18 თებერვალი, 2019
ანი ტყებუჩავამ 15 კილოგრამი დაიკლო - მსახიობმა წონაში კლების საიდუმლო "რეიტინგს" გაუმხილა
მსახიობი და გადაცემა „მთავარი ექიმის“ წამყვანი, ანი ტყებუჩავა ორი ქალიშვილის დედაა. საკუთარი პროფესიის გამო, ანი მუდმივად ტელეეკრანზეა, ამიტომ ცდილობს, საკუთარ გარეგნობაზე განსაკუთრებულად იზრუნოს და ფორმაში იყოს.

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, ანიმ ათ კილოგრამზე მეტი მოიმატა და ზედმეტი წონის დასაკლებლად სპეციალურ დიეტას მიმართა, რისი წყალობითაც წონაში 15 კილოგრამი დაიკლო.

წონაში კლების საკუთარი საიდუმლო მსახიობმა და ტელეწამყვანმა „რეიტინგს“ გაუმხილა.

- ანი, ბოლო დროს საგრძნობლად დაიკელით წონაში, როგორ მოახერხეთ ეს?
- მეორე შვილის გაჩენის შემდეგ 15 კილოგრამი მქონდა
მომატებული, ამიტომ გადავწყვიტე, სპეციალური პროგრამისთვის მიმემართა.

ენდოკრინოლოგმა სპეციალურად ჩემთვის შეადგინა კვების რეჟიმი და ასე დავიკელი მომატებული კილოგრამები. ჩემი სურვილი იყო, ჯანსაღად დამეკლო წონაში, ამიტომ ავირჩიე პროგრამა, რომლის მეშვეობით თვეში 5 კილოგრამს ვიკლებდი. ეს არის დაბალანსებული, ჯანსაღი კვება. ყოველდღიურად ვიკლებდი წონაში და ძალიან მიხაროდა.

- რა პროდუქტები გქონდათ აკრძალული?

- აკრძალვები არ მქონია. თავიდან ბევრი ზღვის პროდუქტი შედიოდა ჩემს რაციონში, რომელიც ძროხის ხორცით ჩავანაცვლებინე, ასევე რეკომენდირებული იყო რძის მირთმევა, რომელიც კეფირით ჩავანაცვლეთ. ძვირიც ჯდება ეს დიეტა, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია და თუ შედეგის მიღება გინდა, ყველაფერი უნდა გააკეთო და მიყვე ენდოკრინოლოგის მოცემულ ინსტრუქციას. მივირთმევდი ავოკადოს, თხილს.

ინდივიდუალურია დიეტა ყველა ადამიანისთვის, ამან არ უნდა ავნოს ჯანმრთელობას. გადაცემა „მთავარი ექიმის“ წამყვანი ვარ და არც მაქვს იმის უფლება, არაჯანსაღი დიეტა დავიცვა. დიეტა ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მოხდეს ცხიმის წვა და კუნთის ხარჯზე არ უნდა მოხდეს წონის კლება.

- დღეში რამდენჯერ მიირთმევდით?
- დღეში ოთხჯერ მივირთმევდი, ასევე ვსვამ 2 ლიტრამდე წყალს. ვჭამდი ხილსაც, თავიდან ცოტა რთულია, მაგრამ როცა შედეგს ყველა აწონვისას ხვდები, უფრო მეტი სტიმული გეძლევა და შედეგი გახარებს.

- ადრეც გიცდიათ დიეტა?
- სულ ვცდილობ, ვაკონტროლო წონა, მაგრამ რაღაც ასაკში მეტაბოლიზმი დუნდება, კანიც ეშვება და საკუთარი ორგანიზმი აღარ გაძლევს ექსპერიმენტების უფლებას.

თუ მოგიწევს ამ დიეტის დარღვევა, გაპატიებენ. ჯანსაღი კვება აუცილებელია ნებისმიერი ადამიანისთვის, შესაძლოა, ამან დღეს არ მისცეს ჩემს ჯანმრთელობას შედეგი, მაგრამ თუ სწორად ვიკვებებით და ჯანსაღად, დროთა განმავლობაში ვნახავთ, რა კარგად აისახება ეს, როგორც ჩვენს გარეგნობაზე, ასევე ჯანმრთელობაზე.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
გიო
არ გიხდება სიგამხდე ცარიელი თავი დარჩი
15:23 / 26-02-2019
გამოხმაურება / 0 /
დათო
აუჰჰჰჰჰ ნეტა ვის აინტერესებს ან ეს ან მაგის დიეტა
01:29 / 20-02-2019
გამოხმაურება / 1 /
პუსკუ
იიი.... კიდე რაზე ვიჭორაოთ ბიჭოოო?))
01:52 / 25-03-2019
უცნობი
თმების გაკრეჭა არ მოუხდა
23:31 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS