- მანჩოს ცხოვრებას დაქალები განსაზღვრავს. შენს ცხოვრებაში რა ადგილი უჭირავს დაქალებს?
- მეგობრები ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ. ძალიან სოციალური ვარ და ადამიანები მიყვარს. მით

- სიყვარულთან დაკავშირებული სიახლე მარტო სერიალში არ გაქვს. რეალურადაც სიახლეა ამ მხრივ, როგორც ვიცი, ოჯახი შექმენი, გაგვაცანი მეუღლე...
- კი ასეა. ახლა ჩემს ცხოვრებაში ასეთი ადამიანი არსებობს და ის ჩემი მეუღლე ვასკა ქართველიშვილია, რომელიც პროფესიით რეჟისორია.

- მსახიობის ამპლუაში როგორ გაფასებს?
- საერთოდ არ აღმიქვამს მსახიობად. არ მინდა სერიალს უყუროს, იმიტომ რომ ძირითადად შენიშვნები აქვს. ერთხელ ვკითხე და მივხვდი, არ უნდა მეკითხა. პროფესიონალურად მაფასებს და ვახსენებ ხოლმე, რომ მე მსახიობი არ ვარ.

- თაყვანისმცემლებისგან ყოველთვის განებივრებული იყავი და შენი მოხიბვლა მარტივი ამბავი არ მგონია...
- ყველაფერი ძალიან ბუნებრივად მოხდა, ორივე მხრიდან იყო ამის სურვილი. თავის დაფასებები და მსგავსი რამეები ბავშვური თამაშები მგონია. დადგმული და მოგონილი რაღაცეები არ მიყვარს. ადამიანები და ურთიერთობები მაშინ არის საინტერესო, თუ ორივე პროცესში იზრდება, ვითარდება. სხვა შემთხვევაში ცხოვრება ერთ ადგილზე ჩერდება. თუ ადამიანი მაინტერესებს, ბარიერებს ხელოვნურად არ ვქმნი, ბუნებრივად რაც ხდება, ისიც საკმარისია.
ჟურნალი "თბილისელები"