23 იანვარი, 2019
ბაჩო ქაჯაიამ 50 კილოგრამი დაიკლო - მსახიობი წონაში კლების საიდუმლოს ამხელს
„საზოგადოებრივ არხზე“ იწყება ახალი იუმორისტული გადაცემა, რომლის წამყვანიც მსახიობი ბაჩო ქაჯაიაა. ბაჩო ბოლო პერიოდში ეკრანზე ისე ხშირად აღარ ჩანდა. ეს დრო, როგორც ამბობს, ბიზნესში ძალების მოსასინჯად გამოიყენა და საკმაოდ წარმატებულად.

- ბოლო პერიოდში ეკრანზე აღარ ჩანდი, რა ხდებოდა?
- ამ პერიოდში ბიზნესში შევყავი თავი. მე და ჩემმა მეგობრებმა სარესტორნო ბიზნესში მოვსინჯეთ ძალები. ახლა აღმაშენებელზე გავაკეთეთ ძალიან საინტერესო რესტორანი. მაგრამ ამ ქუჩის კონცეპტი ისე არ განვითარდა, როგორც დაგეგმილი იყო და ამიტომ მდებარეობის შეცვლა გადავწყვიტეთ. ეს პროცესი
ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. რეგიონები მოვიარეთ, მივიწყებული კერძები მოვიძიეთ, რეცეპტები მარტო ბებიებს რომ ახსოვდათ და ამ ყველაფერს შემოქმედებითად მივუდექით. მერე გადავწყვიტეთ ეს პროცესი გადაგვეღო.

- შენი ბუნებრივი წონა როგორია?
- 2007 წელს, „შუა ქალაქში“ რომ მივედი, არც ვიყავი ისეთი, როგორიც მერე ვახსოვარ მაყურებელს, იმ პერიოდში მოვიმატე. თუმცა, არც მანამდე ვყოფილვარ ასე გამხდარი. სანამ ჩავაბარებდი 110 კილო ვიყავი. კონსულტაციებზე რომ მივედი, მითხრეს, შანსი არაა, ვერ მიგიღებთო, 17 წლის ბიჭს რა უნდა გათამაშოთ, 110 კილო რომ ხარო. თუ არ გახდი, როგორ გავიგოთ ხარ თუ არა ნიჭიერიო, ერთი თვის მერე მივედი და ვერ მიცნეს, 11 კილო მქონდა დაკლებული.

- როგორი შეგრძნებაა ერთ დღესაც 50 კილოგრამით ნაკლები რომ იღვიძებ?
- ფოტოებზე აბსოლიტურად სხვა ადამიანი მიყურებს. რეალურად კი, არამხოლოდ ფიზიკურად, მენტალურადაც სხვა ადამიანი ხდები. პირველ რიგში, გონებასა და გულში იცვლება რაღაც და მერე ფიზიკურად.

Rating

როცა ამდენ ხანს რაღაცას ელოდები, მოულოდნელობის ეფექტი აღარ გაქვს. მაგრამ როცა საწყისს და საბოლოო შედეგს შეადარებ, ხვდები, რამხელა რაღაც მოხდა და ამ დროს ღირებულებების გადაფასება ხდება. არ არის მარტივი, როცა ცხოვრების წესს მთლიანად იცვლი. ეს ძალიან უნდა გინდოდეს. ძალით დავიცავი „უგულავას დიეტა“, მაგრამ ის არ მომწონდა. ვცდილობ, რეჟიმით ვიკვებო, გემრიელობებზე უარის თქმა მიწევს, მაგრამ ისე ხშირად არა, როგორც მაშინ. ვცდილობ, დავაბალანსო. ბევრი საერთოდ ვერ მცნობს, ძალიან უკვირს ხალხს. ზოგი მეუბნება, ისე ჯობდა, ბუთხუზა უფრო საყვარელი იყავიო.

Rating

- წონის ცვლილება გადაცემისთვისაა თუ, უბრალოდ კარგი დამთხვევა?
- დაემთხვა. წონაში ადრეც დამიკლია, ამდენი არა, მაგრამ საკუთარი თავისთვის დამიმტკიცებია, რომ დაკლება შემიძლია. თუმცა, მაშინ შენარჩუნება არ მჭირდებოდა და ისევ მოვიმატე, ახლა ჩავთვალე, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშველოვანია და დავიწყე სწორი კვებით. მერე შევაშველე ვარჯიში და თურმე ამან ისეთი ჩათრევა იცის, დამოკიდებული ხდები. საერთო ჯამში, ორწელიწადნახევარში 50 კილოგრამი დავიკელი. ჩემს ორგანიზმს ძალიან გაუხარდა და ტაშს მიკრავს.


ჟურნალი „თბილისელები“

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
ნაირა კაპანაძე
არ უხდება სიგამხდრე ნამდვილად მაგრამ ჯანმრთელად იქნება თუმცა როგორ გახდა ამაზე რატომ არ ისაუბრა ალბათ ოპერაცია გაიკეთა
18:51 / 18-03-2019
გამოხმაურება / 0 /
დავითი
ძალიან კარგი მსახიობია, მომწონს ყველანაირად, მაგრამ 50 კილოს დაკლება ძალიან ბევრია, არ უხდება აბერებს. რომ დაეკლო 20-30 კგ კიდე ჰო. ორგანიზმი ასეთ სტრესებს ვერ იტანს.
12:38 / 25-01-2019
გამოხმაურება / 0 /
კახელი
ჟურნალისტო, შენ შიშინები ხო არა გაქ. სათაურში გიწერია-როგორ დაიკლოო. აბა გამოკითხვა-როგორ დაიკლო. თქვენი დებილი დედა კი ვატირე, მაგის კითხვას რა უნდა. ან ესეთ სათაურს მაინც ნუ წერთ.
02:34 / 25-01-2019
გამოხმაურება / 0 /
kaxeli
უგულავას დიეტა არა კიდევ პოროშენკოსი,ყველაფერს მუცელში თუ არ ჩაიყრით,არავისი დიეტაც არ დაგჭირდებათ.მე რასაც ვხედავ [სოფელში ყველაფერი ნათლად ჩანს] მოსახლეობის უმეტესობა ფქვილეულით და იაფასიანი ნამცხვრებით იკვებება,ხოლო რაც პაკაზუხური ყავის სმით ყოველდღე შაქარს იღებენ ეგ კიდევ სხვაა. თუ იმასაც ვიტყვით,რომ რძის პროდუქტებიდან დაწყებილი საკონდიტროთი დამთავრებული ყველაფერში პალმისა და ქოქოსის ცხიმია[თანაც ნაჯერი],ეს ყველაფერი გაქონვით მთავრდება
17:53 / 24-01-2019
გამოხმაურება / 1 /
ელა
ზუსტად!
22:43 / 29-01-2019
:)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
ძალიან არ უხდება სიგამხდრე:)
21:03 / 23-01-2019
გამოხმაურება / 1 /
დოდო
კი, ცოტა მეტისმეტი მოუვიდა. ტელევიზიაში დავინახე და ვერ ვიცანი.
22:44 / 29-01-2019
გიორგი
ჯიგარი ხარ, ყოჩაღ, კარგი ნებისყოფა გქონია, წარმატებები!
20:07 / 23-01-2019
გამოხმაურება / 0 /
TOPS