- მესტიაში დავიბადე და გარკვეული პერიოდი იქ ვიზრდებოდი. დედა რუსი მყავს და სვანეთიდან რუსეთში წავედი. მეხუთე კლასამდე

- თავიდან ძირითადად პორტრეტებს იღებდით?
- დიახ, ძალიან საინტერესო პროექტი წამოვიწყე - „საუკუნის ადამიანები“. საქართველოს მასშტაბით დავდივარ და ას წელს გადაცილებულ ადამიანებს ვიღებ. მაქსიმუმი 107 წლის მყავს გადაღებული, მაგრამ ვიცი, რომ ერთ-ერთ რე-გიონში 127 წლის ქალბატონი ცხოვრობს და სურვილი მაქვს, ჩავიდე და გადავიღო. მინდა, ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანო, მაგრამ ამას გარკვეული თანხა სჭირდება. თან, როდესაც ამ ასაკის ადამიანთან მიდიხარ, იმედის თვალით შეგცქერიან, რომ რაღაცით დაეხმარები. რამდენიმე კომპანიას მივმართე თხოვნით, მათ შორის ტკბილეულის ქარხანას. ამ ასაკის ადამიანებს ხომ ბავშვივით უყვართ ტკბილეული (იღიმის).

- მიტინგებზე გადაღებული ფოტოებიც ვნახე თქვენს არქივში...
- დიახ, დრო თუ მქონდა, ვესწრებოდი ხოლმე. პოლიტიკოსების სახეები ყოველთვის განსხვავებულია. გააჩნია, იმ დროს ვინ არის ოპოზიციაში და რომე-ლი მხარე ატარებს მიტინგს. ძირითადად გაღიზიანებული სახეები აქვთ. მომიტინ-გეებს ბევრჯერ დაუბრალებიათ, რომ რომელიღაც მხარის მიგზავნილი ვიყავი, მაგრამ მე ყოველთვის ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. გადაღებული მაქვს ივანიშვილის ოჯახიც, ერთ-ერთი მსახიობის სამძიმარზე მიდიოდნენ. პოლიტიკოსებიდან გადაღებული მყავს მიხეილ სააკაშვილი, რუსთავში რალის გზის გახსნისას.

- შოუბიზნესის სახეებიდან ვისთან გიმუშავიათ?
- რამდენიმე დიზაინერთან ვიმუშავე კოლექციაზე, ასევე მოდის კვირეულებს ვესწრებოდი. ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს თეატრალურ უნივერსიტეტში მო-მუშავე ადამიანებთან და ამიტომ უამრავი მსახიობისთვის მიწევდა ფოტოების გადაღება - ოთარ მეღვინეთუხუცესი, ნინელი ჭანკვეტაძე, კახი კავსაძე...
- თქვენს არქივში ბავშვების საინტერესო სერია ვნახე.
- მოხუცებისა და ბავშვების თემა ჩემთვის ერთგვარი ცხოვრებისეული ხიდია. ძალიან სუფთა, მართლები არიან, არაფერს მალავენ ფოტოობიექტივის წინ. ქუჩის ბავშვებსაც ვიღებ. ვცდილობ, სანამ დამინახავენ, მანამდე გადავიღო, თორემ მერე ძალიან იცვლებიან.

- თქვენი არქივიდან გამორჩეულად რომელი ფოტო გიყვართ?
- უხეშად ჟღერს, მაგრამ ეს არის ბავშვის ფოტო, რომელიც მოწყალებას ითხოვს. ქუჩაში შევესწარი ამ სცენას. ბავშვები, სავარაუდოდ, დები იყვნენ. ერთი ძალიან პატარა, 3-4 წლის, დაბლა იჯდა და მუხლებზე პლედი ეფარა. გვერდზე ჯამი ედგა ხურდებით. უცებ საიდანღაც გამოჩნდა და, ჯამიდან ხურდები ამოიღო, ჯიბეში ჩაიყარა და გაიქცა. პატარამ ტირილი დაიწყო, იმდენად დასწყდა გული, რომ ჩემი სიახლოვეც ვერ იგრძნო და ამ დროს, ყველაზე გულწრფელი კადრები დავიჭირე. მეორე ფოტო, რომელიც ძალიან მიყვარს, არის მოხუცი ქალის პორტრეტი 9 აპრილის აქციაზე, 2011 წელს გადავიღე. უცნაური სახით იდგა, მისი სახე არც აქციას შეეფერებოდა, სულ სხვა სამყაროში იყო, სიგარეტს ეწეოდა.

- ვახო, თქვენი საოცნებო პროექტი რომელია?
- ესეც მტკივნეულ თემას ეხება, კერძოდ – საქართველოს ფლორა და ფაუნა. მინდა, რომ მთებში ვიარო და არწივი, ჯიხვი, ნიამორები გადავიღო. ეს, რა თქმა უნდა, დიდ რისკსა და ფინანსებს უკავშირდება. არწივსაც და ჯიხვსაც თავისი პერიოდები აქვს, ზამთარში მაღალ მთაში ადიან და მოუმზადებლად ასვლა რთულია.

- ვახო, თქვენს ფოტოარქივში რამდენიმე შიშველი კადრიც ვნახე, ნუდზეც მუშაობთ?
- დიახ. ეს გოგონები ქართველები არიან. თავიდან თამამი ფოტოების გადაღებაზე უარს ამბობენ, მაგრამ შემდეგ ვუხსნი, რომ ეს ხელოვნებაა და არა პორნოგრაფია და ასე ვითანხმებ. ამ შემთხვევაში დიდ როლს ნდობის ფაქტორიც თამაშობს. გოგონას, რომელსაც იღებ, ფაქიზად უნდა მოექცე, როგორც თოვლის ფიფქს. შემდეგ ძალიან მოსწონთ გადაღებული სურათები, კმაყოფილი არიან, ოღონდ სახეებს მალავენ.
ნინო გიგიშვილი
ჟურნალი „რეიტინგი“




















