02 მარტი, 2014
პალტოს ტიპის ჟილეტები და ფართოსაყელოიანი პიჯაკები
თუ მოიხმართ წაგრძელებულ, ან უფრო დიდი ზომისა და ფორმის ქლაჩებს, რომლის დაპატარავებაც შეიძლება და საჭიროების შემთხვევაში სამკლაურის გაკეთება და სხვაგვარად გამოყენებაც დიზაინერი ნინო ბაბუხადია სულ ახლახან დაბრუნდა პარიზიდან, სადაც ქართული მოდის დღეებზე საკუთარი ნამუშევრები წარადგინა. მან უკვე დაასრულა მუშაობა 2014 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაზე, რომელიც, შეიძლება ითქვას, შექმნილია რომანტიკული, ჰაეროვანი და იმავდროულად საქმიანი ქალისთვის. ნინო `რეიტინგის~ მკითხველს რჩევებს აძლევს.

- გაზაფხული-ზაფხულის სეზონისთვის აქტუალური იქნება მწვანე
და ლურჯი, ფართო გრადაციით, პრინტები და ზოგადად, ბოტანიკის თემა, მცენარეები, ყვავილები და ა.შ. გაზაფხულზე მოდური იქნება მდგრადი ქსოვილისგან შეკერილი პალტოს სტილის ჟილეტების შემოცმა, შიგნით კი უმჯობესია, თუ თხელი ფაქტურისგან შექმნილ სამოსს მოირგებთ. რაც შეეხება ფორმებს, ზოგადად თავისუფალი სტილია მოდაში, მაგრამ უმჯობესია წელზე მომდგარი და ქვემოთ გაშვებული ზედების ჩაცმა, `კლიოში~ ქვედაბოლოები მუხლსქვემოთ სიგრძით, მაგრამ თუ გრძელ ქვედებოლოს აირჩევთ, მაშინ ის უნდა მთავრდებოდეს კოჭის ზემოთ.
- რაც შეეხება პიჯაკებს, რომლებიც გაზაფხულზე ძალიან აქტუალურია.
- ბლუზების მხრივ შეიძლება ითქვას, რომ 30-იანი წლების გავლენა იგრძნობა, ამიტომაც მოდურია მაღალწელიანი შარვლები თუ კაბები და მოკლე, მაგრამ ფართო ზედები. რაც შეეხება პიჯაკებს, ესეც შეიძლება იყოს მოკლე სტილის, ანუ წელზე რომ მთავრდება, ისეთი და ასევე ცოტა გრძელიც, ეს უკვე ადამიანის გემოვნებასა და სხეულზეა დამოკიდებული. რადგან უფრო თავისუფალი სტილის ქვედაბოლოებია მოდური, პიჯაკში უმჯობესია, წელის ხაზი იყოს დაფიქსირებული, საყელო კი გამოირჩეოდეს საინტერესო დეტალებით, უფრო მოცულობითი, ინგლისური საყელოა აქტუალური.
- ფაქტურის თვალსაზრისით რას გვთავაზობს გაზაფხული-ზაფხულის მოდა?
- ადრე თუ დიდი დატვირთვა ჰქონდა შიფონსა და გიპიურს, ახლა გიპიური რჩება მოდურ ქსოვილად, ოღონდ ამას დაემატა ბაილონი, უფრო ხელოვნური ნაჭრები გახდა აქტუალური.
- შარვლის ტოტის ფორმაზე რას გვეტყვით?
- შარვალშიც წელი უნდა იყოს მაღალი, მაგრამ სილუეტი გათავისუფლდა, ტოტი გაფართოვდა, ოღონდ ეს არაა მუხლიდან გაფართოება, არამედ თავიდან ფართოტოტიანი შარვლებიც მოდური გახდა. ამას შეიძლება დაემატოს ერთი-ორი ნაკეცი, რაც მოცულობაში სხეულს არ გაადიდებს. მაღალი წელის დროს ასეთი ვარიაციები ფორმას არ უკარგავს სხეულს, უბრალოდ, სამოსს მრავალფეროვანს ხდის.
- როგორი ფეხსაცმელი ჩავიცვათ თბილ სეზონზე?
- ამ სეზონზე მოდურია სქელი ქუსლები, კარგია, თუ ეს იქნება გამჭვირვალე მა-სალისგან შექმნილი, თხელი და დახვეწილი ცხვირები. სხვა მხრივ კი, არჩევანი კონკრეტულ ადამიანზეა დამოკიდებული.
- დიზაინერები ხშირად უსვამენ ხაზს აქსესუარების საკითხს, თქვენ რა რჩევას მოგვცემთ ამ თვალსაზრისით?
- ქამარი არის ის, რითაც შეიძლება, სამოსს სხვადასხვა ელფერი შესძინო და მე ხშირად ვიყენებ მას ჩემს კოსტიუმებში. შეგიძლიათ, მოირგოთ სქელი და თხელი ქამრები, არჩევანში შეზღუდულები არ ხართ. ამასთან, ძალიან მოდურია ფერადი ყელსაბამები, რომელიც ახალისებს სამოსს. მეტალი გასული სეზონიდან შემორჩა, მაგრამ მას დაემატა ფერადი ყვავილები, ბოლო კოლექციებში სათვალეებიც კი გაფორმებულია პატარა გვირილებით ან ვარდებით, ეს თემა ძალიან აქტუალურია, ამიტომაც მაქსიმალურად გამოიყენება როგორც ტანსაცმელში, ასევე აქსესუარებში. ჩანთებიდან ქლაჩები ინარჩუნებს აქტუალობას, მაგრამ უმჯობესია, თუ მოიხმართ წაგრძელებულ, ან უფრო დიდი ზომისა და ფორმის ქლაჩებს, რომლის დაპატარავებაც შეიძლება და საჭიროების შემთხვევაში სამკლაურის გაკეთება და სხვაგვარად გამოყენებაც.

ციცი ომანიძე
ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS