28 თებერვალი, 2019
საპატრიარქოს ტელევიზიიდან "რუსთავი 2"-მდე - გაიცანით "სხვა შუადღის" სიმპატიური თანაწამყვანი, რომელსაც უამრავი გოგონა ეტრფის
ქარიზმატული, შრომისმოყვარე თუ ენერგიული - ეს იმ ეპითეტების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც თავისუფლად შეგვიძლია შევამკოთ ქართული ტელე სივრცის,  კერძოდ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი სახე ავთო გვასალია. მას შემდეგ, რაც ტელეეკრანზე გამოჩნდა, აღარც თაყვანისმცემელი გოგონების რაოდენობას უჩივის. მისი სტილიც გამორჩეული და დახვეწილია, რომელსაც თითქოს ლონდონური იმიჯიც დაჰკრავს. როდესაც ავთო მოდის, მისგან თავდაჯერებულობა ყოველთვის იგრძნობა. ის ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა და ღიმილი მისი სავიზიტო ბარათია.

- ავთო, როგორ დაიწყო შენი ჟურნალისტური კარიერა?


- ყველაფერი, რაც ტელევიზიას და გადაღებას უკავშირდება,
ბავშვობიდან მაინტერესებს. 13 ან 14 წლის ვიყავი, როდესაც ჩემს სახლთან ახლოს საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება" გაიხსნა და ვიფიქრე, ჩემი ძალები მომესინჯა. მივედი, კარზე დავაკაკუნე და ჩემი თავი წარვუდგინე. პირველ ეტაპზე არც კი მითხრეს და არც არა. მე არ დავნებდი და ჩემი კამერით გადავიღე პატარა ვიდეო, რომელიც საეკლესიო თემატიკის იყო. კვლავ მოვსინჯე ძალები და ტელევიზიაში მივედი. ამის შემდეგ მომცეს შანსი, რომ მე ჩემი თავი გამომევლინა და პირველი სიუჟეტიც კი მახსოვს, რომელიც სასვენ ნიშნებზე გავაკეთე.

Rating

- "რუსთავი 2"-ში როგორ მოხვდი?

- "ერთსულოვნებაში" ჩემი მუშაობა დიდი გამოცდილება იყო, ერთგვარი სკოლა, მაგრამ იქ საკუთარი თავი ამოვწურე და კიდევ უფრო სახლთან ახლოს გადავინაცვლე, კვლავ მეზობლად (იცინის). თავდაპირველად "კურიერში" მოვიაზრებოდი, მაგრამ შემდეგ სხვა შუადღეში მოვხვდი, სადაც ჟურნალისტობასთან ერთად თანაწამყვანის ამპლუაც მოვირგე და ყოველ ხუთშაბათს ჩემი რუბრიკა მაქვს.

- სხვა შუადღეს შევეხეთ და ტელე ეკრანზე ყოველთვის ჩანს, რომ შენ და აჩიკო სოლოღაშვილს სულ პოლემიკა გაქვთ. რა ხდება? წამყვან გოგოებს ვერ იყოფთ? რომელი ეგოისტობთ?

- (იცინის) აჩიკო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია ტელევიზიაში. ეთერში რომ შევდივარ,  აჩიკო სულ მეხუმრება. აჩიკოს გამორჩეული იუმორი აქვს. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, უბრალოდ მე იმდენად მობილიზებული ვარ, როცა პირდაპირ ეთერში შევდივარ, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და იმ დროს აჩიკოს იუმორს,  ასე რომ იტყვიან, ვერ ვეწევი (იცინის). აჩიკოს ბევრად დიდი გამოცდილება აქვს. გადაცემა როცა მთავრდება, შემდეგ ვიაზრებ, აჩიკომ რა, როგორ მეხუმრა. მისი რჩევები ყოველთვის გასათვალისწინებელია და მისაღები.

Rating

- მაყურებელს ყოველთვის უჭირს ახალ ტელესახეებთან მიჩვევა, შენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

- პირველად, როცა "რუსთვი 2"-ის ტელეეკრანზე გამოვჩნდი და ეთერი როცა დასრულდა, სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი მეგობრობის შემოთავაზება მივიღე.

- გოგონების უმეტესობა ხომ არ იყო ამ სიაში?

- დიახ (იცინის).

... როდესაც თაყვანიმცემლებზე ვკითხე, ამ თემაზე საუბარი მოერიდა. გოგონებთან, რომლებიც მეგობრობას უგზავნიან, ყოველთვის ცდილობს დისტანცია ჰქონდეს, რადგან ისინი მხოლოდ ტელეეკრანიდან იცნობენ. როდესაც წერენ, სულ ფიქრობს, როგორ უპასუხოს ისე, რომ არ იფიქრონ, თავში ხომ არ აუვარდა. ამიტომ სულ რთულ სიტუაციაშია და არც კურიოზებს უჩივის.

- ერთხელ ვიყავი გადაღებაზე ბაკურიანში და ერთი გოგონა ჩავწერე. ამ გოგონამ დამიმატა ფეისბუქზე და მე ვერ ვიცანი, რადგან ბევრი ადამიანი ჩავწერე. თავიდან მწერდა, მომიკითხავდა და ძალიან მოკლედ ვსაუბრობდით. დაახლოებით ერთი კვირის თავზე მხოლოდ ამ ურთიერთობის ფონზე ფული მთხოვა. აი, ესეთებიც ხდება ხოლმე (იცინის).

Rating

- როგორი ხარ, როცა გიყვარს?

- ამ ისტორიას პირველად ვყვები და შენთან (იღიმის). ჩემს ცხოვრებაში იყო ერთი გოგონა, რომელიც ბავშვობიდან მიყვარდა. მართლა ძალიან დიდი გრძნობა მქონდა მის მიმართ. ხან ერთად ვიყავით, ხან არა. მაშინაც კი, როცა შეყვარებულები არ ვიყავით,  მასზე სულ ვფიქრობდი. შემდეგ მოხდა ისე, რომ ეს გოგონა გათხოვდა.

- არ გქონია სურვილი, რომ მას შეხმიანებოდი? ან გათხოვება თუ მიულოცე?

- კი, სხვათა შორის, ოღონდ არაფხიზელ მდგომარეობაში მივულოცე (იღიმის). წესით თავმოყვარეობას უნდა შევეკავებინე, მაგრამ თავს ვერ მოვერიე. მოკლედ, როგორ გამაწითლე დღეს (იღიმის).

- ახლა რა პერიოდია შენს პირად ცხოვრებაში?

- ამჯერად მარტო ვარ.

- ხშირად ჭორაობენ, თითქოს მაკო კვიტაიშვილთან გაქვს რომანი, მართალია?


- (იცინის) მაკო უკვე ერთი წელია,  ჩემი თანამშრომელია. მისი მოსვლის პირველი დღიდან ახლო კავშირი ვიგრძენი მასთან მიმართებაში და ძალიან დავმეგობრდით. ახლობლები სულ გვეკითხებიან, თქვენ ერთად ხომ არ ხართ?
მაგრამ ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთანეთი, როგორც მეგობრებს.










FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS