- ანანო, შეიძლება ითქვას, ინსტაგრამის ვარსკვლავი ხართ, როგორ გახდა ინსტაგრამი თქვენი შემოსავლის წყარო?
- საქართველოში ბევრ ადამიანს ჰყავს ბევრი გამომწერი, მაგრამ ბევრი ყიდულობს გამომწერებს, მე კი ამაში ფული არასდროს გადამიხდია. თავდაპირველად, ინსტაგრამზე მხოლოდ ჩემს ფოტოებს ვდებდი, შემდეგ ბევრი გამომწერები დამიგროვდა და სარეკლამო პოსტებსაც ვდებ. არ ვიცი,
- რა ბიზნესია, მოუყევით ჩვენს მკითხველს?
- ადრე კარაოკე ბარში ვმუშაობდი, გვიანობამდე მიწევდა სამსახურში ყოფნა, საღამოები მიმყავდა, წელიწადნახევრის წინ, გადავწყვიტე სამსახურიდან წამოსვლა, ვიფიქრე ვარჯიშს დავიწყებ და ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრებ-მეთქი. არანაირი დანაზოგი არ მქონდა და ასე დავრჩი ყველანაირი შემოსავლის გარეშე. დეპრესია დამემართა, ვერ ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. გამახსენდა, რომ ბებიაჩემი ამზადებდა კრემებს, რომლის ეფექტურობაც რამდენიმე წლის წინ საკუთარ თავზეც გამოვცადე და მომეწონა. სოციალურ ქსელში, პირად გვერდზე დავწერე: ვისაც აკნე და გამონაყარი გაწუხებთ, მომწერეთ-მეთქი. უამრავი შეტყობინება მივიღე და პირველ დღეს 14 კრემი გავყიდე. შემდეგ უფრო და უფრო გაიზარდა შეკვეთების რიცხვი. არც ბრენდინგი ვიცოდი, არც ბიზნესი. პარკში მქონდა ეს კრემები და ისე მიმქონდა კლიენტებთან, შემდეგ უკვე როცა ცოტა თანხა შევაგროვე, ქილები შევუკვეთე და ასე შევქმენი ჩემი „ანოას კრემი“, რომელსაც უამრავი ადამიანი მოიხმარს. ცოტა ხნის წინ, ავსტრიიდან დავბრუნდი, იქ მოხდა ჩემი ბრენდის პირველად ექსპორტზე გატანა. მალე აფთიაქებშიც შევიტან.
ყველაფერს გავაკეთებ საკუთარი თავის რეალიზებისთვის. მხოლოდ გარეგნობით ვერ იქნება ადამიანი ბედნიერი და საინტერესო ხალხისთვის. ბევრს ვმუშაობ და ვშრომობ იმისთვის, რომ კარგად ვიყო და წარმატებული.

- როგორ უვლით თავს?
- იმისთვის რომ კარგად გამოიყურებოდე, აუცილებელია ხასიათი. ბევრჯერ ისე ვყოფილვარ, სარკეში ჩახედვა არ მინდოდა, მთავარია თავდაჯერებულობა. შესაძლოა იყო ლამაზი, მაგრამ საკუთარი თავის წარმოჩენა არ შეგეძლოს. სილამაზე ყველა ქალშია. უბრალოდ წარმოჩენა სჭირდება ამას. რაც შეეხება თავის მოვლის საშუალებებს, მხოლოდ ჩემს კრემს ვხმარობ, არც ერთი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია, მაგრამ აუცილებლად გავიკეთებ. ქალს რაც არ მოსწონს, უნდა გამოასწოროს. ჯერჯერობით ყველაფერი მომწონს საკუთარ გარეგნობაში - მხოლოდ ცხვირის ოპერაცია მაქვს გაკეთებული.

- შეყვარებული თუ გყავს?
- არ მყავს შეყვარებული.
- ძვირადღირებული საჩუქრები რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის?
- ჩემთვის მნიშვნელოვანია მამაკაცი, პირველ რიგში, იყოს ყურადღებიანი და იცოდეს ქალის პატივისცემა. რაც შეეხება საჩუქრებს, მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მანდილოსანს მოვლა სჭირდება. ქალსაც შეუძლია წავიდეს მაღაზიაში და იყიდოს, რაც სჭირდება, მაგრამ როცა კაცს შეუძლია ამის გაკეთება, უნდა გააკეთოს. საქართველოში კაცების უმეტესობამ არ იცის ქალის პატივისცემა. ქალი იმიტომ არის კარგი, რომ მოვლილია. ქართველ კაცებს ეს არ ესმით.

