14 თებერვალი, 2019
"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება" - როგორ დაამარცხა სიმსივნე და რა საქმე წამოიწყო ლელა წურწუმიას დამ მძიმე დიაგნოზის შემდეგ
ალბათ ცოტამ თუ იცის, რომ მომღერალ ლელა წურწუმიას ორი და ჰყავს. მისი უფროსი და - ხათუნა ექიმი, ხოლო უმცროსი ეკა - პედაგოგია.

რამდენიმე წლის წინ, წურწუმიების ოჯახი დიდი განსაცდელის წინაშე დადგა, მომღერლის ორივე დას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ დებმა ვერაგი დაავადება დაამარცხეს. ჟურნალ "გზის" რესპონდენტი მომღერლის უფროსი და ხათუნაა, რომელიც საკუთარი ბიზნესით არის დაკავებული და ორ ბიჭს ზრდის. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

"ექიმი ვარ, მაგრამ ვიცი, პაციენტი კლინიკაში თუ თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში, ეს
მისთვის უკეთესია. აქამდე სხვადასხვა ტიპის ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩემი მთავარი მისია დედობა გახლდათ, ორი ბიჭი მყავდა გასაზრდელი; ახლა, როცა ისინი უკვე დიდები არიან, გადავწყვიტე, მეც დამეწყო ჩემი საქმე..."

"ადამიანებმა კეთილი საქმეები ჩუმად უნდა აკეთონ და ეს შეგნება ასაკთან ერთად მოდის. მას შემდეგ, რაც ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, გადავწყვიტე, სხვებს დავხმარებოდი. შევიძინე მაღალკვალიფიციური აპარატი და ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, რომ ძვირადღირებული გამოკვლევები ჩაიტაროს, საშუალებას ვაძლევ, პროფესიონალი ექოსკოპისტების დახმარებით, მიზერულ თანხად, თითქმის უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევები..."

"არ უნდა ვიფიქროთ, რომ დიაგნოზით ყველაფერი მთავრდება. კიბო განაჩენი ნამდვილად არ არის. ამ დროს აუცილებელია ფსიქოლოგის დახმარება განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS