„რეიტინგი“ სამორის მეუღლეს, სოფო ბარნოვს ამერიკაში დაუკავშირდა და შეეცადა, გაერკვია, როგორ მიდის ცნობილი წყვილის ამერიკული ცხოვრება.
- სოფო, პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ აუღეთ ალღო ამერიკულ რიტმს და რა სირთულეებს წააწყდით?
- ამერიკაში, კერძოდ ნიუ იორში, 4 წელია, რაც ვცხოვრობ ოჯახთან ერთად. როცა ჩამოვედით, პირველი თვეები აქამდე სისტემაზე გადასრთავად გავერკვიე უამრავ ჩემთვის უცხო საკითხში ბიუროკრატიულსა
- რას საქმიანობთ თქვენ და სამორი ამერიკაში?
- მე ჩემი პროფესიით ვმუშაობ 2 კომპანიაში, პირველში როგრც ''decorative painter’’ ინტერიერში შეგვაქვს ცვლილებები, ფაქტურული და დეკორატიული მოტივის სახით, რაც ცხადია ხელით მოხატვას გულისხმობს, ხოლო მეორე კომპანიაში ვმუშაობ როგორც ‘’jewelry designer’’, ვქმნი სამკაულების დიზაინს. ასევე საკუთარ შემოქმედებას ვუთმობ დროს. რაც შეეხება სამორის, მანაც ბევრ სამსახურში გამოსცადა თავი, მათ შორის რთულ სამსახურებშიც, აქვს საინტერესო პროექტი და პარალელურად მუდმივად აკეთებს მუსიკას.
- როგორია საქართველოს გარეთ ცხოვრება?
- ვერ ვიტყოდი რომ მარტივია სახლიდან შორს ყოფნა, პირველ რიგში, ოჯახის წევრებისა და მეგობრებისგან, თუმცა, მიღებული გამოცდილება ვფიქრობ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თვითგანვითარებისთვის, როგორც პროფესიული ასევე პიროვნული, რაც საკუთარი თავის გაცნობაში გვეხმარება. სრულიად უცხო გარემოში ამას უკეთესად ახერხებ, რადგან სირთულეები ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება.
- რა სირთულეებს წააწყდით ემიგრაციაში ყოფნისას და საერთოდ, რატომ გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა?
- ყველაზე რთული მაინც გადაწყვეტილების მიღება იყო, თუმცა, როგორც ავღნიშნე, გარემოს შეცვლა ახალი ცოდნის, მიღება და შემდგომ იმ ადამიანებისთვის გაზიარება, ვისაც აქვს ინტერესი, ასევე პრიორიტეტულია.
- ცნობილია, რომ თქვენი ბრენდი ბარნოვი, 2017 წელს ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე იყო წარდგენილი, როგორ გაიკვლიეთ გზა დიდ მოდაში და ახლა რა პროექტებზე მუშაობთ?
- დაახლოებით 9 ჯგუფურ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ასევე იყო ნიუ-ორკის მოდის კვირეული, ზოგადად ეს ის ქალაქია, რომელიც უდიდეს შესაძლებლობას აძლევს ადამიანებს, ვისაც მონდომება და შრომისმოყვარეობა არ აკლია. ამჟამად ვმუშაობ ახალ კოლექციაზე, რომელიც 2 თვეში დასრულდება.
- სამორი რას საქმიანობს ამერიკაში?
- სამორი რამოდენიმე საინტერესო პროექტშია ჩართული, ასევე მუშაობს საკუთარ სტუდიაში, სადაც ქმნის მუსიკას.
- მოგვიყევით თქვენს შვილზე, როგორ ახერხებთ თქვენ და სამორი მშობლებისგან შორს ერთდოულად საქმის წარმატებით გაკეთებას და ბავშვის აღზრდას?
- გვყავს პატარა ბიჭი, ვზრდით მხოლოდ მე და სამორი, ვფიქრობ, დროის სწორი გადანაწილებაა უმნიშვნელოვანესი და მაშინ ყველაფრის მოსწრებაა შესაძლებელი.
- სამორის არ ენატრება ტელევიზია?
- მის ცხოვრებაში ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, საიდანაც მიიღო უდიდესი გამოცდილება, ხალხის სითბო და სიყვარული, რაც ძალიან სასიხარულოა. ამ კითხვაზე დაზუსტებით პასუხის გაცემა კი მხოლოდ სამორის შეუძლია.
- აპირებთ თუ არა საქართველოში დაბრუნებას?
- აუცილებლად.