სოფო ბედია და მიშა მესხი ერთმანეთის გარეშე თითქმის ყველა სიტუაციაში წარმოუდგენელია, მაგრამ ამჯერად მიშა ცოლს სამშობიარო ბლოკში არ შეყვა და პატარას დაბადებას გარეთ ელოდებოდა.
საკუთარი ემოციებისა და პატარა ანდრიას შესახებ სოფო „რეიტინგს“ ესაუბრა.
- 27 დეკემბერს დაიბადა ანდრია. გაგუას კლინიკაში გავაჩინე, 3.8 კგ და 51
- ვინ გეხმარებათ ბავშვის აღზრდაში?
- ბავშვს დამოუკიდებლად ვზრდით. მიშასთვის ეს პირველი შვილია და კი ვიცოდი, კარგი მამა რომ იქნებოდა, მაგრამ ამასაც არ ველოდი. ხელიდან ვერ წაართმევ ბავშვს. აჭმევს, ღამეებს უთენებს, მალე ალბათ გამოუცვლის კიდეც. ჩემი დედამთილი გადმოვიდა ჩვენთან და ძალიან გვეხმარება ანდრიას აღზრდაში.
- უყვარს ჭამა ანდრიას?
- კი, მე ხომ მყავს ბუნებრივ კვებაზე? ხელოვნურსაც ვუმატებ და არ ყოფნის. რაღაც უნდა კიდევ მესამე და ამის გამო რესტორანას ვეძახით. ყველაფერი უნდა.
- რამდენი კილოგრამი მოიმატე ორსულობისას?
- 25 კილოგრამი მოვიმატე და 12 სამშობიაროში დავტოვე. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს და დიეტას ვერ შევძლებ, მაგრამ ვცდილობ, გავაკონტროლო წონა. ჩემი პროფესიაც მოითხოვს ფორმაში ყოფნას. ბავშვის გაჩენიდან ზუსტად 3 დღეში ვიდექი სცენაზე, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად იყო და უარს ვერ ვიტყოდი საახალწლო ღონისძიებაზე.