25 იანვარი, 2019
ნინა წკრიალაშვილის პირველი ინტერვიუ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინა წკრიალაშვილი ორიგინალური გემოვნებით გამოირჩევა. ის ბოლო დროს პრესასთან აღარ ურთიერთობს და ინტერვიუებს თავს არიდებს. თუმცა, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, პირველი ინტერვიუ მოდის ონლაინ-პლატფორმას www.streetstyle.ge-ს მისცა, სადაც მოდაზე და სამოსზე ისაუბრა.

- როგორ ლუქში აღმოაჩინეთ პირველად თქვენი თავი, რომელიც თქვენს გემოვნებას დადებითად უსვავდა ხაზს სხვისი და თქვენი შეფასებით?

Rating

- საკუთარი შეხედულებით, ალბათ, 20 წლის რომ ვიყავი, მაშინ, რადგან ბავშვობაში საკმაოდ ხორციანი ვიყავი და გამორიცხულია რამე მომეწონოს ან საკუთარ თავზე ან სხვის სხეულზე. ვიცი,
წონა გემოვნებასთან არაფერ შუაშია, მაგრამ მე ვაღიარებ ჩემი ბავშვობის გამო კომპლექსი მაქვს, თუნდაც 5 კილო იყო ზედმეტი. თუმცა, ბავშვობიდან განსხვავებული გემოვნება მაქვს და არ ვატარებდი სამოსს ისე, როგორც სხვები. ბავშვობაში ჩემს გამხდარ მეგობრებს უცნაურ რჩევებს ვაძლევდი, რასაც საკუთარ თავზე ვერ ვახორციელებდი, მინდოდა, მათზე მენახა.

- რა განსაზღვრავს ლუქის წარმატებას, ბრენდი, მისი ფასი თუ განსხვავებული სტილი?

- გააჩნია სიტუაციას და ადგილს. სამწუხაროდ, არსებობს გარკვეული ადგილები, სადაც ძვირადღირებული ბრენდით უნდა მოიწონონ თავი, მე პირადად, მეგოიმება თუნდაც იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში, ამ ადამიანებს შორის 80%-ზე მეტს ფანტაზია ნულის ქვემოთ აქვთ და მხოლოდ ბრენდით შეუძლიათ თავი მოიწონონ.

Rating

რასაკვირველია, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო ძვირადღირებული ბრენდების მიმართ და ხშირად მეც ვცდილობ,  შევიძინო კონკრეტული ნივთი სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა დიზაინერის, მაგრამ არა იმიტომ, რომ კარგი ტონია, არამედ იმიტომ, რომ მომწონს სტილი და კარგი ხარისხია.

მაგრამ არასდროს მიგრძვნია თავი იმაზე თავდაჯერებულად, როდესაც ვიცი, რომ განსხვავებულად მაცვია. ვერავინ ხვდება, ვისი სამოსია, ხშირად შეიძლება იყოს შეკერილი. ძნელია მოკლე პასუხის გაცემა, მაგრამ ხშირად ვფიქრობ, მნიშვნელოვანია განსხვავებული და კარგი ხარისხი და არა მაღალი ფასი. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ნინო
სულაც არ არის ამბიციური პირიქით ზედმეტად უბრალოა ურთიერთობებში გასაგებია რომ ზედმეტად ვულგარულად იცმევს მაგრამ ეს მისი გემოვნებაა
21:04 / 03-02-2019
გამოხმაურება / 0 /
შურიკა
რა დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე! მართლა რამეს რომ წარმოადგენდეს....
22:49 / 29-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS