26 დეკემბერი, 2018
"სააკაშვილი რით ვერ დაკავდა რამე უფრო მნიშვნელოვანით?!" - ავთანდილი მეუღლის სტილსა და ექს-პრეზიდენტის კრიტიკაზე
ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი, ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძე და მისი ოჯა­ხი წლის ბო­ლოს არა­ ერ­თხელ მოხ­ვდნენ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით - ჯერ იყო და მისი მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, შემ­დეგ კი მო­დის სამ­ყა­რო­ში ატე­ხილ­მა სკან­დალ­მა მი­იქ­ცია ყუ­რა­დღე­ბა, როცა ავ­თან­დილ­მა დემ­ნა გვა­სა­ლია, ფაქ­ტობ­რი­ვად, პლა­გი­ატ­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

რო­გორც ავ­თან­დი­ლი ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, ბოლო პე­რი­ოდ­ში მის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის­გან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას გრძნობს, აწუ­ხებს ეს ფაქ­ტი, მაგ­რამ ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი იუ­მორ­ში გა­ა­ტა­როს და სხვებ­საც ამას ურ­ჩევს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს "სარ­კეს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- თქვე­ნი
ჩი­ნო­სა­ნი მე­უღ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბა გახ­და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, როცა სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგ­ზე პი­ჯა­კი მხრებ­ზე ჰქონ­და მო­ხუ­რუ­ლი. ატყდა ერთი ამ­ბა­ვი, ხა­თუ­ნა თორთ­ლა­ძემ პრო­ტო­კო­ლი და­არ­ღვი­აო...



- ხალ­ხი თვლის, რომ ხა­თუ­ნას კარ­გად აც­ვია, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად რომ ვთქვათ, სწო­რად აც­ვია. პი­ჯა­კი კი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მო­ხუ­რუ­ლი აქვს. ესეც იუ­მო­რი­ნაა ჩემ­თვის. იმ დღეს ალ­ბათ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არა­ფე­რი ხდე­ბო­და ქვე­ყა­ნა­ში, თო­რემ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ხა­თუ­ნას მო­ხუ­რულ პი­ჯაკ­ზე ატე­ხი­ლი­ყო აჟი­ო­ტა­ჟი?!


Rating



- თქვენ­თვის იუ­მო­რი­ნაა და ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ევ­რო­პა­ში შე­ა­წუ­ხა ამ ამ­ბავ­მა...

- ეგ კი­დევ რა საყ­ვა­რე­ლია! რით ვერ და­კავ­და ამ ცხოვ­რე­ბა­ში რამე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნით?! შავ-თეთრ პე­რანგზე მხრებ­ზე მო­დე­ბუ­ლი შავი პი­ჯა­კი რა­ტომ უნდა იყოს აჟი­ო­ტა­ჟის მი­ზე­ზი? ისიც თქვეს, გათ­ბო­ბა არ აქვს სა­მი­ნის­ტრო­ში და შეს­ცივ­დაო.

ხა­თუ­ნა რა­საც იც­ვამს, უნდა იყოს ქა­ლუ­რი, საქ­მი­ა­ნი. ვერ ვხე­დავ მას ნაც­რის­ფერ, მა­მა­კა­ცურ პი­ჯაკ­სა და შარ­ვალ­ში. ძა­ლი­ან უხ­დე­ბა "ფე­შენ" ტან­საც­მე­ლი. სა­ერ­თოდ, თუ უშ­ნოდ აც­ვი­ათ პო­ლი­ტი­კო­სებს, გა­და­უვ­ლი­ან და ლან­ძღა­ვენ, ლა­მა­ზად აც­ვი­ათ და აგ­რე­სი­აა მათ მი­მართ.

Rating

ბავ­შვო­ბი­დან მიც­ნობს ერი, ალ­ბათ კარ­გი მა­გა­ლი­თი ვარ იმი­სა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა არაფ­რის­გან შექ­მნა შენი სახე! უშუ­ქო­ბა­ში, უინ­ტერ­ნე­ტო­ბა­ში, პუ­რის რი­გებ­ში, შე­შის ღუ­მე­ლე­ბის ეპო­ქა­ში ავ­თან­დილს ყი­დუ­ლობ­და ხალ­ხი იმ მა­ღა­ზი­ა­ში, რო­მე­ლიც "დვი­ჟოკ­ზე" მუ­შა­ობ­და. ქარ­თუ­ლი მო­დის ის­ტო­რია ვარ და, მგო­ნი, მაქვს უფ­ლე­ბა, კე­თი­ლი იუ­მო­რით ვი­ხუმ­რო ამა თუ იმ სა­კი­თხზე. რამ­დენ­მა და­წე­რა, დემ­ნა­სი შურ­სო. რა­ტომ უნდა მშურ­დეს თქვე­ნი?! რო­გორ შე­მიძ­ლია დრო დავ­ხარ­ჯო სხვის ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რში, ამა­სო­ბა­ში ჩემი ცხოვ­რე­ბა ხომ გავა?

ხა­თუ­ნა მაღ­რა­ძე, ჟურ­ნა­ლი "სარ­კე"
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS