როგორც ავთანდილი ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ამბობს, ბოლო პერიოდში მის მიმართ საზოგადოების ნაწილისგან გაღიზიანებას გრძნობს, აწუხებს ეს ფაქტი, მაგრამ ცდილობს, ყველაფერი იუმორში გაატაროს და სხვებსაც ამას ურჩევს. გთავაზობთ ამონარიდებს "სარკესთან" ინტერვიუდან:
- თქვენი
- ხალხი თვლის, რომ ხათუნას კარგად აცვია, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, სწორად აცვია. პიჯაკი კი მთელი ცხოვრება მოხურული აქვს. ესეც იუმორინაა ჩემთვის. იმ დღეს ალბათ უფრო მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ქვეყანაში, თორემ როგორ შეიძლება, ხათუნას მოხურულ პიჯაკზე ატეხილიყო აჟიოტაჟი?!

- თქვენთვის იუმორინაა და ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ევროპაში შეაწუხა ამ ამბავმა...
- ეგ კიდევ რა საყვარელია! რით ვერ დაკავდა ამ ცხოვრებაში რამე უფრო მნიშვნელოვანით?! შავ-თეთრ პერანგზე მხრებზე მოდებული შავი პიჯაკი რატომ უნდა იყოს აჟიოტაჟის მიზეზი? ისიც თქვეს, გათბობა არ აქვს სამინისტროში და შესცივდაო.
ხათუნა რასაც იცვამს, უნდა იყოს ქალური, საქმიანი. ვერ ვხედავ მას ნაცრისფერ, მამაკაცურ პიჯაკსა და შარვალში. ძალიან უხდება "ფეშენ" ტანსაცმელი. საერთოდ, თუ უშნოდ აცვიათ პოლიტიკოსებს, გადაუვლიან და ლანძღავენ, ლამაზად აცვიათ და აგრესიაა მათ მიმართ.

ბავშვობიდან მიცნობს ერი, ალბათ კარგი მაგალითი ვარ იმისა, როგორ შეიძლება არაფრისგან შექმნა შენი სახე! უშუქობაში, უინტერნეტობაში, პურის რიგებში, შეშის ღუმელების ეპოქაში ავთანდილს ყიდულობდა ხალხი იმ მაღაზიაში, რომელიც "დვიჟოკზე" მუშაობდა. ქართული მოდის ისტორია ვარ და, მგონი, მაქვს უფლება, კეთილი იუმორით ვიხუმრო ამა თუ იმ საკითხზე. რამდენმა დაწერა, დემნასი შურსო. რატომ უნდა მშურდეს თქვენი?! როგორ შემიძლია დრო დავხარჯო სხვის ცხოვრებაზე ფიქრში, ამასობაში ჩემი ცხოვრება ხომ გავა?
ხათუნა მაღრაძე, ჟურნალი "სარკე"