05 მარტი, 2019
"სხვა გეგმები მქონდა ქრისტინესთან დაკავშირებით..." - რას საქმიანობს მომღერლის დედა
ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის, ქრის­ტი­ნე იმე­და­ძის ოჯა­ხის წევ­რებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს - მისი მა­მი­და ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი ია ფა­რუ­ლა­ვაა, მომ­ღერ­ლის მამა კოკა იმე­და­ძე, რო­მე­ლიც ლოს-ან­ჯე­ლეს­ში ცხოვ­რობს და ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბებ­თან მუშაობს. თუმ­ცა, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ბევ­რი არის ცნო­ბი­ლი ქრის­ტი­ნეს დე­დის, ირმა გოგ­ლი­ძის შე­სა­ხებ.

ის სამ­კა­უ­ლე­ბის დი­ზა­ი­ნე­რია და ახ­ლად­ და­წყე­ბუ­ლი საქ­მე იმ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა, რომ ერთ წე­ლი­წად­ში პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზეც მი­იწ­ვი­ეს. AMBEBI.GE ქრის­ტინე იმე­და­ძის დე­დას ირმა გოგ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და და სა­კუ­თა­რი საქ­მი­ა­ნო­ბი­სა და ქა­ლიშ­ვი­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:


Rating

- რო­დის და რა­ტომ და­ი­წყეთ
სამ­კა­უ­ლე­ბის კე­თე­ბა?


- პრო­ფე­სი­ით ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ვარ. ვმუ­შა­ობ­დი ხე­ლოვ­ნე­ბის ინ­სტი­ტუ­ტში, მაგ­რამ როცა ქვე­ყა­ნა­ში რთუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გა, სამ­სა­ხუ­რი­დან წა­მო­ვე­დი და სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბის გა­მო­ფე­ნებს ვა­წყობ­დი. რაც შე­ე­ხე­ბა სამ­კა­უ­ლებს, ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და და ვა­კე­თებ­დი ამ საქ­მეს. ერთი წე­ლია, რაც ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ის­თვის ვქმნი სამ­კა­უ­ლებს. ეს ჩემი მე­გობ­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, სწო­რედ მათ გა­და­მა­წყვე­ტი­ნეს გა­მო­ფე­ნის გა­კე­თე­ბა და დღეს სწო­რედ ესაა ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი.



- პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა 2018 წელს, მა­ის­ში გა­მარ­თეთ და მახ­სოვს, კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გქონ­დათ...

- რად­გან ჩემს ნა­მუ­შევ­რებს ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იძე­ნენ, ვინც წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბის სამ­კა­უ­ლებს ატა­რებს, შე­მიძ­ლია ვთქვა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა ჩემი გა­მო­ფე­ნა. უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ფა­სე­ბე­ბიც დიდ სტი­მულს მაძ­ლევს, რომ გა­ვაგ­რძე­ლო მუ­შა­ო­ბა და ვა­კე­თო სამ­კა­უ­ლე­ბი.

Rating

- რა მა­სა­ლის­გან ამ­ზა­დებთ სამ­კა­უ­ლებს?

- ყვე­ლა­ნა­ირ ქვას ვი­ყე­ნებ, ნა­ხევ­რად ძვირ­ფასს, ძვირ­ფასს. სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას ვი­ძენ, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც. თავ­და­პირ­ვე­ლად ვერ­ცხლზე ვმუ­შა­ობ­დი, ახლა ოქ­რო­ზეც ვმუ­შა­ობ. ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ოქრო იქ­ნე­ბა თუ ვერ­ცხლი, მთა­ვა­რია ქვა და არა მე­ტა­ლი, რად­გან ჩემს სამ­კა­უ­ლებ­ში ქვა არის დო­მი­ნან­ტი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS