06 მარტი, 2019
ოჯახური იდილია: აჩიკოსთან ყოველ შეხვედრას პაემანივით ველი
ნუცა ქავთარაძეს "მოლაპარაკე ყუთში",  ტელევიზორში გამოჩენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა საერთოდ არ იცოდა, რას ნიშნავდა პროფესია, სახელად ჟურნალისტიკა.

ახლა ის ცნობილი ტელესახეა, ტელეკომპანია "იმედში"  დილის გადაცემა მიჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ თავისი საქმე ძალიან მცირე დროს უტოვებს საყვარელ ადამიანებთან საურთიერთოდ, პროფესიული არჩევანი მაინც არასოდეს უნანია.

ამავე სფეროში იპოვა მეორე ნახევარიც - მსახიობი და ტელეწამყვანი აჩიკო სოლოღაშვილი, რომელთანაც უკვე 7-წლიანი ქორწინება აკავშირებს.

Rating

- ნუცა, ტელევიზიის გარდა, სხვა საქმითაც ხართ დაკავებული?
- რამდენიმე სამსახურში ვმუშაობ ერთდროულად და
თითოეული ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა. მაქვს საკუთარი სარეკლამო ივენთკომპანიაც, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

- იმ წამყვანებს შორის ხართ, რომლებიც სილამაზით გამოირჩევიან. როგორ ზრუნავთ გარეგნობაზე?
- პირველ რიგში, დიდი მადლობა კომპლიმენტისთვის, ვერ ვიტყვი, რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვას განსაკუთრებით დიდ დროს და ენერგიას ვანდომებ. ისე ვუვლი თავს, როგორც ყველა. ერთადერთი, რაც მინდა, რომ მოვიწესრიგო, ძილის რეჟიმია. უძილობა ყველაფერზე ძალიან ცუდად აისახება, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ ვახერხებ.

Rating

-  როგორ გახსენდებათ ის დღე, როცა პირველად გამოგიტყდათ სიყვარულში აჩიკო?
-  ბევრი არ უწვალია, ყველაფერი თავისთავად მოხდა. ჩვენ მივხვდით, რომ ერთმანეთთან ურთიერთობა გვაბედნეიერებდა, პირველად სიტყვა "მიყვარხარ"  მესიჯით მომწერა.

Rating

-  როგორ გახსენდებათ 7 წლის წინ თქვენი ოჯახური ცხოვრების დაწყება და რა შეიცვალა ურთიერთობაში ამ ხნის განმავლობაში?

-  ბევრი არაფერი შეცვლილა. ქორწინებიდან 6 წლისთავზე კიდევ უფრო მეტად გვიყვარს ერთმანეთი და კიდევ უფრო მეტად ვისწავლეთ ერთმანეთის დაფასება.

აჩიკო ძალიან ყურადღებიანი ქმარია. მისთვის არ არსებობს ჩვეულებრივი დღეები, უყვარს ადამიანების გახარება. მუდმივად ცდილობს, მასიამოვნოს და ყოველთვის ზუსტად იცის, რა მჭირდება.
Rating

-  ყველთვის წუხდით იმაზე, რომ ერთმანეთს ბევრ დროს ვერ უთმობდით, მოაგვარეთ ეს საკითხი?
- სამწუხაროდ, ისევ ძალიან მცირე დროს ვატარებთ ერთად, მაგრამ ამასაც ახლავს დადებითი მხარეები. კარგია, როდესაც ყოველ შეხვედრას პაემანივით ელი.

Rating

ირმა ჭკუასელი
ჟურნალი "სარკე"


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
m-99
არ შემიძლია ეს ნაზი და ნარნარი აჩიკო და მომკალით თუ გინდათ ((
16:16 / 11-03-2019
გამოხმაურება / 0 /
სალკა
აუ როგორ მომწონხართ! :********* ეს გოგო ულამაზესია, საოცრება :* აჩიკო მეგონა ცოლს არ მოიყვანდა :დ მაგრა გამიკვირდა რო გაჩითა :)))
03:22 / 08-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ანა
ძალიან ლამაზი და საყვარელი წყვილია. სულ მუდამ ბედნიერები იყავით.
18:44 / 07-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS