25 თებერვალი, 2019
"ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა" - "ჩცდ"-ს მსახიობი ესპანეთში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარდა
მსახიობი ნანა კუხალეიშვილი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. „ჩცდ“-ს კრიმხილდამ ესპანეთში პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა და როგორც ჟურნალ „თბილისელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, ეს დღევანდელმა ხელისუფლებამ აიძულა.

„ვერ წარმოვიდგენდი, რომ თუ ჩემი ქვეყნის გარეშე შევძლებდი სუნთქვას. თუმცა, ბოლო 6 წელი გაუსაძლისი პირობები მქონდა. არ ვიცი, როგორ გადავიტანე ის ყველაფერი, ან რამდენს იტევს ადამიანის გული... ამ საშინელებას დასასრულიც არ უჩანდა.

ჩემი მეუღლე დევნაში იყო, რაღაც პერიოდით უკრაინაში წავიდა და იქიდან დაბრუნებულს იგივე სიტუაცია დახვდა. ესპანეთში ჩამოვედით და ჩავბარდით,
„წითელმა ჯვარმა“ მიგვიღო.

- პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვეთ?
- კი, როგორც კი წარვადგინეთ დოკუმენტაცია, მეორე დღესვე დაგვინიშნეს ინტერვიუ. თავიდან ძალიან ცუდად ვიყავი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, ვიხრჩობოდი, სული მეხუთებოდა, მაგრამ მერე რაღაც მოხდა, ალბათ ღმერთი მეხმარებოდა.. საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ ახლა დაცემა არ შეიძლებოდა, შვილების და ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობები მქონდა.
ჰოსტელში ვცხოვრობთ რვა ოჯახთან ერთად, ესპანურენოვანები არიან და ეს გვაძლიერებს, რადგან ძალიან გვეხმარებიან, მათ შორის ენის ბარიერის გადალახვაში.

- რატომ მოგიწიათ თავშესაფრის სხვა ქვეყანაში ძიება, ბიძინა ივანიშვილია დამნაშავე ჩემი ოჯახის დაღუპვაშიო, წერდით, რა მოხდა?
- იმის გამო, რომ ჩემი მეუღლე ერთ-ერთი პარტიის მომხრე იყო, მთელი ექვსი წელი ლანძღვა-გინების, ფურთხების, მუქარის და ლანძღვის ობიექტი გახდა. ყოველდღე მიწევდა ბავშვების დაწყნარება, არაჩვეულებრივი დამრიგებელი ჰყავდათ, მაგრამ რამდენიმე ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდათ. სხვა სკოლაში გადავიყვანე ბავშვები.

მერე პოლიტიკური აქტივობიდან გამომდინარე დაიწყო მუქარები, ბავშვების გამო ძალიან მეშინოდა.

რამდენჯერმე მომსვლია მესიჯი: უი, რა კარგი შვილი გყავსო.

ჩემი მეუღლე აქციების ორგანიზატორი იყო და ამიტომ გვდევნიდნენ. არა მარტო მას, ბავშვებსაც სუს-ის აგენტები დაყვებოდნენ უკან.

ვეღარ გავუძელი, ყველაფერს აქვს საზღვარი. ფაქტობრივად შვილები გავწირეთ ამ სტრესისთვის, სხვა გამოსავალი არ გვქონდა და აქ გვაქვს შანსი, ჩვენს შვილებს რაღაც გავუკეთოთ.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 18 /
k.k.
ექვსი წლის წინ სხვა ადამიანები იყვნენ გამწარებულები ამის მეუღლისგან და იმ პარტიისგან, რომლის აქციების ორგანიზატორიც ის იყო. ასეთია ცხოვრება, სამწუხაროდ...
23:37 / 28-02-2019
გამოხმაურება / 0 /
?
ნწ,ნწ,ნწ :) კარგად გიმსახიობიათ ესპანეთშიც!!!
22:52 / 28-02-2019
გამოხმაურება / 0 /
zura
აქციების ორგანიზატორობა უკრაინაში აღარ არის მომგებიანი. შეიძლება კატალონიაში გამოადგეს.
22:39 / 28-02-2019
გამოხმაურება / 0 /
Аноним
ასე არ შეიძლება ვისაც დანაშაული არ ჩაუდენია რატომ ავიწროვებენ? დაიცალა საქართველო და გამკითხავი არავინაა რით ვერ დაწნარდა ეს ხალხი ვინც დააშავა ის უნდა დაისაჯოს და არა ყველა უბრალო ოპოზიციონერი გამძლეობას ვუსურვებ ქალბატონ ნანას იმედია მალე დაუბრუნდება სამშობლოს გული დამწყდა სერიალში რომ აღარ იქნება
20:15 / 28-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ტატუსია
კარგი რა, ბოლომდე თქვი სიმართლე. რა შუაშია ორგანიზატორი. მაშინ მთელი ნაციონალები გაქცეულები უნდა იყვნენ. პოლიტიკურ თავშესაფარს რომ ითხოვთ და ქვეყანას ზიანს აყენებთ ვერ ხვდებით?
15:39 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
ნინო
დააბრალა მთავრობას თვითონ წასვლა უნდოდა, გოიმი ჰაბიტუსით
13:28 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
---------
აბა რას მიედ მოედები,ვის რაში ჭირდება შენი ქმარი ან შენ, ამხელა ნაცები დარბიან ქალაქში და იმათ არ დევნიან,პროსტო თქვი რომ ესპანეთში გინდა ცხოვრება და სხვა მიზეზი ვერ მოიგონე,მაგაზე მაგარი ტყუილები მაქვს ნანახი საზღვარგარეთ,ქვეყნიდან წასვლას ნაცხროვას მოცილებოდი არ ჯობდა?ვის ატყუებ,მაგას იქაც არ დაგიჯერებენ არამც თუ აქ.
12:53 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
საყვარელო , გაუძელი . დაუახლოვდი ქართველებს , მათ ვინც თქვენი რჩეული მთავრობის დროს გაიქცნენ სამშობლოდან . ალბათ პარალელებს გაავლებ და მიხვდები რა ცუდია პოლიტიკოსის ოჯახის წევრობა.
04:04 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS