06 თებერვალი, 2019
"სრულფასოვანი ოჯახი ვართ" - ანი ბებიას და ილო ბეროშვილის სიყვარულის ისტორია
მსა­ხი­ო­ბე­ბი, ილო ბე­როშ­ვი­ლი და ანი ბე­ბია, თა­ვი­ანთ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას კარ­გა ხანი მა­ლავ­დნენ, ამ თე­მა­ზე სა­ჯა­როდ არ სა­უბ­რობ­დნენ, მაგ­რამ თბი­ლის­ში რა და­ი­მა­ლე­ბა. მათი და­წყვი­ლე­ბის შე­სა­ხებ ხმე­ბი ჯერ კი­დევ მა­შინ გავ­რცელ­და, ვიდ­რე სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ახალ სე­ზონ­ზე მათ პერ­სო­ნა­ჟებს შო­რის გაჩ­ნდე­ბო­და ინ­ტრი­გა. ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ილოს და ანის ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მოჩ­ნდა, კო­მენ­ტა­რებ­ში მათ და­ქორ­წი­ნე­ბას ულო­ცავ­დნენ. ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­დნენ ცოლ-ქმა­რი თუ არა, მათ "სარ­კეს­თან" ისა­უბ­რეს შე­პი­რე­ბულ ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

- თქვენ­მა ერ­თობ­ლივ­მა ფო­ტომ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია სო­ცი­ა­ლურ
ქსელ­ში. გი­ლო­ცავ­დნენ და­ქორ­წი­ნე­ბას. რა ხდე­ბა, ჩვენც მო­გი­ლო­ცოთ?


ანი:

რე­ა­ლუ­რად დაქრწი­ნე­ბუ­ლე­ბი არ ვართ.

Rating

ილო:


ამ ფო­ტოს ის­ტო­რია ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია: ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მოს წამ­ყვა­ნე­ბი ვი­ყა­ვით. ანის ფო­ტო­ში აც­ვია თეთ­რი კაბა, რო­მელ­საც ფე­რად-ფე­რა­დი კოპ­ლე­ბი აქვს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ჩვე­ნი ქორ­წი­ლი ალ­ბათ ასეთ სტილ­ში წარ­მო­უდ­გე­ნია.

ანი:


რამ­დე­ნი­მე თვეა, ერ­თად ვართ. როცა პირ­ვე­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­დეთ, არა­ფე­რი ეტყო­ბო­და, თუ ჩვენ შო­რის რამე ხდე­ბო­და, მაგ­რამ მა­შინ­ვე მოჰ­ყვა ერთი ამ­ბა­ვი, რომ სა­უ­კე­თე­სო წყვი­ლი ვართ. არა­და მა­შინ ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბევ­რი რამ არ იყო გარ­კვე­უ­ლი. სა­ნამ თვი­თონ გა­ვერ­კვე­ო­დით, ვი­ყა­ვით თუ არა შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი, ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მებ­მა ეს ჩვენ მა­გივ­რად გა­ა­კე­თეს. ყვე­ლა­ფერ­ში როცა გა­ვერ­კვი­ეთ, ამის აფი­ში­რე­ბის სურ­ვი­ლი არ გაგ­ვიჩ­ნდა, რად­გან ისე­დაც დიდი დო­ზით ერე­ო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ჯა­რო გახ­და ილოს და­ბა­დე­ბის დღე­ზე, როცა ბახ­ვამ (ბრეგ­ვა­ძე) გა­დაგ­ვი­ღო ვი­დეო, სა­დაც ილო მკოც­ნის. ამის შემ­დეგ უკვე ყვე­ლამ გა­ი­გო ჩვე­ნი ამ­ბა­ვი.


Rating
ილო:

არა­მარ­ტო ამ სა­კი­თხში, ზო­გა­დად არ ვართ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი. რო­მე­ლი კენი უეს­ტი და კიმ კარ­და­ში­ა­ნი ჩვენ ვართ, რომ ჩვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ.

- რო­დის და სა­ი­დან და­ი­წყო თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია?

ანი:

მეც, რო­გორც ბევ­რი სხვა, ილოს ეკ­რა­ნი­დან ვიც­ნობ­დი. ერთხელ რა­დი­ო­ში მი­მიწ­ვი­ეს, სა­დაც თა­ნა­წამ­ყვა­ნი ილო იყო. სა­უბ­რის თემა ეხე­ბო­და სი­ლა­მა­ზე­სა და ჯან­საღ ცხოვ­რე­ბას. იქ გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ნაც­ნო­ბო­ბით შე­მო­ი­ფარ­გლა, რად­გან მე იმ დროს მყავ­და ოჯა­ხი. მახ­სოვს, პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას უზ­რდე­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა, რად­გან სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დი, ტე­ლე­ფო­ნით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი, ერთი ამომ­ხე­და და ისევ ტე­ლე­ფონ­ში ჩარ­გო თავი.



ილო:

ეტყო­ბა, მა­შინ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა და შემ­რცხვა, რომ სა­ხე­ზე შე­მე­ტყო­ბო­და. სხვა­თა შო­რის, სე­რი­ალ "ხე­ლოვ­ნურ სუნ­თქვა­ში" ანი ნა­ნა­ხი არ მყავ­და, ამი­ტომ ეს სი­ლა­მა­ზე რე­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლად იქ და­ვი­ნა­ხე.

ანი:

მე­უღ­ლეს მა­ლე­ვე გავ­შორ­დი, რად­გან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უკვე გვქონ­და პრობ­ლე­მა. ეს ისე მოხ­და, რომ ილო არა­ფერ შუ­ა­ში იყო. გა­და­ცე­მის შემ­დეგ მომ­წე­რა, მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და სტუმ­რო­ბის­თვის და აღ­ნიშ­ნა, რომ ფო­ტო­ებ­ზე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი. ამის მერე ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გაგ­რძელ­და, რო­გო­რიც შე­იძ­ლე­ბა კარგ ნაც­ნობ­თან გქონ­დეს.

Rating

ოჯა­ხის დან­გრე­ვის შემ­დეგ სა­ერ­თოდ არ მინ­დო­და არა­ვი­თა­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი საქ­მე­ზე, ამი­ტო­მაც ილომ მე­გობ­რო­ბის სტრა­ტე­გია აირ­ჩია და შემ­დეგ შე­მაყ­ვა­რა თავი.

- ანი, რო­დის დარ­წმუნ­დით, რომ ილოს ნამ­დვი­ლად უყ­ვარ­დით?

ანი:

რო­დე­საც დი­ლის 8 სა­ათ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რად უმა­კი­ა­ჟოდ, მო­უ­წეს­რი­გე­ბელს გნა­ხავს და მა­ინც მო­ე­წო­ნე­ბი, შემ­დეგ ვა­კე­ლი ბიჭი ვა­ზი­სუ­ბან­ში გა­გა­ცი­ლებს და კი­დევ ათას რა­მეს გა­ა­კე­თებს, ფიქ­რობ, რომ სე­რი­ო­ზუ­ლად გი­ყუ­რებს.

- დღეს რა ეტაპ­ზეა თქვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა? განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS