ნოდიკო ტატიშვილი:
- კაფე-ბარებისა თუ რესტორნების შეფასებისას ყოველთვის სამ კრიტერიუმს ვითვალისწინებ - კერძი, რომელიც ოფიციანტს მოაქვს, აუცილებლად უნდა იყოს ახალი პროდუქტებით მომზადებული და ეს უნდა ეტყობოდეს. რასაკვირველია, უნდა
- ჩინური სამზარეულო თუ გიყვარს?
- იტალიურზე მეტად არა, მაგრამ მიყვარს და დავდივარ ორ რესტორანში - ''ახალ აზიაში'', რომელიც კონსერვატორიასთან მდებარეობს და ''პიკასოში''. თუ ''ლაფშა'' მინდა, მაშინ ''პიკასოში'' მივდივარ, დანარჩენი ჩინური კერძები კი ''ახალ აზიაში'' უფრო მომწონს.
- რაც შეეხება სუპერმარკეტებს.
- ამ მხრივ ჩემი უდავო ფავორიტია ''გუდვილი''. ძირითადად იქ დავდივარ. ყველაფერია თავმოყრილი. მზა კერძებსაც იქ ვყიდულობ. ''კარფურში'' სულ რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, პირველად რომ გაიხსნა, მაშინ წავედი. სხვა ქვეყანაშიც მაქვს ნანახი ეს სუპერმარკეტი და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი უფრო დიდი და გრანდიოზულია. შევდივარ ხოლმე ასევე ''ნიკორაში'', როცა ძეხვეულის ყიდვა მინდა.
ნანიკო ხაზარაძე:
- კაფე-ბარებს რაც შეეხება, სიამოვნებით ვსტუმრობ ხოლმე ''გალერის'', ოღონდ დღის საათებში, როცა სიმშვიდეა. საღამოს ნაკლებად. ამას წინათ ვიყავი ბავშვთან ერთად. ჩემთვის იქ არის მშვიდი გარემო და ასევე ძალიან მიყვარს ქართულ-ამერიკული რესტორანი ''ლოფტი''.
- ქართულ რესტორნებსაც ხომ სტუმრობ?
- კი, რა თქმა უნდა. ახლაც ჩემს მეგობრებთან ერთად დაგეგმილი მაქვს საღამოს ერთ-ერთ ქართულ რესტორანში წასვლა და მოლხენა. საყვარელ ადგილს რაც შეეხება, უკვე ვხუმრობთ, რომ შტატშიც ჩაგვსვამენ ალბათ მალე, იმდენჯერ ვსტუმრობთ ''ლუდის მოედანს''.
- რა კრიტერიუმებით აფასებ კაფესა თუ რესტორანს?
- მთავარია გარემო. თუ ეს კარგია, მომსახურება მეორეხარისხოვანია.
- რომელ სუპერმარკეტებში დადიხარ ყველაზე ხშირად?
- როცა საოჯახო ქიმია მინდა, აუცილებლად ''გუდვილში''. სიმშვიდეა, წესრიგია და სივრცე, რომელიც ძალიან მიყვარს. ასევე ხშირად დავდივარ ''კარფურში'', მაგრამ ჩემს სახლთან მაქვს ''ნიკორას'' მაღაზია. ამ მაღაზიების ქსელის ყიფშიძის ფილიალი ერთ-ერთი საუკეთესოა და მინდა, ამისთვის ამ კომპანიას გამორჩეული მადლობა გადავუხადო. როცა მინდა პური, ძეხვეული, ყოველთვის ''ნიკორაში'' ჩავდივარ. მინდა ვთხოვო, სოჯახო ქიმიაც დაუმატონ და საერთოდ აღარ წავალ არც ერთ სხვა სუპერმარკეტში.
ნინო მურღულია
ჟურნალი ''რეიტინგი''




















