07 მარტი, 2019
ეკა ნიჟარაძის დიდი ოჯახი: რას საქმიანობენ მსახიობის შვილები და როგორი ბებიაა უმშვენიერესი მანდილოსანი
ქართული OK! თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ნიჭიერ მსახიობ ქალს წარმოგიდგენთ. იგი 3 შვილისა და 2 შვილიშვილის მზრუნველი დედა და ბებიაა. ეკა ნიჟარაძე, რომელიც მართლაც არაჩვეულებრივად გამოიყურება, სიამოვნებით გვესაუბრა თავის დიდ ოჯახზე – შვილებზე, შვილიშვილებზე, მათთან ურთიერთობაზე, დედობისა და ბებიობის საინტერესო გამოცდილებაზე. როგორია ეკას საყვარელი სამოსი და სტილი, რაშია მისი ბედნიერების საიდუმლო და რომელია ეკას ყველაზე სანუკვარი სურვილი – წაიკითხეთ ეკა ნიჟარაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.



- ეკა, გვესაუბრეთ თქვენს შვილებზე, თქვენს დამოკიდებულებებზე მათთან. როგორი ურთიერთობა გაქვთ?




- მე და ჩემს შვილებს ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, რაც ძალიან მახარებს. ფაქტობრივად, ერთად გავიზარდეთ. 20 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი გავაჩინე, 27 წლისას კი უკვე სამივე მყავდა. ჩემი შვილები ჩემთვის ყველაფერია, ყველაზე დიდ სიამოვნებას მათთან ურთიერთობა მანიჭებს. ახლა შვილიშვილებიც დამემატა და რასაკვირველია, ეს უკვე სულ სხვა გამოცდილება და ბედნიერებაა.

Rating

ჩემი უფროსი შვილია ანასტასია, ტასო გომელაური, რომელსაც უკვე 2 ქალიშვილი ჰყავს – 6 წლის თინა და წლისა და 5 თვის ელენე, ორი გურული და ძალიან ცელქი გოგო. ტასო კერამიკოსია, თავისი საქმე აქვს, რაც ძალიან მიხარია და მგონია, რომ როცა ქალი მუშაობს და ამ მხრივ რეალიზებულია, ბევრად უკეთესი დედაა. ტასოს თავისი კერამიკული სახელოსნო-მაღაზია აქვს, „კერამიკ-სტუდიო 1300“, რომელიც „ფაბრიკაში“ მდებარეობს.




- მსგავსებას თუ პოულობთ საკუთარ თავსა და ტასოს შორის დედის ამპლუაში?



- რაღაცებში ძალიან მგავს, ზოგი თვისებით კი რადიკალურად განვსხვავდებით და ალბათ ასეც უნდა იყოს, თუმცა გავა წლები და დარწმუნებული ვარ, ტასოც ისე დამემსგავსება მე, როგორც თავად დავემსგავსე დედაჩემს. ეს კანონზომიერებაა, ყველანი ასაკში დედებს ვემსგავსებით.



- რითი განსხვავდებით?



- ჩვენ ჰოროსკოპის ნიშნებითაც კი განსხვავებული ხასიათი და თვისებები გვაქვს. როგორც დედა, ტასო უფრო რბილია, ვიდრე მე ვიყავი ჩემი შვილების მიმართ. ის უფრო დამთმობია. პირდაპირ რომ გითხრათ, თინა უფრო ერევა ტასოს, ვიდრე ტასო მე მერეოდა. ახლა ერთად ვცხოვრობთ და განაწილებული გვაქვს მოვალეობები და ბავშვებზე ზრუნვა.

Rating


ჩემი მეორე შვილი 25 წლის ჯეჯი გომელაურია, რომელმაც თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრა, მაგრამ არ მოისურვა ამ პროფესიით მუშაობის გაგრძელება. სხვათა შორის, მე თავიდანვე ვურჩევდი, რომ სხვა პროფესია აერჩია. ვფიქრობ, ჯეჯი არაჩვეულებრივი ექიმი იქნებოდა, რადგან ძალიან ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ადამიანია, რაც მეტად საჭირო თვისებაა ექიმისთვის. მაგრამ არ დამიჯერა და მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მიხვდა, რომ არ სურდა ამ პროფესიით მუშაობა. ახლა ძიების პროცესშია, ბევრი გეგმა აქვს და ვიმედოვნებ, ყველაფერი გამოუვა.




მესამე შვილი – ნოდო უგულავა 19 წლისაა. აშშ-ში დაამთავრა სკოლა და უნივერსიტეტშიც გამოცდები იქ ჩააბარა. ნოდო მომავალი არქიტექტორია. გარდა ამისა, უამრავი ინტერესი აქვს – უკრავს, მუსიკას წერს, ხატავს...












შვილიშვილებზეც გვესაუბრეთ. იხილეთ ვრცლად:



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS