01 მარტი, 2019
ქართველი ქალი, რომელიც აშშ-ს პირველ ლედის ჩოგბურთს ასწავლიდა - ვინ არის ჯინო დოლინი და რა აკავშირებს ანა დოლიძესთან
ჯინო დო­ლი­ნის სა­ხე­ლი და გვა­რი ქარ­თულ ჩოგ­ბურთში და არა მ­ხო­ლოდ ჩოგ­ბურთში კარ­გად იცი­ან - ის 6 წელი სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი იყო და დიდი მო­მა­ვა­ლიც ჰქონ­და, თუმ­ცა, ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნილ კრი­ზი­სულ პე­რი­ოდ­ში სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა და სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გზავ­რა.

ჩოგ­ბურ­თი, გა­ყიდ­ვე­ბი, მუ­სი­კა - ეს ის სფე­რო­ე­ბია, სა­დაც სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბი უკვე მო­სინ­ჯა, თან წარ­მა­ტე­ბუ­ლად. ახლა კერ­ძო ბიზ­ნეს­შია და კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რის პოს­ტი უჭი­რავს. სურ­ვი­ლი აქვს, მსა­ხი­ო­ბო­ბაც სცა­დოს.

ჯინო დო­ლი­ნი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი იუ­რის­ტის, პრე­ზი­დენ­ტის ყო­ფი­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო მდივ­ნის, უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს არა­მო­სა­მარ­თლე
წევ­რის ანა დო­ლი­ძის დაა. ოჯახ­ზე, ამე­რი­კულ ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ზე ჯინო დო­ლი­ნი AMBEBI.GE-ს მკი­თხველს უამ­ბობს.


Rating
- თა­ვი­დან­ვე სპორ­ტუ­ლი ბავ­შვი ვი­ყა­ვი და დე­დას სურ­და ხეზე ცოც­ვის გარ­და, სხვა­გა­ნაც და­მე­ხარ­ჯა ძა­ლე­ბი - ასე მოვ­ხვდი ჩოგ­ბურთზე. 7 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მი­ვე­დი, ორ წე­ლი­წად­ში კარ­გი მო­ნა­ცე­მე­ბი აღ­მო­მაჩ­ნდა, შე­სა­ბა­მი­სად, სპორ­ტს სე­რი­ო­ზუ­ლად მოვ­კი­დე ხელი.

როცა მა­ღალ დო­ნე­ზე გა­და­ვე­დი, არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე დავ­დე­ქი, უნდა ამერ­ჩია ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ჩოგ­ბურ­თი, ან სწავ­ლა. დი­ლის 9 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს რვა სა­ა­თამ­დე მო­ე­დან­ზე ვი­ყა­ვი, ამი­ტომ სპორ­ტულ სკო­ლა­ში გა­და­ვე­დი. იმ პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნა­ში მძი­მე ეკო­ნო­მი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო, მაგ­რამ ჩემ­მა ოჯახ­მა ყვე­ლა­ფე­რი ჩადო ჩოგ­ბურთში, მყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მწვრთნე­ლე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მოვ­ყოფ რენა აბ­ჟან­და­ძეს, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი რა­ღაც მას­წავ­ლა, რაც შემ­დეგ, რო­გორც მწვრთნელ­მა გა­მო­ვი­ყე­ნე. სპორ­ტის გარ­და, ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რამ მომ­ცა ჩოგ­ბურ­თმა და იქ შექ­მნილ­მა გა­რე­მომ.

- რა­ტომ ჩოგ­ბურ­თი?

- ჩოგ­ბურ­თე­ლი არა­ვინ მყო­ლია, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, მამა თა­მა­შობ­და ფეხ­ბურთს, ხოლო დედა ფრენ­ბურ­თე­ლი იყო. ოჯა­ხის შექ­მნის შემ­დეგ, სპორ­ტს თავი და­ა­ნე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარ­და დე­დას ჩოგ­ბურ­თი, თავი გა­და­დო და ყვე­ლა­ფე­რი ჩადო, რომ ჩოგ­ბურ­თე­ლი გავმხდა­რი­ყა­ვი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია, მი­თუ­მე­ტეს 90-იან წლებ­ში ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო ამ ხარ­ჯე­ბის გა­წე­ვა, რო­გორც ყვე­ლას, ჩვენს ოჯახ­საც უჭირ­და. ხში­რად ყო­ფი­ლა კონ­ფლიქ­ტი, რა დროს ჩოგ­ბურ­თია, საჭ­მე­ლი გვჭირ­დე­ბაო, მაგ­რამ დე­და­ჩე­მის და მწვრთნე­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით, ყვე­ლა­ფერს ვა­ხერ­ხებ­დი. 6 წელი ვი­ყა­ვი პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში.

12 წლის ასაკ­ში მქონ­და პირ­ვე­ლი დიდი წარ­მა­ტე­ბა. თურ­ქეთ­ში ჩა­ტარ­და ათა­თურ­ქის ფეს­ტი­ვა­ლი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლი სპორ­ტის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. იქ ავი­ღე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი, მაგ­რამ დე­დამ უცხო ქვე­ყა­ნა­ში არ დამ­ტო­ვა. ვერც მივ­ხვდი, მა­შინ რამ­ხე­ლა წარ­მა­ტე­ბა იყო იმ ტურ­ნი­რის მო­გე­ბა, მერე გა­ვი­აზ­რე.

ამის შემ­დეგ წა­ვე­დი მოს­კოვ­ში, იქ ვვარ­ჯი­შობ­დი, სა­დაც ანა კურ­ნი­კო­ვა, ის სწო­რედ მა­შინ ხდე­ბო­და ჩოგ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვი და ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო, მას ასე ახ­ლო­დან რომ ვუ­ყუ­რებ­დი. ისე­ვე რო­გორც მე, მა­საც დედა ახ­ლდა მო­ე­დან­ზე. ყო­ველ­თვის ვთვლი­დი, რომ დე­და­ჩე­მი ჩოგ­ბურ­თით ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ანა კურ­ნი­კო­ვას დედა ფე­ნო­მე­ნი იყო.

Rating

რუ­სე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დი, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლო­ბებს ვა­ტა­რებ­დი, მაგ­რამ მი­ვე­დი იმ ეტაპ­ზე, როცა ვე­ღარ მივ­დი­ო­დი წინ, სპონ­სო­რი არ მყავ­და, თვე­ში ერთ ტურ­ნირ­ზეც ვერ მივ­დი­ო­დი, ამი­ტომ ჩოგ­ბურთს თავი და­ვა­ნე­ბე. პირ­ვე­ლი სამი თვე ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. არ ვი­ცო­დი, რო­გორ უნდა მე­ცხოვ­რა ჩოგ­ბურ­თის გა­რე­შე, გა­რეთ არ გა­მოვ­დი­ო­დი. შემ­დეგ და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ლე­ი­ლა მეს­ხის აკა­დე­მი­ა­ში, სა­დაც დიპ­ლო­მა­ტებს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი ჩოგ­ბურთში და სა­ათ­ში 10 დო­ლარს მიხ­დიდ­ნენ. ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო.

- ამე­რი­კა­ში რა ასაკ­ში წახ­ვე­დით?

- 18 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ამე­რი­კა­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად და თავი ვიგ­რძე­ნი, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში.

ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ VIP კლუბ­ში ვმუ­შა­ობ­დი. უამ­რავ წარ­მა­ტე­ბულ ადა­მი­ანს ვა­ვარ­ჯი­შებ­დი, ბიზ­ნეს­მე­ნებს, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის მაგ­ნა­ტებს და ა.შ. ყვე­ლა­ზე "სე­ლებ­რი­თი" მათ შო­რის მე­ლა­ნია ტრამპი იყო. როცა მე­ლა­ნია მო­ვი­და, მე­ნე­ჯერ­მა ჩემი თავი შეს­თა­ვა­ზა ტრე­ნე­რად. და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე იარა ჩემ­თან. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო და უშუ­ა­ლო ქა­ლია. სხვა­ნა­ი­რად ჩოგ­ბურთში ვერც იქ­ნე­ბი, დამ­ჯე­რი იყო, რომ ვე­უბ­ნე­ბო­დი იმოძ­რა­ვე, მი­ჯე­რებ­და. ჩოგ­ბურთში ასეა, მწვრთნელს მი­ყავს ყვე­ლა­ფე­რი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS