- საზოგადოება ძალიან გაახარა თქვენს პირად ცხოვრებაში დაბრუნებულმა ჰარმონიამ... ამდენი წლების შემდეგ შობას და ახალ წელს ერთად შეხვდით თქვენ და თქვენი მეუღლე?
- ყველას დიდი მადლობა კეთილგანწყობისთვის... ხალხი ალბათ ფიქრობს, რომ მე

რაც შეეხება შობას, ძალიან უცნაურად შევხვდით: სამების ტაძარში ვიგალობეთ მე, მარიამმა და ელენემ... ყოველთვის წესად მაქვს, რომ ოჯახში უნდა შევხვდე შობასაც და ახალ წელსაც! ამიტომ ტაძარში როგორც კი ვიგალობეთ და ეპისტოლეს კითხვა დაიწყეს, ჩვენ სასწრაფოდ გამოვიქეცით, ეპისტოლეს მანქანაში რადიოში ვისმენდით და ვჩქარობდით შობის დადგომამდე, სახლამდე მიგვესწრო.
12 საათს ზუსტად 3 წუთი აკლდა სახლში რომ მოვედით, დედას 7 სანთელი და საშობაო სუფრა გამზადებული ჰქონდა და ძალიან გახარებულებმა ჩვენს ოჯახში ვიზეიმეთ შობის შემობრძანება. ღვთისმშობლის ვედრება, ლოცვა ეს ყველაფერი სახლში სულ სხვა ეშხით მიდის და სულ სხვა მადლი აქვს... განაგრძეთ კითხვა: