"ეს ერთი წელი მინდა, ჰუმანიტარულ საქმიანობას, ქველმოქმედებას დავუთმო. რაც ჩემს ძალებში იყო, სულ ვეხმარებოდი სხვას, მოხუცთა თავშესაფარშიც დავდიოდი.

ახლა ისე გამოდის, რომ ეს ყველაფერი ფართო არეალმა უნდა გაიგოს და მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში სხვადასხვა კომპანიები ჩაერთვებიან.
დღეს ამ კუთხით ბევრი კარგი საქმის გაკეთებაა შესაძლებელი. რაც შეეხება გათხოვებას, მეკრძალება

სიყვარულიც რომ მოვიდეს, აუცილებელი ხომ არ არის, მაშინვე გავთხოვდე. ახლა ჩემი მიზანია, მთელი დრო მოვახმარო იმ პასუხისმგებლობას, რაც დამეკისრა, დანარჩენი ყველაფერი გვერდით მაქვს გადადებული", - ამბობს ნინი.