04 მარტი, 2014
''ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას...''
ის ავადსახსენებელი 9 წელიწადი რომ აკერია ახლა ყველას პირზე, მაშინ მიმდინარეობდა ისეთი პიარკამპანია, რომ არ უნდა გაგტეხვოდა პატრულში დარეკვა მსახიობი გია ცინაძე ამჟამად არანაირ პროექტში არაა დაკავებული, ბოლო სერიალი, რომელშიც მონაწილეობდა, ''ნათია და ნათია''გახლდათ, თუმცა ესეც დასრულდა. ამჯერად გიას ტრადიციებსა და სტერეოტიპებზე ვესაუბრეთ.

- უამრავი რამ არსებობს, რაც კარგი გვაქვს, მაგრამ იმაზე მეტი უარყოფითი გვახასიათებს ქართველებს. ტრადიციების 90% მაღიზიანებს, ასევე ცრურწმენები, რომლებიც ქართველებს ტრადიცია ჰგონიათ, სუფრასთან დამოკიდებულება და ა.შ. ჩემი აზრით, ტრადიცია გულისხმობს ძველს, იმას,
რაც არ ახლდება. ცხოვრება კი ყოველდღიურად ვითარდება და ითხოვს ტრადიციების განვითარებასაც. რაც ფასეულია, ის უნდა დავიტოვოთ, მაგრამ 200 წლის წინ რაც ჩვენთვის ღირებული იყო, დღესაც რომ ძვირფას ტრადიციად მიგვაჩნია, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ვვითარდებით და ვერც განვვითარდებით, დავრჩებით ჩამორჩენილ ქვეყნად.
- სუფრა ახსენე, თამადა, განსხვავებული, სასმლის დაძალება - ეს იწვევს უარყოფით დამოკიდებულბას შენში?
- კი. ერთხელ ბათუმში რაღაც ფესტივალის ბანკეტზე მოვხვდი, ვიფიქრე, ახლა აქ ტრადიციული თამადა გამოჩნდება და დაიწყება სისულელეები-მეთქი, მაგრამ ითამადა ადამიანმა, რომელიც გულწრფელად ლაპარაკობდა, ამბობდა იმას, რაც იმ წუთას თავში მოსდიოდა და არა წინასწარ დაზუთხულ ტექსტებს.
- ოდესმე თუ გითამადია? თუნდაც ისე, როგორც ზემოთ ახსენე...
- სადღეგრძელო მითქვამს, მაგრამ არ მითამადია. უკვე ბევრი წელია, ისეთ ადგილას არ მოვხვედრილვარ, სადაც განსხვავებულს დამაძალებდნენ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, არ მრცხვენია იმის თქმის, რომ ამ განსხვავებულს არ დავლევ, ზრდილობის გამო ამას არ ვაკეთებ და მერე ცუდად არ ვხდები, რაც ქართველებს ახასიათებთ. ვიღაცებს ჰგონიათ, თუU მათ პოლიტიკურ აზრს არ ვითვალისწინებ, მათი მტერი ვარ, არადა, ასე არ არის, მე ყველა ასპექტში სიყვარულის მომხრე ვარ. ამ კრიტიკის დროსაც კი არ მამოძრავებს ბოროტი ზრახვები, უბრალოდ, კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდა.
- რაც შეეხება ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში არსებულ სტერეოტიპებსა და ტრადიციებს, თუნდაც ნიშნობასა და ხელის თხოვის საკითხს.
- სიმართლე გითხრა, დიდად ეს რიტუალებიც არ აღმაფრთოვანებს. თუ ამ ფაქტებს არ ერქმევა ნიშნობა და ხელის თხოვა, რაც დაახლოებით ისე ჟღერს, თითქოს მონის საყიდლად მიდიხარ. თუ უბრალოდ იმ ადამიანის მშობლებს ჩააყენებ საქმის კურსში, რომ იწყებთ ერთად ცხოვრებას და ხვალიდან ცოლ-ქმარი ხდებით, მაშინ უკვე ცივილიზებული ქმედება იქნება.
- რამდენად მისაღებია შენთვის, გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელსაც რამდენიმე პარტნიორი ჰყავდა შენამდე?
- ჩვეულებრივი ამბავია. მსუბუქი ყოფაქცევის ქალი არის ის, ვინც სხეულით ვაჭრობს და მათაც პატივს ვცემ, რადგან ეს მათთვის არის პროფესია. მისგან განსხვავებით, ადამიანთან, რომელსაც ჰქონდა სხვა ცხოვრება, მუშაობდა ვთქვათ, ბანკში, ცხოვრების განმავლობაში ჰყავდა სამი შეყვარებული, სამი ქმარი, მერე კი შენ შეუყვარდი, არ მესმის, რა პრობლემა უნდა გქონდეს? რა მნიშვნელობა აქვს, რა ხდებოდა მის წინა ცხოვრებაში, მთავარია, წესიერი ადამიანი იყოს.
- შენთვის რით განისაზღვრება ქალის პატიოსნება?
- არ ვიცი, ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას. მთავარია, არ იყო მატყუარა, თაღლითი, უნდა იყო კეთილგანწყობილი და ა.შ. ძალიან ადვილია იყო კარგი ადამიანი, ქართველები კი კარგ ადამიანებს გაფაციცებით ვუყურებთ და გვგონია, ისინი არაჩვეულებრივები არიან, არადა, რეალურად არაჩვეულებრივები არიან ცუდები და არა კარგი ადამიანები.
- რაც შეეხება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ გამოხატულ აგრესიას…?
- რა თქმა უნდა, ეს არაა სწორი, ვისაც რა უნდა, იმას იცვამს და ვისაც რა უნდა, იმას ჭამს, ასევეა ამ საკითხშიც, ადამიანი იმას გააკეთებს, რისი სურვილიც თავად აქვს.
- საბედნიეროდ, დღევანდელ საქართველოში ქალები არღვევენ იმ სტერეოტიპს, რომ მხოლოდ შინ უნდა ისხდნენ და ოჯახს მოუარონ, შენ როგორი შეხედულება გაქვს ამ თემაზე?
- მე არ მაქვს ბევრი ფული, უზრუნველყოფილი ცხოვრება და სტაბილური სამსახური, მაგრამ ბედნიერი ვარ იმით, რომ ვცხოვრობ გარემოში, სადაც არ მიწევს ამგვარი შეხედულებების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა. შეიძლება, ხანდახან რეალობას ვკარგავ და მგო ნია, ყველგან ისეა ყველაფერი, როგორც ჩემს ოჯახში, სამეგობროში, მაგრამ რაც გამაჩნია, ჩემთვის ძალიან ძვირფასია.
- საზოგადოების, მეზობლების პირად ცხოვრებაში ჩარევით შეწუხებულხარ?
- არა. ჩემი ნათესავებიც ჩვეულებრივი ქართველები არიან, მაგრამ არავინ მისვამს შეკითხვას პირადზე, შეიძლება იციან, რომ ვერ ვიტან ამაზე ლაპარაკს, ან შეიძლება, ვერ მიბედავენ ჩემი ასეთი დამოკიდებულების გამო. მგონია, რომ სხვისი აზრებით და იმაზე ფიქრით, ვინ რას იტყვის, ცხოვრება არ უნდა აირიო, თუ არაფერს ვაფუჭებ და ვაშავებ, ფეხებზე მკიდია, ვინ რას იტყვის. ქართველების 95%-ს იმიტომ აცვია ერთნაირად, რომ ერთმანეთს ჰბაძავენ, დღეს ჩემ წინ ექვსი ბიჭი მიდიოდა, ყველას ეცვა ცისფერი ჯინსი და შავი ქურთუკი, ეს ფანტაზიის ნაკლებობის ბრალია, ან შეიძლება, ფანტაზია აქვთ, მაგრამ ფიქრობენ, მეც თუ ასე არ ჩავიცვი, ბანძ და ''პიჟონ''''როჟად''გამოვჩნდებიო. ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით კიდევ დიდხანს ვიქნებით ტრაკში და მიშა სააკაშვილი კი არა, ვინ გვიშველის, არ ვიცი.
- და მიშა გვიშველის?
- მიშაში არაა საქმე, მიშა იქნება თუ ბესო, ვინც თანამედროვედ აზროვნებს და ცდილობს მენტალიტეტის შეცვლას, დაეხმარება ქართველებს განვითარებაში. ბევრს განვითარება ქართველობის დაკარგვა ჰგონია, მაგრამ ასე არაა. თითქოს დაწყებული იყო წინასვლა ამ მხრივ, მაგრამ ახლა აღარ ვიცი, როგორაა საქმე.
- მახსოვს, აღფრთოვანებული წერდი ''ფეისბუქზე'', მოქალაქემ პატრული იმ მიზეზით გამოიძახა, რომ სუპერმარკეტის დახლზე ვადაგასული შოკოლადი აღმოაჩინაო.. თუმცა არის ხალხი, ვისაც პატრულის გამოძახება, ჟარგონით რომ ვთქვათ, ''უტყდება''..
- ის ავადსახსენებელი 9 წელიწადი რომ აკერია ახლა ყველას პირზე, მაშინ მიმდინარეობდა ისეთი პიარკამპანია, რომ არ უნდა გაგტეხვოდა პატრულში დარეკვა, თუმცა ალბათ მაშინაც იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო პატრულში არ დარეკავდნენ. პირადად მე ქუჩაში ვიღაცამ შეურაცხყოფა რომ მომაყენოს, მაშინვე პატრულს გამოვუძახებ, ზრდასრული ბიჭი ვარ, მაგრამ ხელ-ფეხის ქნევას არ დავიწყებ, ჩემი თავის შემრცხვება და შემზიზღდება მერე. ამიტომ მივმართავ პატრულს და ისინი მიხედავენ, როგორც საჭიროა. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იჩხუბო.
- საყურიანი მამაკაცების გამოჩენა გარკვეულწილად გაღიზიანებას იწვევს, შენ რა დამოკიდებულება გაქვს?
- მთავარია, იყო კეთილი და რა გეცმევა და რას გაიკეთებ, ვისი ტრაკის საქმეა?
- ძირითადად, სტერეოტიპების უარყოფით მხარეზე ვისაუბრეთ, ამიტომ გვითხარი ის, რაც მოგწონს ქართული ტრადიციებიდან.
- მართლა არ ვიპრანჭები, მაგრამ ახლა კონკრეტულად არც ერთი ტრადიცია არ მახსენდება, მაგრამ არ გამაღიზიანებს ისეთი რაღაცები, რაც იქნება მსუბუქი და არა ფუნდამენტური. მაგალითად, ახალ წელს სამეგრელოში რომ შეხვდები და სუფრაზე მეგრული კერძი აუცილებლად იქნება, ეს ჩემთვის გამაღიზიანებელი არაა, პირიქით, ვაღმერთებ მაგ დონის ტრადიციებს. თუმცა შორს ვარ იმ აზრისგან, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო, ჩემი აზრით, ყველაზე სუსტები ვართ, მაგრამ თუ ეს ''მაჯლაჯუნობა''არ შეგვჭამს, ჩვენს ქვეყანასაც აქვს პოტენციალი იმისა, რომ გავიხაროთ.

ციცი ომანიძე
ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ანი
ამას ძალიან უნდა, რომ აფრენდეს, მაგრამ სამწუხაროდ უბრალოდ სულელია
21:02 / 13-03-2014
გამოხმაურება / 0 /
NINO
ყოველთვის მომწონდა ამ პიროვნების აზროვნება და მომწონს ახლაც,ბევრად წინ უსწრებს დროს,რომელშიც ცხოვრობს! კარგი ადამიანია.
14:14 / 07-03-2014
გამოხმაურება / 0 /
ავთო
მყუდრო მაგარი კაცი ხარ და ნუ მიაქცევ ყურადრებას დალისნაირ იმბეცილებს.
19:58 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
''ყურადღებას არ ვაქცევ ქალის ან კაცის პატიოსნებას...'' და რატომ უნდა მიაქციო,რაში გამოგადგება შენთვის უსარგებლო ნივთი,საკუთრი კარგა ხნის წინ გაქვს მოშორებული და ...
16:55 / 05-03-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS