07 მარტი, 2019
"ჩემთვის უკითხავთ, მართლა "იმნაირი" ხართო?" - რატომ თქვა უარი ხატია ბრაჭულმა ალანა გაგლოევას როლზე
მსახიობი ხატია ბრაჭული ფართო საზოგადოებამ ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გამოჩენის შემდეგ გაიცნო. ახალგაზრდა მსახიობის ცხოვრებაში იმედგაცრუებაც ყოფილა და წარმატებაც, გულისტკენაც და დიდი სიხარულიც... დღეს ის პროფესიულ საქმიანობას მიზანდასახული, იმედით აღსავსე, დიდი შემართებით აგრძელებს...

- გაიხსენე ის პერიოდი, როცა ეკრანზე პირველად გამოჩნდი და მაშინდელი ხატია დღევანდელს შეადარე...
- ეს იყო პერიოდი, როცა თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დიდი ენთუზიაზმით, იმედებით აღსავსე, მოტივირებული ვიყავი, რომ ქართულ ბაზარზე დავმკვიდრებულიყავი, როგორც მსახიობი. პირველად სერიალ "დეტექტივებში" გამოვჩნდი -
მკვდრის როლი შევასრულე (ტყუპი
დების როლს ვასრულებდი, რომელთაგან ერთ-ერთი ცოცხალი გადარჩა). დიდი არაფერი ყოფილა: უბრალოდ, მაშველებმა ჩემი გმირი მტკვრიდან ამოიყვანეს. მთელი გადამღები ჯგუფის ოვაციები მახსოვს - ყოჩაღო!.. ჩემთვის ეს იმხელა შემართება და ძალა იყო, რომ დარწმუნებული ვიყავი - უფრო მეტს შევძლებდი. ეს საწყისი ეტაპი გახლდათ. დღესდღეობით, ისევ ისეთი შემართებით, მიზნებითა და იმედებით აღსავსე ვარ.

Rating

კიდევ ბევრი რთული გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მჯერა, წარმატებას მივაღწევ. შეიძლება, დღეს პოპულარული ვარ, თეატრში, კინოში თუ სერიალში არაერთი როლი ვითამაშე. უკვე ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. ალბათ, მაშინდელ და ახლანდელ ხატიას შორის ის განსხვავებაა, რომ მაშინ ასაკით პატარა ვიყავი, ახლა უფრო ჩამოყალიბებული ვარ და თუნდაც ჩემს პროფესიას უფრო სხვანაირად ვუყურებ. მაშინ უბრალოდ, მთავარი იყო, მეთამაშა, დღეს ყველაფერს სხვაგვარად ვაფასებ.

- ყოფილა შემთხვევა, როცა როლი დაგიწუნებია, შემოთავაზებაზე უარი გითქვამს?
- კი, ასეთი არაერთი შემთხვევა იყო. მაგალითად, ერთ-ერთი გოგა ხაინდრავას სერიალი გახლდათ, რომელში მონაწილეობაზეც უარი ვთქვი, ასევე - 1-2 რეკლამაზეც... ფილმში მონაწილეობაზეც მითქვამს უარი. უბრალოდ, ვფიქრობ, ჩემთვის ასეთი როლების შესრულება ჯერ ნაადრევია - მინდა, მაყურებლებმა ჩემი შესაძლებლობები სხვა კუთხით გაიცნონ.

- "ჰეროკრატიაში" ვისი როლის შესრულებას გთავაზობდნენ?
- მგონი, ალანა გაგლოევასი, ზუსტად არ მახსოვს და მონაწილეობისგან თავი შევიკავე.

- შენი უარის მიზეზი რა იყო?

- ცოტათი თამამი სცენა იყო და არ მინდოდა, ამ სცენაში მეთამაშა. იმიტომ კი არა, რომ მე ასეთ როლებს არასოდეს შევასრულებ და რაიმე პროტესტი მაქვს? არა. უბრალოდ, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ასე იყო საჭირო. 1-დღიანი პოპულარობა არ მინდა. შემოქმედებითი ცხოვრება სხვანაირი უნდა იყოს და ამის დროც მოვა... განაგრძეთ კითხვა:

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
ყველგან მიშისტი ნუ გელანდებათ ადამიანმა გასაგებად ახსნა რატომაც არ ითამაშა როლი რა კუდებს აბამთ გაგლოევას როლი რომ ნეგატიურად იქნებოდა წარმოჩენილი ეჭვი გეპარებათ? ბუნებრივია გასათხოვარ გოგოს არ უღირდა ასეთი სკანდალური პერსონის განსახიერება
17:35 / 12-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ююю
უარის თქმის მიზეზი ერთჯერად პოპულარობაზე უარი კი არ იყო, არამედ მიხუინობის სიყვარულია, რომლითაც ხართ დღემდე შეპყრობილი
17:15 / 07-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS