10 დეკემბერი, 2018
"დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება" - როგორ გადაიტანა ნელიკო აგირბამ ქმრის გარდაცვალება და ვინ არის მისი ახალი შეყვარებული
„მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი წამყვანი, ნელი აგირბა, მაყურებელს დაახლოებით ერთ წლის წინ დაემშვიდობა. მას მეუღლე გარდაეცვალა, რის შემდეგაც ჟურნალისტმა საყვარელ საქმიანოაბზე უარი თქვა და ერთწლიანი ტაიმ-აუტი აიღო. როგორ ცხოვრობს დღეს ნელი აგირბა და ვინ არის მისი ახალი სიყვარული, ამის შესახებ ჟურნალი „თბილისელებს“ ესაუბრა.

ნელი აგირბა: თითქმის ერთი წლის წინ წავედი ტელევიზიიდან და ცხოვრებაში პირველად დავისვენე. ძილი და განტვირთვა კარგი ყოფილა, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ ზამთარში ბევრი გადასახდელია. ზაფხულში მარტივად გამოვძვერი. მოკლედ შემოსავალი დამჭირდა, გაბუს ვკითხე რამე
საჭიროება ხომ არ გაქვთ არაპოლიტიკურ ჭრილში მეთქი?! პოლიტიკას ვერ გავქაჩავ, ჩელეს სიკვდილის შემდეგ, აზრი დაკარგა.

- რატომ მაინცდამაინც პოლიტიკამ?
- იმიტომ, რომ პოლიტიკაში ბევრი ამპარტავნობა, გაიძვერობა და მატერიალური სამყაროს ძალიან სერიოზული აღქმაა. კიდევ რაღაცეების და ვიღაცეების გამეტება ჩემთვის რთულია. თუმცა, იყო პერიოდი, როცა გულთან ახლოს მიმქონდა ყველაფერი, მიხაროდა ის ცვლილებები, რომელსაც ვიწვევდით. მაგრამ სიკვდილთან შეხება ბევრ რამეს ცვლის. „მხოლოდ ქართულის“ პირველ გადაცემაზე რომ მივდიოდი, მეშინოდა იმ ეფექტის, რასაც ეს სიახლე ჩემზე მოახდენდა. მას შემდეგ, რაც ეს ტრავმა მივიღე, „საღღაც გაღმა ვარ“. ბავშვები მეძახიან, მაგრამ არ მესმის. საკმაოდ დიდხანს ვიყავი იზოლაციაში და თურმე სოციალიზაციაც მომნატრებია. მაგრამ ახლა უნდა ვისწავლო ბალანსი, უცებ ამიფეთქდა ემოციები და მეორე დღეს ენერგიისგან დაცლილმა გავიღვიძე, დავვარდი და მთელი დღე მეძინა.

Rating

- ეს ერთი წელი როგორი იყო ემოციურად?

- არ იყო მარტივი. ემოციური გათიშულობები მაქვს ხოლმე - ენერგია რომ არ გაქვს. გღვიძავს, მაგრამ გძინავს. დავიწყე სელის ზეთის სმა, რადგან ომეგას მაღალი შემცველობა აქვს. ერთი პერიოდი უკვდავას ვსვამდი, სხვათა შორის უშველა ჩემი ენერგიის ნაკლებობას, დავარდნილობას, სევდას. მოკლედ ნაღვლიანი რომ ხარ, მაგ დროს კარგია და მეტაბოლიზმსაც აწესრიგებს. კიდევ ერთ მცენარეს ვიყენებ პასიფლორას, იგივე ვნების ყვავილს, რომელიც შფოთვებს და უენერგიობას შველის. გარდა ამისა, მუსიკას დავუბრუნდი და მე და ჩემი შეყვარებული რაღაცეებს ვაკეთებთ.

- ალბათ ბავშვებსაც მიუძღვით წვლილი თქვენს გამოკეთებაში?

- კი, რეალურად ბავშვების გამო დავრჩი ფიზიკურ სამყაროში. თავიდან ჩემთვის სიყვარული გაქრა, აბსოლიტურად ვერაფრის და ვერავის მიმართ ვერ განვიცდიდი ამ გრძობას. გული დაიხურა და მერე ნელ-ნელა, პირველად ბავშვების მიმართ დაიწყო გახსნა.


Rating

- ჩელეს გარდაცვალების მიზეზი გაიგეთ?
- ექსპერტიზის პასუხი ჯერ კიდევ არ გამიგია. გაზაფხულზე ჩამომივიდა მისი ნივთები და საჩუქრები. სიკვდილის შემდეგ საჩუქრები გამომიგზავნა ჩელემ. მე, ბავშვებს, დედას, ცოტნეს გვიყიდა საჩუქრები, მაგრამ ჩუქება ვეღარ მოასწრო და სიკვდილის შემდეგ ჩამოგვივიდა.

- მოახერხე ამ სიყვარულისგან გათავისუფლება?
- თუ გიყვარს - გიყვარს ყოველთვის. დაშორდი თუ მოკვდა, სიყვარული სიყვარულად რჩება. გარდაცვალების დროს, კიდევ უფრო მისტიური კავშირები რჩება და ყოველთვის არის. მისი ნაწილი ჩემშია და ნაწილობრივ, მე ვარ ჩელე.

Rating

- კარგი, ახლა გადავიდეთ მუსიკაზე და სიყვარულზე, როგორ არის ეს ორი ამბავი ერთმანეთთან კავშირში?

- მუსიკა არის დიდი ხვრელი ჩემს გულში. მთელი ბავშვობა მუსიკით გატაცებული, მერე სხვა გზით წავედი, მაგრამ ჩელეს სიყვარულის გავლენით, ისევ დავიწყე დაკვრა. მისი სიკვდილის შემდეგ, ისევ ჩაიხურა ეს გვერდი. მერე, შემთხვევით, ასევე მუსიკის დახმარებით შევხვდი ამ ადამიანს და რაღაც კავშირი ვიგრძენით. ჩემი ატანა რთულია, ბევრი შიში მაქვს, მეშინია ტკივილის და ამიტომ სიყვარულიც მიჭირს.

- ვინ არის შენი შეყვარებული?
- გიორგი სიხარულიძე - დიჯეი სიხა. მე მსმენელი ვიყავი, ის „კურიერში“ მიყურებდა. ახლა ბარსელონაში ცხოვრობს, სექტემბერში იყო აქ და ახალი წლისთვისაც ჩამოდის. ნოემბერში მეც ვიყავი ჩასული.

ქეთი კაპანაძე
ჟურნალი „თბილისელები“



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მანანა
თქვენი ქმრები და საყვარლები ითვალეთ რა გიხარიათ ადამიანი გაუბედურდა და თქვენ იგესლებით ვისაც სიმწარე არ გადაგიტანიათ ვერ გაიგებთ ეს რა არის თქვენ რომ აწყობილი ცხოვრება გქონდეთ სხვაზე არ დაიბოღმებოდით ახალგაზრდა ქალმა ცხოვრება უნდა გააგრძელოს ნელიკო ძალიან დადებითი გოგო ხარ და სულიერ სიმშვიდეს გისურვებ
20:17 / 18-12-2018
გამოხმაურება / 0 /
აკაკი
ანიკო და კია გამახსენდა " სიყვარული ყველას უნდა"-ში რომაა.
17:42 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
---------
მოკლეთ არ მაზავს რაააააა!!!!!!
17:10 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
izi
რა კარგია როცა გყავს გალაკტიონი და შეგიძლია წაიკითხო მესაფლავე. მეც არ დავიჯერე!!! გულმხურვალე ჭირისუფალიაო! რაებს მიედებ-მოედები.
16:05 / 10-12-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS