05 დეკემბერი, 2018
"გამარჯვებულებს არ ასამართლებენ" - ნინი ქარსელაძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა
მომ­ღე­რა­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კუ­რად ძა­ლი­ან გა­აქ­ტი­ურ­და - მისი ფე­ის­ბუქპოს­ტე­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სი­საა, არ ერი­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბას ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან და პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­შიც აქ­ტი­უ­რად ჩან­და საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გვერ­დით, მის მხარ­დამ­ჭერ კლიპ­შიც მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და რე­გი­ო­ნებ­ში კონ­ცერ­ტებ­ზეც გა­მო­ვი­და "ქუ­ჩის ბი­ჭებ­თან" ერ­თად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან ნი­ნიმ ამის გამო კრი­ტი­კაც და­იმ­სა­ხუ­რა, გავ­რცელ­და ჭო­რე­ბიც, რომ მომ­ღე­რალს ამ მხარ­და­ჭე­რის გამო, თა­ნამ­დე­ბო­ბა­საც და­პირ­დნენ, რომ ნინი ქა­ლაქ­ში პი­რა­დი დაც­ვით გა­და­ად­გილ­დე­ბა და ა.შ.

AMBEBI.GE ნინი ქარ­სე­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვიუ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­თვის
მი­ლოც­ვით და­ი­წყო:



"პირ­ველ რიგ­ში, კი­დევ ერთხელ ვუ­ლო­ცავ ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს გა­მარ­ჯვე­ბას. ასეც ვი­ცო­დი, რომ ის გა­ი­მარ­ჯვებ­და! ამ ქალ­ბა­ტო­ნის საქ­მი­ა­ნო­ბას ყო­ველ­თვის თვალს ვა­დევ­ნებ­დი და უდი­დეს პა­ტივს ვცემ იმის გამო, რა­საც ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის აკე­თებ­და. დიდი ხა­ნია, ის უამ­რავ კარგ საქ­მეს აკე­თებს ქვეყ­ნის­თვის და ჩემს დიდ პა­ტი­ვის­ცე­მა­საც ამი­ტომ იმ­სა­ხუ­რებს.

- ნინი, შენი ოჯა­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს იყო შე­ვიწ­რო­ვე­ბის მსხვერ­პლი, ამის გამო უპი­რის­პირ­დე­ბი ასე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას"?

- ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­მო­ი­ა­რა ჩემ­მა ოჯახ­მა წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მმარ­თვე­ლო­ბის დროს - ბი­ძა­ჩე­მი ორ­ჯერ და­ი­ჭი­რეს, ასე­თი რამ ის­ტო­რი­ა­ში არ არ­სე­ბობს, ერთი ადა­მი­ა­ნი ორ­ჯერ და­ე­ჭი­რათ. ყველ­გან დაბ­ლო­კი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, 8 წელი არ­სად მიმ­ღე­რია არც მე და არც "ქუ­ჩის ბი­ჭებს", გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ზუ­რას მი­ტინგზე გა­მოს­ვლის შემ­დეგ, შენ და "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" "ზე­მოთ" დაგბ­ლო­კე­სო. ვინ იყო ის "ზე­მოთ", წარ­მოდ­გე­ნა არ გვაქვს.

- მა­შინ მთა­ვარ კონ­ცერ­ტებს სტე­ფა­ნე და კახა ცის­კა­რი­ძე ატა­რებ­დნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ვიცი, რომ მე­გობ­რობს თქვე­ნი ოჯა­ხი...

- მე მქონ­და კა­ხუ­ჩე­ლას­თა­ნაც და სტე­ფა­ნეს­თა­ნაც სა­უ­ბა­რი ამ თე­მა­ზე, მაგ­რამ ზუს­ტად ვიცი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ვერ მი­ი­ღებ­დნენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. მათ არ ჰქონ­დათ უფ­ლე­ბა, ზე­მოთ დაბ­ლო­კი­ლი "ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი" და ნინი ქარ­სე­ლა­ძე კონ­ცერ­ტში ჩა­ეს­ვათ. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS