მთელ საქართველოს თავისი ხუშტურებით. შეიძლება ბატონ ბიძინასაც უნდოდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება საქართველოსთვის, მაგრამ არ ან ვერ გააკეთა, ამიტომ ასპარეზი სხვას უნდა დაუთმოს, ვისაც მარტო თავის კეთილდღეობაზე და ჯიბეზე არ ზრუნავს.

- რა თანამდებობაზე ხედავთ თავს?

- ალბათ უფრო, კულტურის განხრით.

- კულტურის მინისტრობას აიღებდით საკუთარ თავზე?
- ნუ, ამაზე ჯერ ნაადრევია საუბარი. ჩემი მთავარი მიზანია: კორუფციის აღმოფხვრა, კლანური მართველობა აღარ არსებობდეს და შერჩევითი სამართალი არ იყოს ქვეყანაში. მეტი ვიზრუნოთ ხალხზე. მინდა, რომ ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და ელემენტარულად ცხოვრების საშუალება ქონდეთ.

- საუბარში აღნიშნეთ, რომ კოკა ყანდიაშვილის ტროლები თქვენს დისკრედიტაციას ეწევიან, რას გულისხმობთ ამ დისკრედიტაციაში და რატომ თვლით, რომ მთავარი დარტყმა თქვენზე მოდის და რატომ?
- ეს ორი დღეა კოკა ყანდიაშვილის ტროლები და სხვა, გაურკვეველი საიტები ჩემს ანტი პიარზე მუშაობენ. ალბათ იმიტომ, რომ ეშინიათ ჩვენი პარტია არ გაძლიერდეს. ისინი ხომ ბიძინას ფულით დაფინანსებული საიტებია? უნდათ, რომ მაიძულონ პარტიიდან გამოვიდე. პოლიტიკამ საუკეთესო მეგობარი დამაკარგინა. (მსახიობ ანრი ბიბინეიშვილს გულისხმობს) გუშინდელი ანრის მოწერილი მესიჯი ამის დასტურია. ადამიანთან როცა ასეთი ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, გუშინ მითხრა, რომ ის წყვეტს ჩემთან მეგობრობას, რადგან მას არ მოსწონს ჩემი პოლიტიკური არჩევანი.

- იქნებ ამის მიზეზი ის არის, რომ თაკო ჩარკვიანის პარტია სააკაშვილთან ასოცირდება და ანრისთვის და არა მხოლოდ მისთვის სააკაშვილი მიუღებელია, თქვენ რას იტყვით ამაზე და ზოგადად მიხეილ სააკაშვილზე?
- ანრი ამჟამად მერიაში მუშაობს და მათგან აქვს ზეწოლა. ჩემთვის სააკაშვილი მისაღები ფიგურაა. მან მართლა ბევრი რამ გააკეთა საქართველოს წინსვლისთვის. ბევრი გადაცდომებიც ქონდათ, მაგრამ ყველაფერი მიშას ბრალი არ არის. ერთი ადამიანი ყველაფერზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. გუნდში ყავდა ისეთი ადამიანები, რომლების გადაცდომაზეც, მიშა დაისაჯა.

მთავარია, მიხვდეს ადამიანი შეცდომებს. და თავისი გუნდის რამოდენიმე წევრის შეცდომები მიშას შეცდომა არ არის. ამიტომ ჩვენი პარტია ყველას დაანახებს, თუ რა არის სწორი და რა უნდა გაკეთდეს ხალხის უკეთესი მომავლისთვის.

მე თაკოს იდეოლოგიას ბოლომდე ვემხრობი. ის ძლიერი, ჭკვიანი და ძალიან მებრძოლი ადამიანია. მე ვთვლი, რომ ასეთი ლიდერი საქართველოს ნამდვილად ჭირდება.




-

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ანო
ღმერთი ძაან გავაბრაზეთ და გვსჯის
12:39 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მედეა
მესამე ძალაში თუ ეს ქალბატონი იგულისხმება ხოოო...
12:21 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მე
შენ ისეთი ჭკვიანი და ნიჭიერი პიროვნება ხარ რომ ,,შეეშინდა " ბიძინას. სარკეში თუ ჩაიხედავ მიხვდები რომ მართლაც ყველას შეეშინდება შენი დანახვის
11:26 / 19-03-2019
გამოხმაურება / 0 /
იაიაია
ნეტავ, ეს ვიღას დაკარგვია?! საცოდავი....
11:34 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სოფია
ოოო ეხლა კი ნამდვილად გვეშველა :) :) ;)
02:48 / 13-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS