შეგიძლიათ გაიხსენოთ, საიდან დაიწყო თქვენი მეგობრობა?
(ნატო): ლიზა ყველასგან ყოველთვის იმდენად გამოირჩეოდა, ისეთი გახსნილი ადამიანია და ყველასთან ურთიერთობისთვის მზად არის, რომ ბავშვობიდან მქონდა განცდა, თითქოს მას ყოველთვის ვიცნობდი.
(ლიზა): ნატო ბავშვობიდან იდგა სცენაზე და იმდენად კარგად მღეროდა, რომ ის სიმღერები დღემდე მახსოვს. ძალიან მომწონს და ბედნიერი ვარ, რომ ვიცნობ. სიმართლე გითხრათ, მთელი ჩემი შეგნებული
ნატო, როგორი მეგობარია ლიზა თქვენთვის, და პირიქით?
(ნატო): ყველა თვისება, რომელიც ლიზას აქვს, ზუსტად ერგება სიტყვებს – მეგობარი და მეგობრობა. ლიზა არის ადამიანი, რომელიც მუდამ გეიმედება. იმდენად კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, რომ ზუსტად ვიცით, როდის, სად და როგორ უნდა გამოვჩნდეთ ერთმანეთის ცხოვრებაში.
(ლიზა): ნატო არასოდეს ზედმეტ შეკითხვას არ დაგისვამს. მოგისმენს, დაგამშვიდებს, გაგამხნევებს. ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ნატო არის ადამიანი, რომელიც კედელს გაიტანს – მაშინ, როდესაც ეს მე ან სხვა ადამიანს სჭირდება. მიუხედავად მისი ვიზუალური სიმშვიდისა, მოქალაქეობრივად იმდენად აქტიურია, რომ შეუძლია საკუთარი სიბრაზე და უკმაყოფილება თანამდებობის პირებთანაც კი გამოხატოს. ნატო არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში ატარებს უდიდეს კეთილ ძალას არა მხოლოდ თავისი საყვარელი ადამიანებისთვის და მეგობრებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის. ნატო იცლის ყველასთვის და ყველაფრისთვის.
რა განგასხვავებთ ყველაზე მეტად ერთმანეთისგან? ასევე, რომელია თქვენი საერთო მთავარი ფასეულობა?
(ნატო): ჩვენ, ორივე აბსოლუტურად განსხვავებული ენერგიის მატარებლები ვართ, მაგრამ, ალბათ, სწორედ ამიტომ ვავსებთ და ვაბალანსებთ ერთმანეთს.
(ლიზა): გემოვნება გვაქვს ერთნაირი და გვიყვარს ადამიანები – ვცდილობთ, ყველაში დავინახოთ დადებითი და ამით ჩვენსავე თავს ვზოგავთ ნეგატივისგან. განაგრძეთ კითხვა: