04 მარტი, 2019
"გა­დავ­რჩი! წა­მებ­ში მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი" - რატომ გადაიყვანეს ოთო ნემსაძე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" ფინალის შემდეგ საავადმყოფოში
ოთო ნემ­სა­ძე "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მომ­ღე­რა­ლი ამ დღეს დიდ­ხანს ელო­და, რად­გან ამ გა­მარ­ჯვე­ბით, "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" სა­ქარ­თვე­ლოს წა­რად­გენს და რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს.

AMBEBI.GE მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე და შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ხდარ უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტზეც ესა­უბ­რა, რა დრო­საც ოთო ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნი­დან გად­მო­ვარ­და.

- ჩემი გა­მარ­ჯვე­ბა რომ შე­ვა­ფა­სო, მა­შინ ხალ­ხი უნდა შე­ვა­ფა­სო, იმი­ტომ რომ, ჩემი ქვე­ყა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ბოლო 10 წე­ლია, სა­ო­ცარ სამ­ყა­რო­ში მა­ცხოვ­რებს! ეს მე­ექ­ვსე გა­მარ­ჯვე­ბა მათი დამ­სა­ხუ­რე­ბაა და დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას ამის­თვის! "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" ყვე­ლა ხმის ღირ­სე­უ­ლად
დაც­ვას ვა­პი­რებ, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ხმის, მათ შო­რის მა­თიც, რომ­ლე­ბიც სხვა კონ­კურ­სან­ტებს, ჩემს მე­გობ­რებს უმე­სი­ჯებ­დნენ ამ თუ სხვა პრო­ექ­ტში. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გულ­შე­მატ­კივ­რის გვერ­დში დგო­მა, კო­მენ­ტა­რე­ბი, გამ­ხნე­ვე­ბა, და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბი და სა­ერ­თოდ, გან­წყო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე. ყვე­ლას გპირ­დე­ბით, რომ ბო­ლომ­დე და ღირ­სე­უ­ლად ვიდ­გე­ბი „ევ­რო­ვი­ზი­ის“ სცე­ნა­ზე!

- გუ­შინ "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლავ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, სცე­ნა­ზე მი­ლოც­ვებს როცა იღებ­დი, ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და - სცე­ნი­დან გად­მო­ვარ­დი და სა­ა­ვად­მყო­ფა­ში გა­და­გიყ­ვა­ნეს. მოგ­ვი­ყე­ვი, რა მოხ­და და ახლა რო­გორ ხარ?
- ერთ პა­ტა­რა ძა­ლი­ან საყ­ვა­რელ ბავ­შვს ჩა­ვე­ხუ­ტე და სცე­ნი­დან გა­დავ­ვარ­დი. არ მე­გო­ნა ჩემს უკან სი­ცა­რი­ე­ლე თუ იყო, ამი­ტომ, ფეხი უკან გა­დავ­დგი თუ არა, ვიგ­რძე­ნი, სა­დღაც გა­დავ­ვარ­დი. მკლა­ვი მქონ­და ამო­ვარ­დნი­ლი და თურ­მე ად­გილ­ზე­ვე ჩე­მით ჩა­მის­ვამს. ასე ცხო­ვე­ლებს ემარ­თე­ბათ ხოლ­მე. გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS