12 თებერვალი, 2019
"სახეზე რაღაც ინიექციებიც შემიყვანია, რადგან ქალმა თავს უნდა მიხედოს!" - ნანი ბრეგვაძე
რუბ­რი­კა "გე­მოვ­ნე­ბა­ში" სა­მა­გა­ლი­თო და მი­სა­ბაძ გე­მოვ­ნე­ბი­ან ქალ­ბა­ტო­ნად ხში­რად ასა­ხე­ლე­ბენ ნანი ბრეგ­ვა­ძეს. ამ­ჯე­რად, მომ­ღე­რა­ლი თა­ვად და­ვა­ყე­ნეთ არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე და ვკი­თხეთ, თუ ვის გა­მო­არ­ჩევს, რო­გორც ყვე­ლა­ზე გე­მოვ­ნე­ბი­ან ადა­მი­ანს...

- პირ­ველ რიგ­ში, უღ­რმე­სი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, ვინც გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნად და­მა­სა­ხე­ლა... გულ­წრფე­ლად გი­თხრათ, გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი ქალ­ბა­ტო­ნია, რომ­ლებ­საც ამ მხრივ, ჩემ­ზე წინ და­ვა­ყე­ნებ­დი. კარ­გი გე­მოვ­ნე­ბის ხალ­ხი ნამ­დვი­ლად გვყავს და რაღა მე ამო­მარ­ჩი­ეს, არ ვიცი. თუმ­ცა, ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა! სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, მად­ლი­ე­რე­ბა რო­გორ გა­მოვ­ხა­ტო!

- რა ახ­დენს
ადა­მი­ან­ზე ყვე­ლა­ზე დიდ გავ­ლე­ნას გე­მოვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში?


- გე­მოვ­ნე­ბა ღვთით ბო­ძე­ბუ­ლია, რო­გორც ხმა, ლექ­სის წე­რის ნიჭი და ა.შ. შე­იძ­ლე­ბა, მხატ­ვა­რიც კი არ იყოს ვი­ღა­ცის­თვის გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი... პი­რა­დად მე, ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ იმა­ზე, რომ ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დე. მა­გა­ლი­თად, თი­ნე­ი­ჯერ გო­გო­ნებს რომ ვუ­ყუ­რებ, მათ სა­მოს­ში, აქ­სე­სუ­ა­რებ­ში რა­ღა­ცე­ბი მომ­წონს და იმ­წუ­თას მა­ვი­წყდე­ბა, რამ­დე­ნი წლის ვარ. მერე მახ­სენ­დე­ბა ჩემი ასა­კი და უკან ვი­ხევ - ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლია (იღი­მის)! ასე­თი რამ არ უნდა შე­გე­შა­ლოს: რა უხ­დე­ბა თი­ნე­ი­ჯერს და რა - შენს ასაკს! ზედ­მე­ტი არა­სო­დეს უნდა მო­გი­ვი­დეს, ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია! ხში­რად ვკი­თხუ­ლობ მო­დის ჟურ­ნა­ლებს. რჩე­ვებს ვე­კი­თხე­ბი ჩემს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც მო­დის სფე­რო­ში ერ­კვე­ვი­ან...

- ასა­კის მა­ტე­ბას ზო­გი­ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ნიც­დის, ზო­გიც პირი­ქით, ამას სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­იჩ­ნევს...

- ვფიქ­რობ, არც ერთ ქალს არ უხა­რია წლე­ბი რომ ემა­ტე­ბა, მაგ­რამ ტრა­გე­დი­აც არ უნდა შექ­მნა! მე მა­გა­ლი­თად, ჩემს ასაკს ხმა­მაღ­ლა ვე­ღარ ვამ­ბობ, რად­გან მგო­ნია, ამ ასა­კის არ ვარ - მთა­ვა­რია ში­ნა­გა­ნი გან­წყო­ბა! ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი არ უნდა და­კარ­გო! ღმერ­თმა იცის, კი­დევ რამ­დენს ვი­ცო­ცხლებ, მაგ­რამ სულ რა­ღა­ცის იმე­დი მაქვს! არ უნდა იტი­რო და არ უნდა იყო და­ბოღ­მი­ლი, არ უნდა ბრა­ზობ­დე რა­ღა­ცებ­ზე! იქ­ნებ ახალ­გაზ­რდე­ბი მარ­თლე­ბი არი­ან, სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა რომ უჭირთ უფ­როს თა­ო­ბას­თან... მე მსურს მივ­ყვე დროს. დროს თუ არ აჰ­ყვე­ბი, მა­შინ მარ­თლა ბე­ბე­რი ხარ!

- ადა­მი­ან­მა რომ კარ­გი გან­წყო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბაა. მე­თან­ხმე­ბით?

- ნამ­დვი­ლად! ერთი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ქალ­ბა­ტო­ნი ამ­ბობ­და, - და­ა­ნე­ბეთ თავი ყვე­ლაფ­რის შე­ძე­ნას, ბევ­რი იმოგ­ზა­უ­რეთ და ის საქ­მე აკე­თეთ, რაც ძა­ლი­ან გიყ­ვართ. ჰოდა, დიდ­ხანს იცო­ცხლებ­თო... მარ­თა­ლია და ამ მო­საზ­რე­ბას სრუ­ლი­ად ვე­თან­ხმე­ბი! უამ­რა­ვი რამ შე­ვი­ძი­ნე და შე­იძ­ლე­ბა, ჩემ­მა შვი­ლიშ­ვი­ლებ­მა მერე ყვე­ლა­ფე­რი გა­და­ყა­რონ, რად­გან მო­და­ში სხვა რამ იქ­ნე­ბა... ამი­ტო­მაც, მი­ხე­დე ადა­მი­ან­მა შენს ცხოვ­რე­ბას და იმოგ­ზა­უ­რე. ყვე­ლა ქვე­ყა­ნას აქვს სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS