05 მარტი, 2019
"არც უკიდურესი სიმდიდრე მაკვირვებს და არც უკიდურესი სიღარიბე" - რას საქმიანობს რეალურ ცხოვრებაში "დოჩი ალიშბაია"
"ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" "მეგ­რუ­ლი კლა­ნის" ძლი­ე­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - დოჩი ალიშ­ბა­ია სე­რი­ა­ლის ბოლო სე­ზონ­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა, რა­მაც მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლის გუ­ლის­წყვე­ტა გა­მო­იწ­ვია... და­ვინ­ტე­რეს­დით, დო­ჩის რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი - ნა­ნუ­კა გუ­ლუა რას საქ­მი­ა­ნობს...

- გა­და­ღე­ბე­ბის პრო­ცე­სი მე­ნატ­რე­ბა - ის ბრჭყვი­ა­ლა ნა­წი­ლი ჩემს ცხოვ­რე­ბას ძა­ლი­ან აკ­ლია, თუმ­ცა, ეს ნა­წი­ლიც - როცა ეკ­რან­ზე არ ვჩან­ვარ და ხალ­ხს ვე­ნატ­რე­ბი, კარ­გი ყო­ფი­ლა: მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ უნ­დათ, ეკ­რან­ზე მნა­ხონ... ეს პე­რი­ო­დი ნა­ყო­ფი­ე­რად გა­მო­ვი­ყე­ნე: ჩემს ატე­ლი­ეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, უფრო დიდი მიზ­ნე­ბი
და­ვი­სა­ხე, გა­ვა­ფარ­თო­ეთ, ახლა სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დავ­დი­ვართ და ატე­ლი­ეს პრო­ფი­ლიც შე­ვუც­ვა­ლეთ.

- ატე­ლი­ე­ში რა ამ­პლუ­ა­ში ხართ და­კა­ვე­ბუ­ლი?

- მე მე­ვა­ლე­ბა კლი­ენ­ტე­ბის დახ­ვედ­რა, დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, ქსო­ვი­ლის შერ­ჩე­ვა, გა­ლა­მა­ზე­ბა და ატე­ლი­ე­დან ადა­მი­ა­ნე­ბის კმა­ყო­ფი­ლი გაშ­ვე­ბა. ახლა უკვე ჩემს საყ­ვა­რელ მომ­ხმა­რე­ბელს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბა, ჩვე­ნი ატე­ლი­ეს მზა პრო­დუქ­ცი­აც შე­ი­ძი­ნოს.

- ტან­საც­მლის დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გაქვთ მი­ღე­ბუ­ლი?

- ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ასე ხდე­ბა: რა­შიც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი, იმ საქ­მეს არა­სო­დეს ვა­კე­თებ - სხვა საქ­მე უფრო გა­მომ­დის (იცი­ნის). მე­სა­მე წე­ლია, რაც ატე­ლიე მაქვს. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი - პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, მაგ­რამ პრო­ფე­სი­ით დი­ზა­ი­ნე­რი არ ვარ და ჩემს თავს "დი­ზა­ი­ნერს" არც ვუ­წო­დებ. უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნებს ლა­მა­ზად ჩაც­მა­ში ვეხ­მა­რე­ბი.

- მო­დის ტენ­დენ­ცი­ებს თვალ-ყურს ადევ­ნებთ, რომ შემ­დეგ, სა­მო­სის დი­ზა­ი­ნის მო­ფიქ­რე­ბი­სას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ?

- არა. ასეთ სა­ი­ტებს იშ­ვი­ა­თად ვსტუმ­რობ, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის გვერ­დებ­საც იშ­ვი­ა­თად ვათ­ვა­ლი­ე­რებ, რად­გან როცა სა­მო­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნე­ბა, არ მინ­და, მისი ზე­გავ­ლე­ნა მქონ­დეს. მირ­ჩევ­ნია, ჩვე­ნი მო­ფიქ­რე­ბუ­ლი იყოს, სა­მოსს ჩვე­ნი შტრი­ხი ჰქონ­დეს, ვიდ­რე სხვი­სი დე­ტა­ლი შე­ვი­ტა­ნო.

Rating

- ატე­ლი­ეს გახ­სნის სა­კი­თხი რა­ტომ დად­გა თქვენს დღის წეს­რიგ­ში?

- ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. ამ სფე­რო­ში ძა­ლი­ან მცი­რე გამ­ცდი­ლე­ბა მაქვს. ჩემი პრო­ფე­სია, რა­ზეც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ საქ­მის კე­თე­ბა ვიცი, პერ­სო­ნა­ლის მარ­თვის მე­ნე­ჯმენ­ტი გახ­ლავთ. 13-14 წელი "ეი­ჩა­რი" ვი­ყა­ვი. არა­ნორ­მა­ლუ­რი, რუ­ტი­ნუ­ლი რე­ჟი­მი მქონ­და. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ მივ­ხვდი: მთელ ჩემს რე­სურსს ადა­მი­ა­ნებს ფუ­ჭად ვახ­მარ­დი - უკან არ მიბ­რუ­ნებ­დნენ. რაკი ჭარ­ბი წონა მქონ­და, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა სა­მოსს თა­ვად ვი­კე­რავ­დი და ეს საქ­მე მომ­წონ­და. მე და ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან წა­მოს­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ და პა­ტა­რა ატე­ლიე შევ­ქმე­ნით. ყვე­ლა­ფე­რი აქე­დან და­ი­წყო... ცოტა რომ "მო­ვი­ზარ­დეთ", უკვე მე­სა­მე მე­გო­ბა­რიც შე­მოგ­ვი­ერ­თდა. ახლა ვა­პი­რებთ, მთლი­ა­ნი ბა­ზა­რი ავით­ვი­სოთ - ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი "შევ­ჭა­მოთ" (იცი­ნის).

- სა­ერ­თოდ, რო­დის იფიქ­რეთ, - უკვე დროა, სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი მქონ­დე­სო?

- სხვა­თა შო­რის, პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, როცა მივ­ხვდი, რომ მსურ­და სა­კუ­თა­რი შე­მო­სა­ვა­ლი. ბავ­შვო­ბი­დან უზ­რუნ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და. მცი­რე ასა­კი­დან­ვე შრო­მის და­წყე­ბა, უხე­შად რომ ვთქვა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მჭირ­დე­ბო­და, მა­გა­რამ დიდი იყო სურ­ვი­ლი იმი­სა, რომ მი­წა­ზე მყა­რად დავ­მდგა­რი­ყა­ვი. რაც გო­ნებ­რი­ვად "გა­ვი­ზარ­დე", განვვი­თარ­დი, სულ ვფიქ­რობ­დი: იმის­თვის, რომ ქალი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, და­ფა­სე­ბუ­ლი იყოს და სა­კუ­თა­რი თავი უყ­ვარ­დეს, უნდა ჰქონ­დეს სა­კუ­თა­რი საქ­მე, შე­მო­სა­ვა­ლი და შე­მო­სავ­ლის ზრდის ამ­ბი­ცია-მეთ­ქი.

Rating

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი რა იყო?

- მე და ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი პი­არ­კომ­პა­ნი­ის (რო­მე­ლიც მა­ში­ნაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო) ხელ­მძღვა­ნე­ლის გო­გო­ნა ჯგუ­ფე­ლე­ბი ვი­ყა­ვით. ორი­ვე ამ კომ­პა­ნი­ა­ში სა­მუ­შა­ოდ მი­ვე­დით. ძა­ლი­ან მა­გა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე, რა­მაც სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა შემ­მა­ტა. იმ სამ­სა­ხუ­რი­დან მა­ლე­ვე გა­და­ვე­დი - "ეი­ჩა­რი" გავ­ხდი (ძი­რი­თა­დად, სა­ცა­ლო გა­ყიდ­ვე­ბის სა­კი­თხში) და უკვე ამ პრო­ფე­სი­ით განვვი­თარ­დი. წარ­მა­ტე­ბუ­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბის "ეი­ჩა­რი" გახ­ლდით.

- თქვე­ნი პირ­ვე­ლი გა­სა­მარ­ჯე­ლო გახ­სოვთ, რამ­დე­ნი იყო?

- 400 ლარი (იცი­ნის)...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS