25 თებერვალი, 2019
"ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა" - "ჩცდ"-ს მსახიობი ესპანეთში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა
მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. „ჩცდ“-ს კრიმხილდამ ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და როგორც ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ აიძულა.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ჩემი ქვეყნის გარეშე შევძლებდი სუნთქვას. თუმცა, ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანე ის ყველაფერი, ან რამდენს იტევს ადამიანის გული... ამ საშინელებას დასასრულიც არ უჩანდა.

ჩემი მეუღლე დევნაში იყო, რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა. ესპანეთში ჩამოვედით და ჩავბარდით,
„წითელმა ჯვარმა“ მიგვიღო.

- პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ?
- კი, როგორც კი წარვადგინეთ დოკუმენტაცია, მეორე დღესვე დაგვინიშნეს ინტერვიუ. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ალბათ ღმერთი მეხმარებოდა.. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, შვილების და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები მქონდა.
ჰოსტელში ვცხოვრობთ რვა ოჯახთან ერთად, ესპანურენოვანები არიან და ეს გვაძლიერებს, რადგან ძალიან გვეხმარებიან, მათ შორის ენის ბარიერის გადალახვაში.

- რატომ მოგიწიათ თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება, ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე ჩემი ოჯახის დაღუპვაშიო, წერდით, რა მოხდა?
- იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პარტიის მომხრე იყო, მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხების, მუქარის და ლანძღვის ობიექტი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება, არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდათ. სხვა სკოლაში გადავიყვანე ბავშვები.

მერე პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე დაიწყო მუქარები, ბავშვების გამო ძალიან მეშინოდა.

რამდენჯერმე მომსვლია მესიჯი: უი, რა კარგი შვილი გყავსო.

ჩემი მეუღლე აქციების ორგანიზატორი იყო და ამიტომ გვდევნიდნენ. არა მარტო მას, ბავშვებსაც სუს-ის აგენტები დაყვებოდნენ უკან.

ვეღარ გავუძელი, ყველაფერს აქვს საზღვარი. ფაქტობრივად შვილები გავწირეთ ამ სტრესისთვის, სხვა გამოსავალი არ გვქონდა და აქ გვაქვს შანსი, ჩვენს შვილებს რაღაც გავუკეთოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
nino
ვინ არის ამის მეუღლე?
14:40 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ლილე
მიუხედავად თქვენდამი პატივისცემისა, მინდა გითხრათ, რომ წინა წლების ამბებს თუ გაიხსენებთ,თქვენი დიდად განსხვავებული არ იქნება.(თუმცა ასე ცუდადაც არ მგონია საქმე.) ასეთს რას აკეთებდა თქვენი მეუღლე,ბოკერიას, თარგამაძის და სხვათა შვილები ცხოვრობენ საქართველოში.
14:11 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
xyz
მაგ სიმართლით იცოცხლეთ შენც და მიშა-გრიშამაც, რომ ვითომ ვინმე ასე გდევნიდათ. ისე, შეგახსენებთ, ქალბატონო ნაცუკავ: თქვენი სულისდგმა, მიხუილა, თქვენნაირ ოპონენტებს და საწინააღმდეგო აზრის მქონე ხალხს იჭერდა, აწამებდა, აუპატიურებდა, კონტროლის პალატით და პროკურატურით დასდევდა, სოდზე და კუდზე აღარაფერს ვამბობ, მსოფლიომ იცის მათი ნაკეთები საქმენი საგმირონი, ჟვანია და პატარკაციშვილი მოკლეს და ენა ჩაიგდეთ მუცელში შენც და ყველა შენნაირმა უნამუსომ. მაშინ იღებდი ხმას იმ უბედურებების ჩამდენების წინააღმდეგ, ახლა თავი წამებულად რომ წარმოაჩინე? ვინც შენ ინტერვიუ ჩამოგართვა და გამოაქვეყნა, ისიც წაათრიე მანდ და ერთად იკურკურეთ, ისიც შენნაირი უნამუსო ნაცია, ეტყობა.
12:17 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
დუდანა
ნაცებმა მშვენიერი თავშესაფარი იშოვეს
12:12 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ავოიეეე
ასეთი ვინ გყავდა მეუღლედ,არ იტყვი? ასეთ მიწოლას მარტო თავგადადებული ანტი-ქართველი განიცდის და ასეთს რამ გაგაყოლა?
12:07 / 01-03-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS