13 თებერვალი, 2019
მეგაპოლისიდან-საქართველოში - "მის ირანი 2015" თბილისში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს
„მის ირანი 2015“ მინა ჯეი საქართველოში ცხოვრობს და საკუთარი ბიზნესი აქვს. უფრო დეტალურად უმშვენიერესი მინა ჯეი საკუთარ თავსა და კარიერაზე „რეიტინგს“ ესაუბრა.

- მე ირანში დავიბადე და დუბაიში ვცხოვრობ. პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ, მაგრამ ამასთანავე წარმატებული სამოდელო კარიერაც მაქვს. 2015 წელს მოვიპოვე მის ირანის ტიტული და „მის აზია 2015“-ზე „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მივიღე. ამჯერად აქ ვარ, საქართველოში, სადაც საკუთარი სასტუმრო მაქვს და მე თვითონ ვარ ამ სასტუმროს მენეჯერი.

- ირანი კონსერვატორული ქვეყანაა, როგორ შეძელით სილამაზის კონკურსზე
მონაწილეობა?

- მე ემირატებში ვცხოვრობ, თუმცა, პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას, მის ტრადიციებს. როცა სილამაზის კონკურსზე გამოვედი, ირანის ეროვნული სამოსი მეცვა და ამით დავაფიქსირე ჩემი პატივისცემა ჩემი ქვეყნისა და რელიგიის მიმართ.


Rating

- საქართველოში როგორ მოხვდით?
- თავდაპირველად, როგორც ტურისტი ისე მოვხვდი საქართველოში, წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ქვეყანამ, ამ ქალაქმა. ერთი კვირა ძალიან ცოტაა ქვეყნის გასაცნობად, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რა კარგი ქვეყანაა და გადავწყვიტე, აქ დამეწყო ბიზნესი. თქვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, ტურისტულად განვითარებადი ქვეყანა გაქვთ და სასტუმროს გახსნაზე უკეთესს, რას გავაკეთებდი?ასე დავიწყე ბიზნესი თბილისში.

- როგორი დამოკიდებულება აქვთ ირანელებს ქართველების მიმართ?
- ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად შარვალი, მონეტა და ა.შ. ბევრი საერთო სიტყვებიც გვაქვს.

- მოდელობა რა ასაკში დაიწყეთ?

- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. ერთხელ ფილმს ვუყურე კოლუმბიელ მოდელზე და მომინდა, თავადაც ისეთი ცხოვრება მქონოდა. წავედი, ლამაზ კაბაში ფოტოები გადამიღო ჩემმა მეგობარმა ფოტოგრაფმა და ასე დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა.

Rating

- ირანში დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?
- ირანში დავიწყე. სამოდელო კარიერა, შემდეგ დუბაიში წავედი ოჯახთან ერთად, იქ ეძებდნენ მის ირანს და მე შემარჩიეს. ასე მოვხვდი სილამაზის კონკურსზე „მის აზია“, სადაც კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე. როგორც მოდელს, ემირატებში უფრო დიდი პერსპექტივები მაქვს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის ტრადიციებს და ყველა ნაბიჯზე ვითვალისწინებ.

Rating

- დუბაიში რატომ გადახვედით ირანიდან?
- 5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ირანიდან დუბაიში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ დაიწყეს ბიზნესი, რომელსაც წარმატებით მართავენ. რადგან ძალიან პატარა ვიყავი, მე ირანში დავრჩი, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ, მეც ემირატებში გადავედი საცხოვრებლად. ჩემს მშობლებს დუბაიში ტექსტილის ბიზნესი აქვთ, ასე რომ ეს საქმე სისხლში მაქვს. საერთოდ არ მიშლის ხელს, ერთდროულად ვიყო მიკრობიოლოგი, ბიზნესვუმენი და მოდელი. ამის გარდა, დაკავებული ვარ დიზაინით და მიყვარს პარკური, მართალია, ეს მძიმე სახეობაა და უფრო მამაკაცების სპორტად ითვლება, მაგრამ შესანიშნავად ვართმევ თავს.
ასევე მაქვს სამკაულების ჩემი ბრენდი, მართალია, ამ სამკაულების მაღაზია თბილისში არ მაქვს, მისი შეძენა ონლაინ ან დუბაიშია შესაძლებელი, მაგრამ ვიცი, როგორ განვავითარო, როგორც სასტუმროს, ასევე სამკაულების ბიზნესი.

Rating

სულ ცოტა ხნის წინ, მოვახერხე ბიზნესის და დიზაინის შერწყმა. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და შესაძლებლობებისთვის. ვიცი, ყველაფერი კარგად გამომივა.

ბიზნესს სწორ ადგილზე თუ დაიწყებ, აუცილებლად განვითარდება.

- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნატო
დაგვანებეთ რა თავი და წადით თქვენ ქვეყანაში,მოინდომეს აქ ბიზნესის კეთება,ატანა არ მაქვს ირანელების
13:47 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
წადი და შენს ქვეყანაში აკეთე ბიზნესი,აქ არავის ჭირდები,ესენიღა გვაკლდნენ რა
13:44 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
თამრო
არ გათეთრდება ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა . ამათზეა ნათქვამი . პლასტიკური ოპერაციით დახვეწილი ცხვირი . მეტი რის გამოჩენა მოგიხდებოდა ჭანჭებში? მოიგებდი აბა რა იქნებოდა ამ კონკურს ამას პლიუს შენი წონა ოქრო იქნებოდა სასწორზე დადებული და გადაწონიდა ჟიურის დამგელებულ მადას. წაათრიე შენი ირანელი მათხოვარი თანამემამულეები და წადი მშვიდობით საიდანაც მოხვედი. სასტუმროთა ბიზნესში კონკურენტი არ გვჭიდება ისედაც გბყვს კონკურენტები.
22:31 / 13-02-2019
გამოხმაურება / 1 /
თიკო
რა სამარცხვინო კომენტარია, იმედს ვიტოვებ უკეთესად გსმოიყურებით
22:00 / 14-02-2019
თამარი
რატომ იწვევს ჩემში ირანელის დანახვა და გაგონება ენით აუწერელ ზიზღს???! თურქების მიმართ ასეთი ზიზღი არ მაქვს მაგრამ მაინც ვერ ვიტან მათაც . ალბათ თავიანთ რრელიგიის და ადათ წესების თავზე მოხვევის გამო დპყრობის და ომების გამო . ასევე ის რომ საუკუნეების მანძილზე არ იცვლებიან რაც იყვნენ ისევ ის პირველოფილები არიან.
22:26 / 13-02-2019
გამოხმაურება / 1 /
aleksandre
მაგასსაშუალო გარეგნობის ქართველი ჯობია, ისე ჩემი სათქმელი თქვი
18:13 / 16-02-2019
მომწონს!
დედა, ეს რა ვნახეო - არა, მაგრამ სიმპათიური გოგოა... ეტყობა, ძალიან მიზანსწრაფული, გონიერი და ნიჭიერია! ყოჩაღ! მიბაძეთ ქართველმა გოგოებმაც, მხოლოდ ინტერნეტჭორაობასა და ერთმანეთის "ლავ-სტორების" განხილვაში რომ არ გალიოთ წუთისოფელი...
21:38 / 13-02-2019
გამოხმაურება / 2 /
გიორგი
მოკლედ საკუთარის დამცირებისკენ რამხელა მიდრეკილება გაქვთ. რა ეტყობა მაგას გონიერების, ძლივს ბოდავს რაღაცას. საშუალოსტატისტიკური ქართველი გოგო ყველა ასპექტში ჯობია ირანელს - ვიზუალით, ინტელექტით, ქცევებით. ან რა მის ესაა. მილიონი პლასტიკური ოპერაცია აქვს გაკეთებული - ცხვირი, ტუჩი, მკერდი. ირანელი ქალები პლასტიკური ქირურგიის და ვიზაჟის გარეშე ნამდვილ ჯოჯოებს ჰგვანან. ისე ეშმაკი კი ჩანს. ნუ ირანელები ცნობილი აფერისტები არიან ისტორიულად, ქალი გინდა კაცი გინდა.
13:19 / 19-02-2019
გიორგი
საიდან მოიტანე რომ ქართველი გოგოები ინტერნეტ ჭორაობის მეტს არაფერს აკეთეებენ. უამრავი უნიჭიერესი და მიზანსრაფული გოგოა საქართვლოში, ძალიან ბევრი რომ მიაღწიეს თავისით. ვინაა ეს მურთხი ამასთან ჩვენს ანგელოზივით გოგოებს რომ ამცირებ.
13:25 / 19-02-2019
TOPS