- მე ირანში დავიბადე და დუბაიში ვცხოვრობ. პროფესიით მიკრობიოლოგი ვარ, მაგრამ ამასთანავე წარმატებული სამოდელო კარიერაც მაქვს. 2015 წელს მოვიპოვე მის ირანის ტიტული და „მის აზია 2015“-ზე „მის ფოტოგენურობის“ ტიტული მივიღე. ამჯერად აქ ვარ, საქართველოში, სადაც საკუთარი სასტუმრო მაქვს და მე თვითონ ვარ ამ სასტუმროს მენეჯერი.
- ირანი კონსერვატორული ქვეყანაა, როგორ შეძელით სილამაზის კონკურსზე
- მე ემირატებში ვცხოვრობ, თუმცა, პატივს ვცემ ჩემს ქვეყანას, მის ტრადიციებს. როცა სილამაზის კონკურსზე გამოვედი, ირანის ეროვნული სამოსი მეცვა და ამით დავაფიქსირე ჩემი პატივისცემა ჩემი ქვეყნისა და რელიგიის მიმართ.

- საქართველოში როგორ მოხვდით?
- თავდაპირველად, როგორც ტურისტი ისე მოვხვდი საქართველოში, წარმოუდგენელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ამ ქვეყანამ, ამ ქალაქმა. ერთი კვირა ძალიან ცოტაა ქვეყნის გასაცნობად, მაგრამ თავიდანვე მივხვდი, რა კარგი ქვეყანაა და გადავწყვიტე, აქ დამეწყო ბიზნესი. თქვენს ქვეყანაში ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, ტურისტულად განვითარებადი ქვეყანა გაქვთ და სასტუმროს გახსნაზე უკეთესს, რას გავაკეთებდი?ასე დავიწყე ბიზნესი თბილისში.
- როგორი დამოკიდებულება აქვთ ირანელებს ქართველების მიმართ?
- ჩვენს ქვეყნებს ძალიან ბევრი საერთო აქვთ, მაგალითად შარვალი, მონეტა და ა.შ. ბევრი საერთო სიტყვებიც გვაქვს.
- მოდელობა რა ასაკში დაიწყეთ?
- პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მე ეს საქმე ძალიან მიყვარს. ერთხელ ფილმს ვუყურე კოლუმბიელ მოდელზე და მომინდა, თავადაც ისეთი ცხოვრება მქონოდა. წავედი, ლამაზ კაბაში ფოტოები გადამიღო ჩემმა მეგობარმა ფოტოგრაფმა და ასე დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა.

- ირანში დაიწყო თქვენი სამოდელო კარიერა?
- ირანში დავიწყე. სამოდელო კარიერა, შემდეგ დუბაიში წავედი ოჯახთან ერთად, იქ ეძებდნენ მის ირანს და მე შემარჩიეს. ასე მოვხვდი სილამაზის კონკურსზე „მის აზია“, სადაც კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე. როგორც მოდელს, ემირატებში უფრო დიდი პერსპექტივები მაქვს, მაგრამ დიდ პატივს ვცემ ჩემი ქვეყნის ტრადიციებს და ყველა ნაბიჯზე ვითვალისწინებ.

- დუბაიში რატომ გადახვედით ირანიდან?
- 5 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მშობლები ირანიდან დუბაიში გადავიდნენ საცხოვრებლად. იქ დაიწყეს ბიზნესი, რომელსაც წარმატებით მართავენ. რადგან ძალიან პატარა ვიყავი, მე ირანში დავრჩი, მაგრამ სკოლის დასრულების შემდეგ, მეც ემირატებში გადავედი საცხოვრებლად. ჩემს მშობლებს დუბაიში ტექსტილის ბიზნესი აქვთ, ასე რომ ეს საქმე სისხლში მაქვს. საერთოდ არ მიშლის ხელს, ერთდროულად ვიყო მიკრობიოლოგი, ბიზნესვუმენი და მოდელი. ამის გარდა, დაკავებული ვარ დიზაინით და მიყვარს პარკური, მართალია, ეს მძიმე სახეობაა და უფრო მამაკაცების სპორტად ითვლება, მაგრამ შესანიშნავად ვართმევ თავს.
ასევე მაქვს სამკაულების ჩემი ბრენდი, მართალია, ამ სამკაულების მაღაზია თბილისში არ მაქვს, მისი შეძენა ონლაინ ან დუბაიშია შესაძლებელი, მაგრამ ვიცი, როგორ განვავითარო, როგორც სასტუმროს, ასევე სამკაულების ბიზნესი.

სულ ცოტა ხნის წინ, მოვახერხე ბიზნესის და დიზაინის შერწყმა. მზად ვარ ახალი გამოწვევებისთვის და შესაძლებლობებისთვის. ვიცი, ყველაფერი კარგად გამომივა.
ბიზნესს სწორ ადგილზე თუ დაიწყებ, აუცილებლად განვითარდება.
- თქვენს პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?
- არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს საკუთარი პირადი ცხოვრება.